კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაატარა ცნობილი მომთვინიერებლის შვილიშვილმა იმპროვიზებული წარმოდგენა სკოლის ეზოში ვეფხვთან ერთად

ეს უჩვეულო ისტორია 1975 წელს მოხდა მოსკოვში. იმ პერიოდში მე მოსკოვის ბაუმანის რაიონის მილიციაში ვმუშაობდი. ადრეული დილაა, ოცდაოთხსაათიანი სამუშაო, სულ რაღაც, ერთ საათში უნდა დამიმთავრდეს და სახლში უნდა წავიდე გამოსაძინებლად, რომ განყოფილებაში უკიდურესად აღელვებული ქალბატონი შემოვარდა და მეუბნება:

– მიშველეთ, ამხანაგო მილიციელო!

– გისმენთ, ქალბატონო, რაშია საქმე? – ვკითხე ქალს.

– მურკა მომპარეს! არადა, ის ისეთი მიმნდობია და გულუბრყვილო, რომ მეშინია, რამე შარს არ გადაჰყარონ, – მომიგო ქალმა და მდუღარე ცრემლებით ატირდა.

– დამშვიდდით, ქალბატონო, და მომიყევით, როგორ მოგპარეს მურკა? – ვკითხე ქალს, თან ყურადღებით დავაკვირდი, რადგან ძალიან მეცნობოდა, თუმცა, ვერ გავიხსენე, საიდან.

– ამ დილით ქვევით ჩავედი, რომ ჩემი მურკა, გამესეირნებინა, შემდეგ კი მისი საყვარელი კერძით, მოსკოვური ძეხვით გავმასპინძლებოდი. მაგრამ, რას ვხედავ, მისი სახლის კარი ღიაა, თავად კი არსად ჩანს. იქით მივდექი, აქეთ მოვდექი, მაგრამ მურკა ვერსად აღმოვაჩინე და, ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, ვერ გავიგე. ამხანაგო მილიციელო, უმორჩილესად გთხოვთ, ჩემი მურკა, ჩემი საყვარელი ვეფხუნია მომაძებნინოთ, – წაიტირა ქალმა.

– ვინ, ვინ მოგაძებნინოთ? – ჩავეკითხე ქალს.

– ჩემი მურკა, – მომიგო ქალმა.

– თუ შეიძლება გაიმეორეთ, ვინაა თქვენი მურკა? – ვკითხე ქალს.

– ჩემი მურკა, ჩემი საყვარელი ვეფხუნია – გაიმეორა მომტირალმა ქალმა.

– ესე იგი, თქვენ ვეფხვი დაკარგეთ? – ვკითხე ქალს და, როდესაც მან თავი დამიქნია, ვიცანი, რომ ჩემ წინაშე ცნობილი მომთვინიერებელი ტამარა დუროვა იდგა.

– ჩემი მურკა, ჩემი ვეფხუნია, – ტირილით იმეორებდა დუროვა, მე კი თავზარი დამეცა, რადგან გალიიდან გაქცეულ ვეფხვს, შეიძლებოდა, ადამიანები დაეგლიჯა. ის იყო, ტელეფონის ყურმილისკენ წავიღე ხელი, განგაშის გამოსაცხადებლად, რომ ტელეფონმა თავად დარეკა. ყურმილი ავიღე და ვუპასუხე:

– მორიგე ლაშხი გისმენთ!

– მილიციაა? – მომესმა ქალის ისტერიკული კივილი.

– დიახ, დიახ, რა მოხდა?

– მე ¹6 სკოლის დირექტორი ვარ. გთხოვთ შეიარაღებული რაზმი გამოგზავნოთ ჩვენს სკოლაში, რადგან სკოლის ეზოში უზარმაზარი ვეფხვი დარბის, ირგვლივ კი ჩემი მოსწავლეები შემოხვევიან და უყურებენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ვეფხვი რომ ბავშვებს დაერიოს!

– დამშვიდდით, მოვდივართ! – მივუგე სკოლის დირექტორს, ყურმილი დავდე და დუროვას მივუბრუნდი:

– შვილიშვილი გყავთ?

– კი, ვოვა.

– რომელ სკოლაში სწავლობს?

– მეექვსეში.

– ჰოდა, თქვენი მურკა ვოვას წაუყვანია სკოლაში. წამოდით, წამოვიყვანოთ, – ვუთხარი ცნობილ მომთვინიერებელს და მასთან ერთად სკოლისკენ გავემართეთ.

მივედით და რას ვხედავთ: ვოვა უზარმაზარ უსურიულ ვეფხვს სხვადასხვა ტრიუკს აკეთებინებს, სკოლის მოსწავლეები კი დგანან და მხურვალე ტაშს უკრავენ მათ.

– უმსგავსობაა, ნამდვილი უმსგავსობა! – იღრიალა ტამარა დუროვამ, შემდეგ იმპროვიზებულ წარმოდგენაში შეიჭრა, მურკა გულში ჩაიხუტა, შვილიშვილი ვოვა სასტიკად დატუქსა და ვეფხვთან ერთად უკან გამოემართა.

ნათქვამია, კარგია, რაც კარგად მთავრდებაო. მადლობა ღმერთს, რომ მურკა კეთილგანწყობილი ვეფხვი აღმოჩნდა.


скачать dle 11.3