კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კეთილი” სიტყვა

იცით, რომ ქალები ქმრებს ყველაზე ხშირად გაცრუებული მოლოდინისა და იმედების გამო ეჩხუბებიან? ხვდებით, ხომ, ეს რას ნიშნავს?! – მაგალითად, ცოლი ქმარზე გვიან დაბრუნდა სახლში სამსახურიდან, დაღლილია. იმედი აქვს, რომ ქმარი თანაგრძნობით შეხვდება მის დაღლილობას – ბავშვები მაინც ეყოლება დაპურებული, მაგრამ, ეს მხოლოდ მისი ფანტაზია და სურვილია. ქმარი არათუ თანაგრძნობას არ გამოხატავს, საყვედურსაც კი გამოთქვამს, რომ ვახშამი დაუგვიანეს. მოდი და, ნუ ეჩხუბები! ეს ისეთი პროვოკაციაა, ყველაზე მშვიდი ქალიც კი ვერ გაუძლებს და აფეთქდება. ანუ, ჩვენ გვესმის თქვენი, მაგრამ, მაშინაც კი, როცა თქვენი მეორე ნახევარი ყველა დღესასწაულზე გაგიცრუებთ იმედს და ერთი პატარა თაიგულითაც არ აგიღნიშნავთ, გირჩევთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და რადიკალურად განსხვავებულად მოიქცეთ.

ჯერ ერთი, უნდა იცოდეთ, რომ მამაკაცი, როგორი ნიჭიერიც უნდა იყოს ის, სრულიად მოკლებულია წინასწარგანჭვრეტის უნარს, ფანტაზიებშიც საკმაოდ „მოიკოჭლებენ” და ტელეპათიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ამიტომ, გირჩევთ, საღამოს გეგმებზე წინასწარ დაელაპარაკოთ მეუღლეს. ნურასოდეს ითამაშებთ მასთან თამაშს – „აბა, გამოიცანი, მე რა მინდა,” პირდაპირ უთხარით ამის შესახებ. მეუღლემ უნდა იცოდეს, რამდენი საქმე გქონდათ სამსახურში და რატომ ვერ მოამზადებთ ვახშამს. „კეთილი” სიტყვა ყოველთვის ჭრის – ალერსიანად სთხოვეთ, რომ პროდუქტებზე მან იზრუნოს.

არასტანდარტულ სიტუაციაში ქმარს შეუძლია, იმოქმედოს გონების კარნახით ან ინსტინქტურად, ისე, რომ არაფერი გკითხოთ. მაგალითად, მარკეტში მზა სალათა, ნამცხვარი, ხაჭაპური შეიძინოს. აუცილებლად უთხარით მას მადლობა და შეაქეთ – ამით მას სხვა „საგმირო საქმეებისთვის” წაახალისებთ!


скачать dle 11.3