კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რომელი ასტროლოგიური ქვა კურნავს სასმლის მოყვარულ ადამიანებს და რატომ უნდა ეკეთოთ მთვარის ქვა შემოქმედებს

განსაკუთრებული მაგიური ძალა აქვს ნატურალურ, დეკორატიულ და სამშენებლო ქვებს. განსაკუთრებით კი ეს საცხოვრებელი სახლის მოწყობისას გაითვალისწინეთ.

მარმარილო შეიწოვს უარყოფით ენერგიებსა და ნეგატიურ გრძნობებს. ძოწი ხელს უწყობს ინტელექტის განვითარებას. კვარცი ამაღლებს და აძლიერებს იმუნიტეტს. ასევე, იწვევს ადამიანის ორგანიზმის მედეგობას.

ასტროლოგიური ქვები ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბედნიერებასა და ბედზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

ასევე, ასტროლოგიურად, თითოეულ ძვირფას ქვას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის.

ის, ვინც ყოველდღიურად ატარებს იმ ქვისგან დამზადებულ სამკაულს, რომელიც მის დაბადების თვეს შეესაბამება, გაცილებით ბედნიერი და წარმატებული იქნება.

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის საბედისწერო და მნიშვნელოვანი ქვებია ალმასი, აკვამარინი და ამეთვისტო.

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის მფარველია ბრილიანტი, ოპალი და მთვარის ქვა.

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს თილისმისთვის ალმასისა და ფირუზის ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაული უნდა ეკეთოს.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია ოპალის, მთვარის ქვის ან ბროლის ტარება.

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უბედურებისა და ავადმყოფობისგან ალმასი, ლალი და ტოპაზი დაიფარავს.

ქალწულებისთვის თილისმის დატვირთვა აქვს ზურმუხტს, აქატსა და ტოპაზის ქვას.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის დადებითი აურა აქვს ზურმუხტსა და მარგალიტს.

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უბედური შემთხვევებისა და მძიმე დაავადებებისგან იცავს მთვარის ქვა.

მშვილდოსნებისთვის მაგიური დამცავი ასტროლოგიური ქვაა ამეთვისტო.

თხის რქებისთვის აუცილებელია ფირუზისა და მთვარის ქვის ტარება, რათა თავი აარიდონ შესაძლო უბედურ შემთხვევებს.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის სიჯანსაღისა და დადებითი ენერგიის მომტანია ძოწი და ამეთვისტო.

დეპრესიისკენ მიდრეკილ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კი აუცილებლად უნდა ეკეთოთ საფირონის ან ამეთვისტოს ასტროლოგიური ქვის სამკაულები.

ასევე, ძვირფას ქვებს წარმატება მოაქვთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის. მაგალითად, მეზღვაურებს სტიქიური უბედურებებისგან იცავს ზურმუხტი; სასულიერო პირების მფარველია ამეთვისტო; მხატვრებს ლალი ეხმარება შემოქმედებაში, ხოლო, მწერლებს, პოეტებს, ჟურნალისტებსა და ასე შემდეგ, მთვარის ქვა ეხმარება.

ახალდაქორწინებულებისთვის ბედნიერების მომტანია ზურმუხტი; საყვარელ ადამიანს მთვარის ქვის სამკაულები უნდა მიართვათ; ფლირტის მოყვარულებს ალექსანდრიტი შველით, ფეხმძიმეებს კი – ზურმუხტი. სასმლის მოყვარულ ადამიანს ამეთვისტოს ქვა უნდა შეუძინოთ, ხოლო ნერვების დასაწყნარებლად ტოპაზი გამოგადგებათ.

მოზარდმა და ახალგაზრდა გოგონებმა უნდა ატარონ ფირუზი ან მარგალიტი.


скачать dle 11.3