კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 30 იანვარს, ღამის 10 საათზე. რომელი პროფესია იქნება ჩემთვის წარმატების მომტანი და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არის ის, რომ გამოავლინოთ ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა. ხარჯეთ ფული ყაირათიანად, გაიათმაგეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დაამყარეთ სტაბილური მეგობრული ურთიერთობები. ასევე, დაიცავით დემოკრატიული პრინციპები, დაეყრდენით დიპლომატიას – ეს თქვენი კოსმიური მისია, სწორი ევოლუციური გზა და წარმატებების მომტანი ფაქტორებია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა; მედიცინის სფერო, ჟურნალისტიკა, ტელევიზია, პრესა, რადიო, სარეკლამო და საგამომცემლო საქმე, ლინგვისტიკა, უცხო ენები, მთარგმნელობითი საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული, აუდიო, მობილური სისტემის ბიზნესი ან საქმიანობა და, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი საქმე.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 19 იანვარს, რომელი პროფესიაა ჩემთვის მომავალში წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიები: სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო და სამასაჟო საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, საბანკო, საფინანსო, კომერციული, სავაჭრო საქმე, პოლიტიკა, მშენებლობა და, ასევე, საინჟინრო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 2 ივნისს, დილით, დაახლოებით 7 საათზე. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის განსაკუთრებით მისაღები?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია შემდეგი ქვეყნები: გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქმენეთი, შვედეთის დასავლეთი ნაწილი, კუბა, უნგრეთი და მექსიკა.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 17 მარტს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია: სამეცნიერო-კვლევითი სფერო, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიური საქმე, საგანმანათლებლო სფერო, ფსიქოთერაპია, ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, სამხედრო სტრუქტურები, საკომუნიკაციო საქმე, კომპიუტერული პროგრამული სისტემები.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 9 თებერვალს. რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობის გამოვლენა, ნებისყოფა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, სისუფთავე, წესრიგი, პატიოსნად მუშაობა. უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, ჰქონდეს სერიოზული მიდგომა საქმისადმი და პასუხისმგებლობის გრძნობა, დაეყრდნოს დემოკრატიულ პრინციპებს, დიპლომატიასა და ინტუიციას.


скачать dle 11.3