კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო უსახელოდ ტანია მარია, რომელ სფეროში უწინასწარმეტყველებდნენ დიდ მომავალს მას და ჯაზის რომელი ლეგენდარული მუსიკოსები იყვნენ მისი კერპები

„სიახლოვეში მე არ ვგულისხმობ სექსს. სიახლოვე – ეს არის სიყვარულის ნაწილი. ის რომანტიკულობა, რაც ჰქონდა ხალხს ჩემს ბავშვობაში, დაიკარგა და აღარ არის. ჩვენ ვკარგავთ არშიყობის ლამაზ ტრადიციებს, ყველაფერი სექსის გარშემო ტრიალებს – მუსიკა, ფილმები, ტელევიზია. ამ ქაოსში მუსიკის საშუალებით ვცდილობ, გაზიაროთ თქვენ ადამიანური სიახლოვის ბრწყინვალებას”, ეს არის პიანინოზე დაკვრის ორიგინალური სტილითა და სამბის, ჰიპ-ჰოპისა და ფანკის ჟანრების ჰარმონიული კომბინირებით ცნობილი ტანია მარიას – თანამედროვე ბრაზილიური სცენის ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენლის სიტყვები.

ტანია მარია კორეა რეიესი ბრაზილიის ჩრდილოეთში, სან-ლუისში, მოყვარული მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. ტანიას ბრაზილიელებისთვის უჩვეულო სახელი ჰქვია და სახელის დარქმევის ისტორია მან ერთ-ერთ ინტერვიუში დეტალურად ახსნა: „ვიცი, რომ ეს რუსული სახელია. როდესაც მე უნდა დავბადებულიყავი, მამაჩემი ბიჭს ელოდებოდა, რადგან ჩემამდე ოჯახში ოთხი გოგონა იყო. როდესაც დავიბადე, რამდენიმე დღის განმავლობაში უსახელოდ ვიყავი, შემდგომ კი ერთ-ერთ ჟურნალში დედამ პატარა გოგონას ფოტოსურათი ნახა, რომელსაც ტანია ერქვა, მოეწონა ეს სახელი და დამარქვა კიდეც. ხოლო მეორე სახელი, მარია, იმის გამო მქვია, რომ მაისში ვარ დაბადებული, ბრაზილიაში კი მაისი მარიამ ღვთისმშობლის თვეა.” ბავშვობაში ტანია კლასიკური მუსიკით იყო გატაცებული, ხოლო ფორტეპიანოზე დაკვრა მას მამამ შეასწავლა, რომელმაც გაუღვივა მას სიყვარული მუსიკისადმი. 13 წლის ასაკში ტანია ოჯახთან ერთად რიო-დე-ჟანეიროში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ იქ მოისმინა პირველად ჯაზი. მისი იმდროინდელი კერპები იყვნენ ჯაზის ლეგენდები: ნეტ კინგ კოული, ოსკარ პიტერსონი, ბილ ევანსი, სარა ვოენი და ანტონიო კარლოს ჯობიმი. ტანიას ადრეულ ასაკშივე ჰქონდა საკუთარი ბენდი, რომელთან ერთადაც იგი რიოსა და სან-პაულუს ღამის კლუბებში უკრავდა. ამ ბენდთან ერთად ტანიას არაერთ ადგილობრივ ფესტივალსა და კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, სადაც პირველ პოზიციებს იკავებდა. იმ პერიოდში ტანია გატაცებული იყო ბოსა-ნოვათი და სწორედ ამ ჟანრის თავისებური მანერით შესრულების გამო შეიყვარა იგი ბრაზილიელმა მსმენელმა. სხვათა შორის, ტანიას უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს მიღებული, თუმცა, თავისი დებისგან განსხვავებით, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს არჩეულ პროფესიებში (ინჟინერია, ფსიქოლოგია, სარეკლამო სფერო და სტომატოლოგია), ტანიამ თავისი ცხოვრება მიუძღვნა არა იურისპრუდენციას, რომელშიც მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, არამედ მუსიკას.

