კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ გაზაფხულზე ფოდოდენდრონის ყვავილებს და რომელ სეზონზე უნდა იყოს ბინაში ანრედერა

გაზაფხულის პირველი თვე დაიწყო და მალე აყვავილდება უამრავი მცენარე. ამ დროს ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, თუმცა, თუ „ფლორა ინტერნაციონალის” წარმომადგენლის, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკის, ბატონ ამირან ბიწაძის რჩევებს გაითვალისწინებთ, მარტში უმარავ მცენარეს იოლად ააყვავილებთ და დატკბებით მათი სასიამოვნო სურნელით.

– ბატონო ამირან, თუ შეიძლება, გვიამბეთ ფოდოდენდრონის შესახებ, როგორი მცენარეა ის?

– ჩვენთან ხშირია ამ მცენარის სახეობები, მაგრამ, არის გამოყვანილი ჯიშებიც, რომლებიც შემოტანილია უცხოეთიდან. მათ აერთიანებთ ერთი რამ: ყველა მათგანი იოლად გასაზრდელი და უპრეტენზიოა.

ფოდოდენდრონის ოჯახში ბევრი სახეობაა სხვადასხვანაირი ყვავილით: როგორც ხუჭუჭა, ჭრელი, ხავერდოვანი ყვავილით, ასევე, მომცრო ზომის ყვავილებითაც.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გაზრდა ქოთანში?

– ეს მცენარე თავს კარგად გრძნობს როგორც ქოთანში, ასევე, ნიადაგზეც. ამიტომ, შეგიძლიათ, სურვილისამებრ შეურჩიოთ ადგილი.

– იოლად თუ ხდება მისი აყვავილება და რომელ სეზონზეა ეს შესაძლებელი?

– მისი ყვავილობა იწყება გაზაფხულზე და მთავრდება ივლისის ბოლოს. ის უხვად მოყვავილეა და, სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, ადვილად ყვავილობს. ფოდოდენდრონს ახასიათებს მძაფრი სურნელი, რაც იოლად იზიდავს მწერებს.

– ანუ, მწერები მალე ესევა მცენარეს?

– დიახ, მას ყვავილობის პროცესში ბევრი პარაზიტი აწუხებს, მაგალითად: კოკრისჭამია, ტკიპა და მწუწნავები. მათ საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ აკტელიკი – 1 გრამი გახსენით 200 მილილიტრ წყალში და შეასხურეთ, ან, მცენარეს შეაფრქვიეთ გაცრილი ნაცარი.

– შესაძლებელია თუ არა ფოდოდენდრონისთვის სასურველი ფორმის მიცემა?

– ეს მცენარე კარგად იტანს გადარგვას, ამიტომ, გადარგვისას, შეგიძლიათ, ფესვთა სისტემა შეუკვეცოთ, ასევე, მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა.

– რას გვირჩევთ, სად დავდგათ ფოდოდენდრონი წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

– ზაფხულის პერიოდში მცენარე ამყოფეთ აივნებზე, რომ ყვავილობა არ შეწყვიტოს. ზამთარში კი უმჯობესია, ნათელი ადგილი შეურჩიოთ. თუ ღია გრუნტში გაქვთ, ის თავადვე ზრუნავს თავის გადასარჩენად, ამიტომ მასზე ნუ იდარდებთ.

– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე და რა ტემპერატურა მოსწონს მას წლის განმავლობაში?

– სიცხეში ფოდოდენდრონი მორწყეთ ხშირად, დაზამთრებისას კი – შეამცირეთ. გაითვალისწინეთ, რომ მისი ჭურჭელი განიერი უნდა იყოს, რათა ფესვებმა კარგად ისუნთქოს და მცენარემ ზრდა არ შეწყვიტოს.

ზაფხულში ტემპერატურას არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იყოს 25-28 გრადუსამდე, ზამთარში კი მას სჭირდება 18-20 გრადუსი. ეს ტემპერატურა ვრცელდება მხოლოდ ოთახის პირობებში გაზრდილ ფოდოდენდრონზე, გარე კლიმატში გაზრდილისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს.

– როგორ ნიადაგში ჩავრგათ ფოდოდენდრონი?

– მას სჭირდება მიწაში მკვებავი ნივთიერებები, ამიტომ, ნიადაგი მოამზადეთ შემდეგნაირად: თითო წილი ქვიშა და ტორფი, ორ-ორი წილი მიწა და ნაკელი. ასეთ ნიადაგში მცენარე თავს მშვენივრად იგრძნობს.

