კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზი მოუწყვეს გიორგი გასვიანს სიყვარულის დღეს და ვინ არიან მისი ღამის მესაიდუმლეები

სერიალს „გოგონა გარეუბნიდან” ახალ სეზონში არაერთი საინტერესო გმირი შემოუერთდა. მათ შორისაა მსახიობი გიორგი გასვიანი, რომელიც საკმაოდ სახასიათო და საინტერესო როლს ასრულებს. როგორც თავად ამბობს, თავისი გმირისგან რადიკალურად განსხვავდება. როგორია სინამდვილეში აფერისტი და ინტრიგანი ვატოს – გიორგი გასვიანის ცხოვრება და ადვილია თუ არა მისი მოხიბვლა, ამაზე თავად მსახიობისგან შევიტყობთ.

– ახლახან გამოჩნდი სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”. უპირველესად, გაეცანი მკითხველს – ვინ არის გიორგი გასვიანი?

– მე ვარ გიორგი გასვიანი, 24 წლის, სოხუმის თეატრის მსახიობი და, ამავდროულად, რადიო „აფხაზეთის ხმის“ წამყვანი. ჩვენი რადიო ყველაზე რეიტინგულია მთელ საქართველოში, ძალიან ბევრი მსმენელი გვყავს. რაც შეეხება ჩემს სამსახიობო კარიერას, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე ამიყვანეს სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ძალიან გამიხარდა. თან, სიყვარულის დღე იყო და ასეთი სიურპრიზი მომიწყვეს. თავიდანვე ძალიან მიყვარდა ეს სერიალი და ბედნიერი ვარ, რომ უკვე მათ გუნდში ვარ.

– თავიდანვე რატომ არ გაიარე ქასთინგი, როდესაც სერიალი იწყებოდა?

– მე ორი წლის წინ ვიყავი მისული ქასთინგზე, მაგრამ, არც ერთ როლზე არ ამიყვანეს. ერთჯერად როლზეც კი არ მამტკიცებდნენ, თუმცა ეს კარგიც კია, რადგან, ერთჯერად როლზე რომ ვყოფილიყავი, ახლა არ დამირეკავდნენ. ყოველთვის გული მწყდებოდა, სერიალში რომ არ ვიყავი, მაგრამ ფარ-ხმალი არ დავყარე და ბოლოს, როგორც იქნა, გამიმართლა.

– მანამდე თუ მოგისინჯავს ძალები ტელესივრცეში, თუ ეს შენი პირველი სერიალია?

– რამდენიმე ერთჯერადი როლი შესრულებული მაქვს სერიალებში „ჩვენი ოფისი”, „შუა ქალაქში”, მაგრამ სერიოზული როლი სერიალში არასდროს მქონია. რაც შეეხება ჩემს ახლანდელ პერსონაჟს, ვფიქრობ, ის საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი მის შესახებ, ცოტა ხანში არაერთ ახალ ამბავს შეიტყობთ. მაყურებელი უკვე შეამჩნევდა, რომ ის ცოტა აფერისტია. შემდეგ გამოირკვევა, რატომ იქცევა ის ასე და... თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, როგორ შევასრულებდი ამ როლს, როგორ გამოჩნდებოდა ეს ეკრანზე, მაგრამ, ნელ-ნელა დავიხვეწე და იმდენად აღარ ვნერვიულობ.

– საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხარ?

– ძალიან, ყოველთვის რაღაც არ მომწონს. როდესაც თავიდან ვნახე ჩემი თავი ეკრანზე, მივხვდი, რომ ძალიან მომატებული ვარ წონაში, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ეკრანი დაახლოებით 7 კილოგრამს უმატებს. მომწონს ჩემი თავი მარჯვენა მხრიდან – ვფიქრობ, მარჯვენა პროფილი უფრო კარგი მაქვს, ვიდრე მარცხენა. როდესაც რაღაცას ვაკეთებ, მილიონმა ადამიანმაც რომ მითხრას, ეს კარგად გამოგივიდაო, სანამ ამაში თავად არ დავრწმუნდები, მაინც არ ვისვენებ. როცა ვხვდები, რომ კარგად ავითვისე როლი, სილაღე მემატება და უფრო უკეთესად ვასრულებ. თან, ის ფაქტორიც, რომ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ, საქმეს მიადვილებს და ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ.

– შენ მათ მოგვიანებით შეუერთდი. როგორ მიგიღეს გუნდში?

– ზოგიერთ მსახიობს მანამდეც ვიცნობდი. ვისაც არ ვიცნობდი, ისინიც ძალიან თბილად შემხვდნენ. ის, რომ ახალი ვიყავი, თითქმის არ მიგრძნია. პირველი სცენა მქონდა ქალბატონ მარინა კახიანთან ერთად. ეს ფაქტორი ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო და ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ქალბატონი მარინა იმდენად პროფესიონალურად მუშაობდა კამერასთან, რომ ეს იმპულსი მეც გადმომედო. თავიდან ცოტა მეშინოდა, მეგონა, ასეთ გამოცდილ მსახიობთან ერთად თამაში ცოტა დამაკომპლექსებდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა.

– სინამდვილეში თუ არის რამე საერთო შენსა და შენს პერსონაჟს შორის?

