კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა მომენტში გვეძლევა ადამიანებს ზედა სამყაროდან გამაფრთხილებელი ინფორმაცია შეგრძნებების სახით და რა ხდება ყურების უეცარი წამოხურების დროს

დღეს უკვე სადავო არ არის, რომ გამძაფრებული ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი, მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს აქვს. გააჩნია, ადამიანი რამდენადაა მასზე ორიენტირებული. სხვათა შორის, ეს კვლევამაც ცხადყო, სადაც მოხალისე ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას და მსოფლიოში ცნობილი ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგთა წარმომადგენლები ახდენდნენ მათზე დაკვირვებას.

ქალბატონი ქეთევანი, უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ პარაფსიქოლოგებთან. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც ადამიანმა საკუთარ თავში უცნაური ნიჭი აღმოაჩინოს. მაგალითად, მიხვდეს, რომ მას მოვლენების წინასწარგანჭვრეტა შეუძლია, ან უცხო ადამიანის ფიქრის ამოკითხვა შეუძლია და ასე შემდეგ. ასევე, მისი თქმით, მსგავსი რამ გენეტიკურ კოდშია ჩადებული და თუ რომელიმე წინაპარს გააჩნია მსგავსი უნარი, არ არის გამორიცხული, ეს ნიჭი თქვენც გადმოგეცეთ შთამომავლობით.

ქეთევანი: ყოველთვის ვამბობ, ადამიანები ვერ ერკვევიან საკუთარ შესაძლებლობებში-მეთქი და ბევრს ეს სწყინს. არადა, ფაქტია. მთავარია, ყველაფერს კარგად დააკვირდეთ, ყველა მოვლენა გააანალიზოთ, გარემოებებზე მეტად ორიენტირებული იყოთ და მიხვდებით, რომ იმაზე მეტი შეგიძლიათ გააკეთოთ, ვიდრე დღეს აკეთებთ და ფიქრობთ. დამიჯერეთ, წინასწარმეტყველების უნარი ყველა ადამიანს აქვს. რასაკვირველია, ის ზოგს მეტად აქვს გამძაფრებული, ზოგს კი შედარებით – ნაკლებად. უცხოელ ეზოთერიკოსთა ჯგუფმა, ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ ზემოდან, ანუ სამყაროს ზედა ფენიდან, ადამიანი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას წინასწარ იღებს. თუ დაკვირვებული თვალი გაქვთ და შეგრძნებებსაც ყურს დაუგდებთ, მეტად დაძაბავთ გონებას, მაშინ მოსალოდნელი საფრთხის წინასწარ განჭვრეტა, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. შესაბამისად, ამ დროს უფრო ფრთხილად იქნებით და ასე ბევრ უსიამოვნებასაც აირიდებთ თავიდან.

– ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ წინასწარმეტყველური შეგრძნებები და გამძაფრებული ინტუიცია ადამიანს გენეტიკურად დაჰყვება თან. რეალურია ეს მოსაზრება თქვენი აზრით?

– გეტყვით, რომ მე ბევრ წარმატებულ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგთან მქონია შეხვედრა, მისაუბრია მათთან ამ თემაზე და ყველა ამტკიცებს, რომ გამძაფრებული ინტუიცია თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები, სწორედაც რომ, გენეტიკურად გადაეცემა ადამიანს. კერძოდ, თუ თქვენს რომელიმე წინაპარს წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა, არ არის გამორიცხული, გენეტიკური კოდის წყალობით, ის თქვენშიც ამოქმედდეს და ერთ დღესაც ეს ნიჭი საკუთარ თავშიც აღმოაჩინოთ.

– საუბარში ახსენეთ, სამყაროს ზედა ფენიდან მოსული ინფორმაცია. თუ შეგიძლიათ, იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რას ნიშნავს, ეს და რა ინფორმაცია გვეძლევა ადამიანებს ზემოდან?

