კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, იწვევს თუ არა ფილტვების ანთება სხვადასხვა გართულებას ძაღლებში?

პასუხი: თუ ძაღლის ჯანმრთელობას უყურადღებოდ არ დატოვებთ, სათანადო და დროულ მკურნალობას ჩაუტარებთ, მას გართულება არ მოჰყვება. ფილტვების ანთება ანტიბიოტიკების მიღებას, სწორ და სწრაფ მკურნალობას კარგად ემორჩილება და არანაირ გართულებას არ ტოვებს. არის ეგრეთ წოდებული პარაგრიპი, რომელიც ფილტვების ანთებაში გადადის. არსებობს ამის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ძაღლს აუცილებლად გაკეთებული უნდა ჰქონდეს – ის 11 თვეში უნდა აიცრას. თუ საერთოდ არ აქვს გაკეთებული აცრა ან უკვე გაკეთებიდან 11 თვეს გადასცილდა, მაშინ, უკვე შესაძლებელია ამ დაავადების გამოწვევა.

კითხვა: რა ფერის თვალები ითვლება ძაღლებში უკეთესად?

პასუხი: ყოველთვის უკეთესია, თუ ძაღლს მუქი ფერის თვალები აქვს, რადგან, როგორც ამბობენ, ასეთი ძაღლები დიდხანს ცოცხლობენ. ჩრდილოეთის ძაღლებს ხშირ შემთხვევაში ცისფერი თვალები აქვთ, რაც, სტანდარტის მიხედვით, დასაშვებია. არის ჯიშები, რომლებშიც განვითარებულია სხვადასხვა ფერის თვალი – შეიძლება, ერთი ყავისფერი ჰქონდეს, მეორე კი – ცისფერი. ეს გენეტიკური გადახრაა და სელექციონერები ცდილობენ, ასეთი ძაღლები გამრავლებაში არ შეიყვანონ.

კითხვა: როგორ უნდა შევარჩიოთ ძაღლის ჭურჭელი?

პასუხი: ძაღლის ჭურჭელი ძაღლის ზომის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. არჩევანი აუცილებლად ზოომაღაზიებში გააკეთეთ. არის სადგარი, ანუ ღერძი, რომელზეც ორი ჯამია დამაგრებული და, თქვენი ძაღლი რომ იზრდება, ზომის მიხედვით შესაძლებელია მიმაგრებული ჯამების აწევაც. უმჯობესია, ძაღლი საკვებს თავდახრილი და კისერწაგდებული არ ჭამდეს. მაგალითად, საგამოფენო ძაღლებს ისე აჭმევენ, რომ ჯამი მხრების დონეზე იყოს დაფიქსირებული, რათა დგომი არ გაუფუჭდეს და გამოფენისთვის შესაფერისი იყოს. შეგიძლიათ, ღერძი თავისი ორი ჯამით შეიძინოთ, ან, თუ ხელმარჯვე ხართ, თავად გააკეთოთ.

კითხვა: როგორც მითხრეს, როტვეილერს ბევრ მონადირე ძაღლზე კარგი ყნოსვა აქვს და ძალიან კარგი თანამგზავრია ნადირობის დროს. მართალია?

პასუხი: როტვეილერს უნიკალური ყნოსვა აქვს. ამ ძაღლით ისევე შეგიძლიათ, ინადიროთ ფრინველებსა და ცხოველებზე, როგორც სპეციალიზებული ჯიშებით. შეიძლება, ისეთ ლამაზ დგომს არ აკეთებს, როგორც პოინტერი, მაგრამ, ეფექტურობით არ ჩამოუვარდება. თან, მას პოინტერზე უკეთესი ყნოსვა აქვს. როტვეილერი დღე-ნახევრის წინ ჰაერში დატოვებულ კვალს იღებს. როგორც წესი, ის თავს დაბლა არ ხრის და კვალს ჰაერიდან მიჰყვება.


скачать dle 11.3