– უკვე გაზაფხული დაიწყო. რას გვირჩევთ, ამ დროს როგორ მოვუაროთ მცენარეს?

– თუ თქვენს ფოდოდენდრონს ფოთლები გაუყვითლდა, გაიტანეთ წვიმაში, რომ ფოთლებმა კარგად აიღოს ნესტი და სწრაფად გაიზარდოს.

– იოლია თუ არა საქართველოს პირობებში ანრედერას გაზრდა?

– ანრედერას სამშობლო ტროპიკებია – სამხრეთ ამერიკისა და მექსიკის ტროპიკული ტყეები. ის ნახევრად ამყოლი ან საერთოდ ბუჩქი მცენარეა. საქართველოს პირობებში გვხვდება მისი ერთი სახეობა, რომელიც შეფასებულია, როგორც კარგად მოყვავილე და ხვიარა მცენარე. მისი ულამაზესი მომრგვალო ფორმის ფოთლები და ხასხასა მოწითალო ფერის ყვავილები საოცარ ეფექტს ახდენს მნახველზე. ის არ არის პრეტენზიული მოსავლელი, შეგიძლიათ, გაახაროთ ოთახის პირობებში, გარე გრუნტში ან, საერთოდ, აივანზეც.

– როდის ველოდოთ მის ყვავილებს?

– მას არ სჭირდება ყვავილობის დაჩქარება, რადგან უკვე ახლა, მარტის შუა რიცხვებიდან დაიკოკრება და ცოტა ხანში მთელ მცენარეს ყვავილები დაფარავს. მისი ყვავილობა გაზაფხულის ბოლომდე გრძელდება.

– რამდენად წყლის მოყვარული მცენარეა ანრედერა?

– მისი მორწყვა ძალიან იოლია. ზაფხულში არ სჭირდება ბევრი წყალი, მორწყეთ კვირაში ერთხელ, ზომიერად, ისე, რომ წყალი მთლიანად გაუვიდეს და ქოთანში არ ჩაგუბდეს. რაც შეეხება ზამთარს, ეცადეთ, იშვიათად მორწყათ.

– შესაძლებელია თუ არა ანრედერას გადარგვა და უძლებს თუ არა ის ყინვას?

– ზამთრის სეზონზე აუცილებელია ანრედერა ბინაში იყოს, 18-20 გრადუსზე, რადგან, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, მოიყინოს. ზაფხულში უყვარს მაღალი ტემპერატურა, დაახლოებით 30 გრადუსი. შეგიძლიათ მცენარე სამ წელიწადში ერთხელ გადარგოთ. გადარგვისას ფესვთა სისტემა შეუკვეცეთ – ეს პროცესი მცენარეს არ ავნებს, თუმცა, თავად მცენარის გაკრეჭას არ გირჩევთ.

– რა შემადგენლობის მიწაში ჩავრგათ ანრედერა?

– ნიადაგში უნდა შედიოდეს: ორ-ორი წილი ნაკელი და მიწა, ერთი წილი კი – ტორფი. ეცადეთ მცენარეს ბევრი მინერალი არ მისცეთ. მხოლოდ ნიადაგის ზედაპირზე, ზაფხულობით, მოაყარეთ გადამწვარი ნაკელი და შემდეგ მორწყეთ.

– როგორ გავამრავლოთ ანრედერა?

– მცენარე მრავლდება როგორც თესლით, ასევე ამონაყარითაც. ამიტომ, შეამოწმეთ ამონაყარი. თუ ის ფესვიანია, შეგიძლიათ გადარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარის კალამი არ ფესვიანდება.

– ემუქრება თუ არა ანრედერას მავნებლების გაჩენის საშიშროება?

– მავნებლები მცენარეს არ უჩნდება, ამიტომ, ქიმიური პრეპარატების შესხურება არ დაგჭირდებათ. მისი თაფლოვანების გამო მასთან ხშირად სტუმრობს ფუტკარი, თუმცა ის საფრთხეს არ უქმნის ანრედერას სიჯანსაღეს.

– კიდევ რა გავითვალისწინოთ ანრედერას გახარებისას?

– თუ თქვენს მცენარეს დიდი რაოდენობით დასცვივდა ფოთლები, ეს იმის ნიშანია, რომ მისთვის ზაფხული ამოიწურა და სჭირდება დამატებითი სითბო.


скачать dle 11.3