კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ჩაბნელებულ სადარბაზოში მამაკაცს მძარცველი დახვდა:

– აბა‚ ფული... ოქრო... მობილური!

– თქვენ ფიქრობთ‚ რომ ჩემი ცოლი დამიჯერებს‚ რომ გამძარცვეს? – ხმის კანკალით ეკითხება მოქალაქე.

– არც ჩემი დამიჯერებს‚ რომ დღეს ვერავინ გავძარცვე.

***

– რით განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ჟურნალები?

– იმით, თუ რამდენად გახდილები არიან გოგონები ფოტოებზე.

***

ცხოვრებაში ორი არჩევანი გაქვს: ან იცხოვრო მარტოხელამ და უბედურმა‚ ან შეირთო ცოლი და სიკვდილს ნატრობდე!

***

– თუ გყავთ მახინჯი ქმარი‚ შეიძლება თუ არა‚ ლამაზი შვილები გეყოლოთ?

– რა თქმა უნდა‚ თუ მხოლოდ მის იმედზე არ იქნებით...

***

უმტკივნეულოდ ვადიდებ მკერდს‚ იაფად‚ ფოტოშოპით...

***

– არაჩვეულებრივი ქმარი მყავს‚ – ტრაბახობს ქალი‚ – მას ყოველთვის ახსოვს ჩემი დაბადების დღე და ყოველთვის ავიწყდება‚ რამდენი წლის ვარ.

***

– როდესაც კარიერას ვიწყებდი‚ საკუთარი ტვინის გარდა არაფერი მქონდა...

– ჰო... მაშინ ბევრი იწყებდა ნულიდან.

***

„გინდათ‚ გაზაფხულიდან ახალ ფორმაში იყოთ?

თქვენ გელოდებათ რაიონული სამხედრო კომისარიატი!“

***

მწარე ბედი:

მეცხრამეტე საუკუნეში – ყოფილიყავი ზანგი და გეცხოვრა ამერიკაში.

მეოცე საუკუნეში – ყოფილიყავი ებრაელი და გეცხოვრა გერმანიაში და არა მარტო.

ოცდამეერთე საუკუნეში – იყო კავკასიელი და ცხოვრობდე მოსკოვში...

***

მიხომ დაბალი ნიშანი მიიღო და უნდა, რომ მამას დაუმალოს. მაგრამ, არ გამოუვიდა – მივიდა თუ არა, მამა ეკითხება:

– აბა‚ დღეს რა მიიღე?

– ორიანი პლიუსით... – უცებ მოიფიქრა გამოსავალი.

– ყოჩაღი შვილი მყავ‚ სულ მამაილაა!..

***

კაცი ზღვის სანაპიროზე სეირნობს. ხედავს, ბოთლი გამოირიყა. აიღო‚ თავი მოხადა‚ იქიდან კი ჯინი ამოვიდა.

– ჩემო გადამრჩენო‚ შენ გამათავისუფლე 400-წლიანი ტყვეობიდან. სამი სურვილი მითხარი‚ ოღონდ‚ იცოდე‚ მე ქალების ჯინი ვარ და, შენ რასაც ინატრებ‚ იგივე‚ ოღონდ, ასჯერ გაზრდილი‚ შენს ცოლსაც შეუსრულდება.

– კარგი... უკვე ისეთ ასაკში ვარ‚ ცალკე მინდა ცხოვრება... პატარა კეთილმოწყობილი სახლი მინდა....

მაშინვე გაჩნდა ერთ ლამაზ კორტოხზე პატარა‚ მშვენიერი სახლი‚ გვერდით კი – უზარმაზარი ულამაზესი სასახლე.

– მეორე – სიცოცხლის ბოლომდე 10 მილიონი მეყოფა...

უცბად გაჩნდა კეისი ფულით‚ სასახლის გვერდით კი ბანკი – ცოლის ინიციალებით.