– სინამდვილეში არ მგონია, ჩემს პერსონაჟს ვგავდე – არც აფერისტი ვარ და არც ინტრიგანი (იცინის), ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.

– ცხოვრებაშიც თუ ებმები მაქინაციებში, როგორც შენი გმირი?

– ჩემი აზრით, თეატრი ინტრიგის გარეშე არ არსებობს, მაგრამ, ჯერჯერობით ისეთი არაფერი არ გადამხდენია თავს, რამაც შემდგომ დამაზარალა. რატომღაც, ჰგონიათ ხოლმე, რომ ძალიან ამპარტავანი ვარ და თავი განსაკუთრებულად მომწონს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე.

– ცხოვრებაში ხშირად გიმართლებს?

– ალბათ მიმართლებს. მე ჯერ ჩემი კარიერის მხოლოდ დასაწყისში ვარ და, რასაც უკვე მივაღწიე, მიმაჩნია, რომ გამართლებაა.

– როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– ძალიან მიყვარს ღამის ცხოვრება – ჩემთვის ღამით იწყება მეორე სერიალი (იცინის). თუნდაც სახლში ვიჯდე და რაღაცაზე ვიფიქრო, იყოს სამარისებური სიჩუმე – არ არის აუცილებელი კლუბებსა და სხვა გასართობ ადგილებში წასვლა. თუმცა, ამავდროულად, ძალიან მიყვარს ეგრეთ წოდებული „ტუსოვკები” და კარგად გართობა. მოკლედ, ვგიჟდები ღამეზე და ნებისმიერ შემთხვევასა და სიტუაციაში ვახერხებ ღამის საინტერესოდ გატარებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მყავს ორი ოქროს თევზი. ერთ დღეს ძალიან მომინდა, მქონოდა ლამაზი, მრგვალი აკვარიუმი, სადაც იცურავებდნენ თევზები. როდესაც თევზები ვიყიდე, გავიფიქრე, რომ კარგი წელიწადი მექნებოდა და, მართლაც, ძალიან საინტერესოდ და კარგად დაიწყო ეს წელი ჩემთვის. შეიძლება ითქვას, მათ უკვე ამისრულეს ერთ-ერთი ოცნება. ასევე, მყავს თუთიყუში, რომელიც ინტრიგანი მსახიობივით მიყურებს ხოლმე. რატომღაც, მგონია, რომ მათ ჩემი ესმით – ისინი ხომ ჩემი ღამის მესაიდუმლეები არიან.

– მოდი, სუსტი სქესის წარმომადგენლებზეც ვისაუბროთ: პირველ ყოვლისა, მითხარი, შეყვარებული თუ გყავს?

– შეყვარებული არ მყავს. რა თქმა უნდა, ადრე მყოლია, მაგრამ, რასაც ჰქვია სერიოზული სიყვარული, ჯერ არ გამომიცდია. ცოლს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოვიყვან, როცა სიგიჟემდე შემიყვარდება.

– მომთხოვნი ხარ? ვთქვათ, თუნდაც შეყვარებულს, რამეს ხომ არ აუკრძალავ?

– მიმაჩნია, რომ ვარ აბსოლუტურად თანამედროვე და ლოიალური. ურთიერთობებში საკმაოდ თავისუფალი ვარ. არანაირი ზედმეტი მოთხოვნები არ მაქვს, არც ეჭვიანი ვარ. მთავარია, ადამიანმა თავიდანვე მოახერხოს ჩემი მოხიბვლა. მე, როგორც წესი, პირველივე შეხვედრაზე ვხვდები, ვინ როგორია, ძალიან ძნელია ჩემი მოტყუება. ასევე, ძნელია ჩემი სიმპათიის დამსახურება.

– როგორმა გოგონამ შეიძლება დაიმსახუროს შენი სიმპათია?

– უნდა იყოს აუცილებლად ლამაზი. არ აქვს მნიშვნელობა, ქერა იქნება თუ შავგვრემანი, მთავარია, იყოს მომხიბვლელი. როდესაც პირველად შევხედავ, მაშინვე უნდა მომეწონოს. ქალი, რომელიც ჩემ გვერდით წარმომიდგენია, უნდა იყოს ძალიან მაგარი და, რაც მთავარია, უნდა იყოს ერთგული, იმიტომ, რომ მეც ძალიან ერთგული ვარ, სიყვარული სიგიჟემდე ვიცი.

– შენი მოხიბვლა ადვილია?

– გააჩნია, რა ტიპის გოგო შეეცდება ჩემს მოხიბვლას. მთავარია, მასში შარმი დავინახო. უინტერესო ადამიანებს ვერ ვიტან. მოხიბლული ხშირად ვრჩები ხოლმე, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობამდე ეს არასდროს მისულა. იმედია, მალე შემიყვარდება ვინმე, ვისთან ერთადაც გავიზიარებ ჭირსაც და ლხინსაც (იცინის). მინდა გითხრა, რომ ეს ჩემი პირველი ინტერვიუა, ცოტა ვნერვიულობ და, იმედია, ყველა კითხვაზე ნორმალურად გიპასუხე (იცინის).

– ყველა კითხვაზე მშვენივრად მიპასუხე.

– ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი ინტერვიუ ჟურნალ „თბილისელებს“ მივეცი და ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება.




скачать dle 11.3