კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლულებმა აღადგინეს გარეგნობა „ყინულის ადამიანისა“, რომელიც ალპებში ხუთი ათასი წლის განმავლობაში იწვა

სწავლულებმა სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიური მუზეუმიდან იტალიაში აღადგინეს განთქმული ალპური „ყინულის კაცის” – ეცის სახე და მთლიანი გარეგნობა, რომლის სხეული მყინვარმა ხუთი ათასი წელი შეინახა.

„ყინულის კაცი” 1991 წელს იპოვეს ალპებში იტალიისა და ავსტრიის საზღვართან. თავდაპირველად, მიიჩნიეს, რომ ეს დაღუპული ალპინისტი იყო. მაგრამ, შემდგომში გაირკვა, რომ ამ მუმიფიცირებული სხეულის ასაკი ხუთი ათასი წელია. ეცის ნეშტი დათარიღებულ იქნა 3365-დან 3118 წლების პერიოდით ჩვენს ერამდე. „ყინულის კაცი” დაიღუპა ისრისგან, რომელიც მას მხარში მოხვდა.

მუზეუმის მიერ მოწვეულმა ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა, ძმებმა – ადრი და ალფონს კენისებმა, რომლებმაც ადრე ნეანდერტალელის გარეგნობა აღადგინეს, კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით, ეცის სხეულის სამგანზომილებიანი გამოსახულება მიიღეს. შემდეგ კი აღადგინეს მისი სახე და ფიგურა.

„ყინულის კაცი” აღმოჩნდა შუახნის მამაკაცი უხეში, დანაოჭებული კანით, ღრმად ჩამჯდარი თვალებითა და წვერით. ადრე მიაჩნდათ, რომ მას ცისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ უკანასკნელი გამოკვლევებით „ყინულის კაცი” თაფლისფერთვალება აღმოჩნდა.

ადრე სწავლულებმა შეძლეს წაეკითხათ „ტიროლის ყინულის კაცის” გენეტიკური კოდი. წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ „ყინულის კაცი“ მიეკუთვნებოდა ეგრეთ წოდებული სუბგაპლოჯგუფ K1-ს. დაახლოებით თანამედროვე ევროპელების 8 პროცენტი მიეკუთვნება გაპლოჯგუფ K-ს, რომელიც იყოფა სუბგაპლოჯგუფებად – K1 და K2. K1, თავის მხრივ, იყოფა სამ კლასტერად.

აღმოჩნდა, რომ ყინულის კაცის გენომი არ მიესადაგება K1-ის არც ერთ ცნობილ სამ კლასტერს. დღეისთვის ეს ნიშნავს, რომ არავის შეუძლია, გამოაცხადოს თავი ეცის შთამომავლად.

2011 წლის სექტემბერში სრულდება ეცის „მეორე ცხოვრების” 20 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით, სამხრეთ ტიროლის მუზეუმში იტალიის ქალაქ ბოლტანოში იხსნება გამოფენა, მიძღვნილი ამ უნიკალური ნაპოვნისადმი. კერძოდ, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება „ყინულის კაცის” გარეგნობის რეკონსტრუქციაზე ჩატარებული სწავლულთა სამუშაოების შედეგები.

დამთვალიერებლებს შესთავაზებენ ექსკურსიებს არა მარტო ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებზე, არამედ ურდუს, ჰინდის, რუსულ, უკრაინულ, ესპანურ და სერბულ-ხორვატიულ ენებზე.


скачать dle 11.3