– და მესამე – სულ პაწაწინა მიკროინფარქტი მინდა...

***

– იცით‚ ექიმო‚ უკვე კარგა ხანია‚ თავის ტკივილები დამჩემდა‚ უსაშველო ტკივილები‚ არავითარი ტკივილგამაყუჩებელი არ მშველის... – და დაიწყო და რა დაიწყო: ყველაფერი დაწვრილებით აღწერა... მთელი ათი წუთის განმავლობაში ცრემლებით‚ ოხვრით‚ კვნესით‚ ყვირილითაც უხსნიდა ყველა დეტალს... ექიმმა სიტყვის ჩართვაც კი ვერ მოახერხა... მერე უცებ გაჩერდა და თვალები გაუფართოვდა:

– თქვენ ექიმი კი არა‚ ჯადოქარი ხართ – თავის ტკივილი უკვალოდ გაქრა!

– ჯადოქარი არა... კი არ გაქრა‚ ჩემს თავზე გადმოვიდა...

***

თოვლის ფიფქები მუსაიფობენ.

– საით მიფრინავ?

– გრენლანდიაში – დასვენებას მოვიწყობ. შენ?

– სვანეთში – ზეიმს მოვუწყობ. შენ?

– შეერთებულ შტატებში – პანიკას მოვუწყობ.

***

საგადასახადოში ფინანსისტების რიგი დგას. დეკლარაციის ჩაბარების დროა. გამოვიდა ერთი‚ შვებით ამოისუნთქა და თქვა:

– ჩავაბარე!

– გადამაწერინე‚ რა! – მივარდა ახალგაზრდა ბუღალტერი.

***

მიხო ქალაქიდან კარგი ნაქეიფარი დაბრუნდა და მაშინვე ლოგინში ჩაემხო.

– მიხო‚ – აღვიძებს მარო‚ – ტესტი გავიკეთე...

– უჰუ...

– ფეხმძიმედ ვარ.

– უჰუ...

– შენა ბიჭი გინდა თუ გოგო?

– ბიჭი‚ ქერა‚ ასე, 20 წლის...

***

გარდაცვლილი უკვე იმქვეყნადაა... ხედავს, უზარმაზარი ხეა და ფოთლების ნაცვლად ზედ ზანზალაკები ჰკიდია.

– ეს რა არის? – ეკითხება ანგელოზს.

– ეს სიცრუის ხეა‚ როგორც კი დედამიწაზე ვინმე ტყუილს იტყვის‚ აქ ზარი ირეკება.

ამ დროს ზანზალაკებმა გაიწკარუნეს.

– აი‚ გესმის‚ გამყიდვლები საქონელს რეკლამას უკეთებენ.

ზანზალაკების ნახევარმა დაიწყო წკრიალი.

– ეს კი უკვე ბიზნესმენები არიან – დეკლარაციას აბარებენ.

უცბად გამაყრუებელი წკარუნი ატყდა‚ მთელი ხე შეზანზარდა.

– ოო‚ საარჩევნო კამპანია შედის ძალაში.

***

როგორც ცნობილია‚ ქალებს ყურებით უყვარდებათ... გამოდის‚ რომ ყველაზე მაგარი შეყვარებული ქალი ჩებურაშკაა.

***

ვარ ლამაზი‚ ნიჭიერი‚ კომუნიკაბელური‚ ვფლობ უცხოურ ენებს... ვუკრავ რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე‚ შემიძლია მანქანის ოსტატური მართვა‚ ვიყენებ მხოლოდ საუკეთესო კოსმეტიკასა და სუნამოებს‚ მიყვარს გემოვნებით და ლამაზად ჩაცმა‚ აქტიური დასვენება‚ აუზში ცურვა‚ მოგზაურობა. ვეძებ სამსახურს‚ რომ ყველაფერ ამის სამყოფი თანხა ბოლოს და ბოლოს პატიოსნად გამოვიმუშავო.


скачать dle 11.3