– მართალია, ხშირად ამას ვერ იგებენ და მეუბნებიან, სამყაროს ზედა ფენა რას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ ორი სამყარო ვიცით, სადაც ვართ და სიკვდილის შემდეგ სადაც ვიქნებითო (იცინის). მოკლედ, გეტყვით რომ, სამყაროს ზედა ფენიდან ადამიანებს ეძლევა ინფორმაცია შეგრძნებების სახით, კერძოდ, ამ შეგრძნებებს ორგანიზმის რეაქციით ვხვდებით. აბა, დააკვირდით, მაგალითად, როცა სადღაც ხართ წასასვლელი და არ გინდათ, ან გეზარებათ იქ წასვლა, წასვლის წინ გტკივდებათ რაღაც ორგანო, ეს ხომ არ არის გაფრთხილება, გინდათ შეფერხება დაარქვით, ზედა სამყაროდან, რაც რაღაც ქვეცნობიერის დონეზე გაიძულებთ, არ წახვიდეთ იქ, კონკრეტულ მომენტში. პირადად მე, ყოველთვის ვხვდები, როდის სჯობს თავი შევიკავო გადაადგილებისგან, რადგან ამ დროს მეწყება რომელიმე ორგანოს ტკივილი. ერთი ნაცნობი მყავს, რომელიც ყოველთვის ინტერესდება ეზოთერული საკითხებით და ხშირად რჩევებსაც მეკითხება. თქვენ წარმოიდგინეთ, მათი გათვალისწინებით, ბევრ ხიფათსაც აარიდა თავი. მოკლედ, ეს ახალგაზრდა ბიზნესმენია. ერთ დღესაც, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიოდა. არადა, სწორედ ამ დროს ასტკივდა წელი. ვეღარც ადგა, ვეღარც დაჯდა, ერთ ადგილას გაშეშდა კარში. იფიქრა, ცოტას შევყოვნდები და შეხვედრაზე დავაგვიანებო. შებრუნდა სახლში და წამოწვა ტახტზე. სწორედ ამ დროს, ქუჩაში სასწაული სროლა ატყდა. თურმე ქურდული სამყაროს წევრები დაერივნენ ერთმანეთს და ცეცხლი გახსნეს. ეს წამებში მოხდა, ანუ იმ დროს, როცა ეს ჩემი ნაცნობი იმ ადგილას უნდა გასულიყო, სადაც ნამდვილად მოხვდებოდა ბრმა ტყვია. მერე ამბობდა, რომ არა ზემოდან გაფრთხილება, უხილავი ძალების დახმარება, სამყაროს ზედა ფენებიდან წამოსული ინფორმაცია, რომელიც ჩემს სხეულზე წელის ატკივებით გადმოვიდა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდიო. იცით რა, ზოგი ამას დამთხვევას აბრალებს, მაგრამ დამიჯერეთ, ასეთი დამთხვევები ნამდვილად არ ხდება. ეს გამიზნული, გამაფრთხილებელი და დამცველი ინფორმაციაა, რომელიც სამყაროს ზედა ფენიდან წამოვიდა კონკრეტული ადამიანის დასაცავად. ის რომ არ შეპუებოდა ტკივილს, მაინც გასულიყო გარეთ და სროლა მაშინ ამტყდარიყო, ასე გაშეშებული წელით ვერც გაიქცეოდა და ვერც ტყვიებს დააღწევდა თავს. გეკითხებით ახლა, არ ღირს მსგავს რამეებზე ფიქრი, თუ ეს შენს სიცოცხლეს ეხება? ამას გნებავთ ეზოთერული მოსაზრება დაარქვით, ცრუმორწმუნეობა და თუნდაც სულელური აზრი, ფაქტი ფაქტად რჩება მისი არდანახვა, ჩემი აზრით, საკუთარი თავის მტრობაა.

– გამიგია, თითქოს მსგავსი საშიშროების დროს, დედას შვილის მიმართ უმძაფრდება ინტუიცია და ის წინასწარ გრძნობს საფრთხის მოახლოებასო. ასეა?

– ნამდვილად ასეა. გამძაფრებული დედობრივი ინტუიცია ისეთი ფენომენია, რომელზე საუბარიც კი ზედმეტია. ანუ, როცა შვილს საფრთხე ელის, ამას დედა ქვეცნობიერად გრძნობს, ორგანიზმი მინიშნებებს აძლევს. მაგალითად, შეიძლება, უეცრად გული აუჩქარდეს, წნევა დაეცეს, თავის საშინელი ტკივილი დაეწყოს და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, დედამ შვილის შესაძლო საფრთხე არა ტკივილის შეგრძნებით, არამედ მოუსვენრობით შეიტყოს წინასწარ – აფორიაქდეს, ან რომ იტყვიან, ადგილი ვერ იპოვოს. კიდევ ვამბობ, ამას ბევრი ცრურწმენას ეძახის და მე კი ვაღიარებ, რომ ცრურწმენებშიც გარკვეული წინასწარმეტყველური ელემენტებია ჩადებული. მათი არსებობა კი, უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ეს გვინდა თუ არა უნდა ვაღიაროთ.

– ბევრისგან გამიგონია, როცა სახე გიხურს, ესე იგი, შენზე ცუდად ჭორაობენ, ხოლო თუ ყურები გაგიხურდა, მაშინ დიდი ხნის უნახავი ახლობელი გახსენებსო. ამაში თუ არის სიმართლის მარცვალი?

– (იცინის). არ ველოდი ამას თუ მკითხავდით, რადგან სწორედ დღეს იგივე მკითხა ჩემმა პატარა გოგონამ. დიახ, ესეც სიმართლეა და თუ სახეზე უეცრად წამოგახურათ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენზე ცუდად ჭორაობენ. მაგრამ, თუ ყურები გაგიხურდათ და გაგიწითლდათ, ესე იგი, ვიღაცას ძალიან ენატრებით და გახსენებთ. ამ დროს, ვისზეც ეჭვი გაქვთ მათი სახელები უნდა წარმოთქვათ და დააკვირდეთ, რომელი სახელის წარმოთქმაზე გაგივლით სიწითლე თუ გახურება. თუ ასე მოხდა, ესე იგი, სწორედ მის ყბაში იყავით ჩავარდნილი (იცინის). ასევე, დააკვირდით, თუ მარცხენა ყური გაგიხურდათ, ახლო ნაცნობი ან მეგობარი გახსენებთ, ხოლო თუ – მარჯვენა, მაშინ შორეული ნათესავი. თუ ორივე ყური ერთდროულად გაგიწითლდათ ან გაგიხურდათ, არ არის გამორიცხული, ყოფილი შეყვარებული ან სასიყვარულო პარტნიორი გახსენებთ, ან ფიქრობს თქვენზე.


скачать dle 11.3