კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა ჯოჯოხეთური სპეცოპერაცია ჩაატარა „კაგებემ“ ებრაელების წინააღმდეგ პალესტინელების ასამხედრებლად

1980 წელს სამხრეთ ამერიკაში გამოვიდა წიგნი „მარყუჟში”, რომლის ავტორიცაა „კაგებეს” ყოფილი პოდპოლკოვნიკი ანტონ პავლოვი, რომელიც 1977 წელს საბჭოთა კავშირიდან გაიქცა და თავის წიგნში „კაგებეს“ სპეცოპერაციებზე მოგვითხრობს. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ წიგნიდან.

ცოდვის ბუდე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი სპეცსამსახური, მით უმეტეს, საბჭოეთისა და ამერიკის, ყველა სიბინძურეზე წამსვლელი ორგანიზაციაა, იქ მომუშავე ადამიანები კი – დანაშაულის თანამონაწილენი.

ლუბიანკა საბჭოთა უშიშროების სიმბოლოა, „კაგებე” – საბჭოთა წეს-წყობილების დედაბოძი და, რაც წითელი იმპერიის შესანარჩუნებლად კეთდება, ყველაფერი ლუბიანკაზე, ამ ცოდვის ბუდეში იგეგმება. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოეთსაც მოეღება ბოლო და დაიშლება. თუმცა, მანამდე კიდევ არაერთ საშინელ ცოდვას ჩაიდენს, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირება.

1968 წელია. მსოფლიოში ტურიზმი ძალიან პოპულარული გახდა და „კაგებე” ამ ყველაფრის ავანგარდშია. იმ პერიოდში უცხოეთის C განყოფილების (ახლო აღმოსავლეთის კოდირებული სახელწოდება) დაგეგმარების სამსახურში ვმუშაობდი, რომელსაც ადამიანი-მონსტრი, პოლკოვნიკი პავლე კოვალიოვი ხელმძღვანელობდა. ის ხელმძღვანელობის ბრძანებებს სასტიკი გულმოდგინებით ასრულებდა და ისეთ ოპერაციებს გეგმავდა და ასრულებინებდა ხელქვეითებს, რომელთა გაკეთება ნორმალურ ადამიანს გაუჭირდება. 18 თებერვალს მან ოთხი თანამშრომელი კაბინეტში დაგვიბარა და გვითხრა:



– ჩვენი პოლიტიკისთვის აუცილებელია, რომ პალესტინელები ებრაელებზე უკიდურესად გავამწაროთ და საამისოდ წინასწარი სამუშაოების ჩატარება დაგვავალეს. წყვილებად იმუშავებთ. პავლოვი და რევსკი პირველ სქემას შეასრულებენ, გუზინი და ლისევი კი – მეორეს. წადით ოპერატიულში, დაწვრილებითი ინსტრუქციები და რეკვიზიტი მიიღეთ და ოპერაციის შესრულებას შეუდექით.

კოვალიოვის სიტყვები რომ მოვისმინე, მივხვდი, რაღაც საშინელება უნდა ჩაგვედინა და ოპერატიულ განყოფილებაში მივედით.

– პირველი სქემა, პირველი სქემა... – თქვა ოპერატიულის უფროსმა, პოდპოლკოვნიკმა იურინმა, – მოკლედ, ასე: პავლოვი და რევსკი 25 თებერვალს ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ჩავლენ და იმავე საღამოს აზილ როშელს სასტუმრო „ფარაონიდან” მოიტაცებენ, სადაც ის ადმინისტრატორად მუშაობს. გუზინი და ლისევი კი, აი, ამ ¹2 სქემით იმოქმედებთ.

წინასწარ არ ვიტყვი, რაში მდგომარეობდა ¹2 სექმა. ¹1 კი ითვალისწინებდა აზილ როშელის მოტაცებას, რომელიც ისრაელის აგენტი იყო და „მოსადის” მიერ ჩატარებულ ტერაქტებს უწევდა კოორდინაციას. ის ჩვენ კონსპირაციულ ბინაზე უნდა დაგვემწყვდია, 26 თებერვალს კი რელიგიური სასწავლებლის მოედანზე მკვდარი დაგვეგდო, სადაც მთავარი მოვლენები დილის 8 საათსა და 45 წუთზე უნდა განვითარებულიყო, რასაც ¹2 სამოქმედო საქმე ითვალისწინებდა.

26 თებერვალს, ის იყო, ფეთქებადი ტყვიებით მოკლული როშელი აღნიშნულ ადგილზე შეუმჩნევლად დავაწვინეთ და იქაურობას გავეცალეთ, რომ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ეგრეთ წოდებული სასკოლო ავტობუსი, რომელშიც 14-15 წლის ოცდაათ©ამდე პალესტინელი ბავშვი იჯდა და რელიგიურ სასწავლებელში მიემართებოდნენ. ამ დროს გაისმა საშინელი აფეთქების ხმა, ავტობუსი ჰაერში აიწია და წვრილ ნაწილებად დაიშალა, იქაურობას კი მძღოლის, ორი მასწავლებლისა და ოცდაათი ბავშვის სხეულის ნაფლეთები მოეფინა. იქვე აღმოაჩინეს როშელის სხეულიც და პალესტინელებმა დაასკვნეს, რომ პალესტინელი ბავშვები ამ ფაქტმა დახოცა. ამ ფაქტმა პალესტინელი მებრძოლები უკიდურესად აღაშფოთა და ისრაელის წინააღმდეგ მათ ტერორიზმის ახალი ტალღა დაიწყეს. აი, ასეთი მდგომარეობის მიღება სურდათ საბჭოთა პოლიტიკოსებს ახლო აღმოსავლეთში, რასაც ჩვენი დახმარებით მიაღწიეს და ამღვრეულ წყალში თევზის ჭერას განაგრძობდნენ. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დააწესა „კაგებემ” იასირ არაფატზე სრული კონტროლი და მისი მებრძოლების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება დაიწყო.


скачать dle 11.3