1974 წელს ტანია მარია პარიზში წავიდა, რათა სახელი ევროპის მასშტაბით გაეთქვა. „ეს იყო სამხედრო დიქტატურის პერიოდი. მე ვასრულებდი მუსიკას ძლიერი ჯაზური აქცენტით, რასაც ბრაზილიელების უმრავლესობა ვერ ხვდებოდა. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რატომ ვუკრავდი მუსიკას, რომელიც დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც შემეძლო, შემესრულებინა ნაციონალური ბრაზილიური მუსიკა. მათ არ იცოდნენ, რომ ჯაზის საშუალებით მე უფრო მაღლა ვიწევდი და თავისუფალი ვხდებოდი”, იხსენებდა მოგვიანებით ტანია მარია და ამით ხსნიდა, თუ რამ განაპირობა მისი გადაბარგება პარიზში და შემდგომ – ნიუ-იორკში. საინტერესოა, რომ პარიზში ჩასული ტანია მარია თავდაპირველად ბრაზილიური კერძების ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა, 1975 წელს კი მან მონაწილეობა მიიღო ნიუპორტის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალში. გარდა ამისა, ტანია მარია ჯაზური მუსიკის იმ ვარსკვლავურ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც მიღებული აქვთ მონაწილეობა მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ჯაზ-ფესტივალებში, მათ შორის თბილისსა და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ 2002 წელს ტანია მარიას კონცერტი თბილისში, სიმბოლურად დაემთხვა ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებას 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ფეხბურთში.

ავსტრალიაში გასტროლებზე ყოფნის პერიოდში ტანია მარიას დაკვრის მანერას ყურადღება მიაქცია ჯაზურმა გიტარისტმა ჩარლი ბერდმა, რომელმაც იგი მუსიკალურ ლეიბლ „კონკორდ ჯაზს” ურჩია. ამ ლეიბლზე ტანიამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ჰიტური კომპოზიცია – „ქამ ვიზ მი” ჩაწერა. მოგვიანებით ჩარლი ბერდმა ტანია მარიაზე შემდეგი განაცხადა: „იგი არის ახალი საფეხური სამუსიკო ხელოვნებაში. მე აღფრთოვანებული ვარ მისით”. გარდა ბერდისა, ტანია მრავალ სხვა სახელგანთქმულ მუსიკასთან თანამშრომლობდა, მათ შორის სტივ გედთან, ენტონი ჯეკსონთან და სემი ფიგეიროსთან. მათგან ტანიამ ბევრი ისწავლა და თავისი დაკვრის მანერა უფრო დახვეწა. პიანინოზე დაკვრის სტილის შესახებ ტანია მარიას ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს: „პიანინო ჩემთვის დასარტყამი ინსტრუმენტია. ჯერ კიდევ ჩემი პირველი მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ მე არასწორად ვუკრავ – უფრო უხეშად, ვიდრე სხვები. ალბათ, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემში სამხრეთული ტემპერამენტია და, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 40 წელია, ევროპაში ვცხოვრობ, ჩემი გული მაინც ბრაზილიას ეკუთვნის”.

ტანია მარია, რომელმაც თავისი პირველი ალბომი შორეულ 1969 წელს გამოუშვა, დღემდე განაგრძობს იმპროვიზებას სცენაზე. იგი აერთიანებს ბრაზილიურ რიტმს, ფანკს, რიტმ-ენდ-ბლუზსა და აფრო-კუბურ მოტივებს. მისი უნიკალური მუსიკალური ხედვა, რომელიც ჟანრებისა და ტრადიციების საზღვრებს სცილდება, უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკის მოსმენა ალბომების საშუალებითაც არის შესაძლებელი, სულ სხვაა ტანია მარიას ცოცხლად მოსმენა. 63 წლის ასაკშიც კი, ის ისევე იხსნება სცენაზე, როგორც ეს 70-იან წლებში ხდებოდა, ველურად იმპროვიზირებს და ასრულებს დაუვიწყარ სკატს (ჯაზური შესრულების მანერა, როდესაც მუსიკოსი მუსიკალურ ინსტრუმენტს ჰბაძავს).

ლეგენდარული მუსიკოსი, რიტმების დედოფალი თბილისს კიდევ ერთხელ „BRAVO RECORDS”-ის გახსნაზე ეწვევა. კონცერტი 17 მარტს 22:00 საათზე დაიწყება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. კონცერტის სპონსორები არიან:

ბანკი „რესპუბლიკა”, ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი”, „რედიქსი”, „ფოლკსვაგენი”, „ელიტ-ელეკტრონიკსი”, „მადნეული”, „კვარციტი”. გენერალური სპონსორი ლუდი „ეფესი”; ოქროს სპონსორი „შატო მუხრანი”;

მხარდამჭერები: ტელეკომპანია „რუსთავი 2” და „იმედი”; გაზეთი „პრაიმ-ტაიმი”, „ემ-ჯგუფი”.


скачать dle 11.3