კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგეს ერთმანეთი ნათესავებმა და რა ვერ აპატია ძმამ დას

39 წლის კონსტანტინე ივანეს ძე კოლიკოვი ეძებს: 65 წლის ალექსანდრე დავითის ძე ყანაშვილს, 42 წლის მარინა ალექსანდრეს ასულ ყანაშვილს და 38 წლის იროდი ალექსანდრეს ძე ყანაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ნათესავებს დედის მხრიდან, ბიძას: 65 წლის ალექსანდრე დავითის ძე ყანაშვილს და ბიძაშვილებს: 42 წლის მარინა ალექსანდრეს ასულსა და 38 წლის იროდი ალექსანდრეს ძე ყანაშვილებს. ჩემი ნათესაობა პატარაობიდან არ მინახავს და ძალიან მინდა მათი პოვნა და ურთიერთობის აღდგენა. ჩვენი ერთმანეთის დაკარგვა უაზრო კონფლიქტის გამო მოხდა. ძალიან მინდა, ყველაფერი გამოსწორდეს და ურთიერთობა აღდგეს. ამჟამად, ვცხოვრობ კრასნოდარის მხარეში და მათი მოძებნა დამოუკიდებლად ვერ შევძელი. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დამეხმაროთ მათ პოვნაში. იმედი მაქვს, რომ დაავიწყდებათ ძველი წყენა და შეგვირიგდებიან.

– გვიამბეთ, რა მოხდა ისეთი, რის გამოც ასე ახლო ნათესავებმა დაკარგეთ ერთმანეთი.

– დედაჩემი, ნათელა დავითის ასული ყანაშვილი, სასწავლებლად იყო ჩამოსული პეტერბურგში, სადაც გაიცნო მამაჩემი – ივანე კოლიკოვი. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. დედაჩემის მამასა და ძმას – ალექსანდრეს, ეს არ უნდოდათ. სხვათა შორის, მათი დაქორწინების წინააღმდეგი იყვნენ მამაჩემის მშობლებიც, მაგრამ ახალგაზრდებმა თავიანთი ბედი თავად გადაწყვიტეს და მაინც დაოჯახდნენ. ბუნებრივია, დედას უფრო გაუჭირდა, რადგან ამ ამბის შემდეგ მას აეკრძალა საქართველოში ნათესავებთან ყოველგვარი კავშირი, რასაც ის ძალიან განიცდიდა. მამაჩემის მშობლები მალე შეურიგდნენ შვილს, რადგან დედა მართლა ძალიან კარგი დიასახლისი და საუკეთესო მეოჯახე იყო, მაგრამ დედის ნათესავების მხრიდან არავის აღარ სურდა შერიგება. დედაჩემი, ნანა, ათი წლის განმავლობაში ცდილობდა შერიგებას. ჩემი დაბადებისთანავე მან დეპეშაც კი გაუგზავნა თავისიანებს და ამცნო, რომ ბიჭი ეყოლა, მაგრამ ვერც ამით შემოირიგა. ნამდვილად არ ვიცი, რას უნდა დავაბრალო ამგვარი წყენა. ყოველ შემთხვევაში, ამდენი წელია გასული, ბოლოს და ბოლოს, სისხლი და ხორცი არიან ერთმანეთისთვის. ძალიან მინდა ყველას პოვნა, მჯერა, რომ ეს ამბავი კარგად უნდა დასრულდეს და აღდგეს დაკარგული ნათესაური ურთიერთობები.

– მაინც, რა იყო იმის მიზეზი, რის გამოც ნათესავებმა დღემდე არ მოისურვეს დედათქვენთან შერიგება? ან, დედა თუ ჩამოსულა საქართველოში და პირისპირ თუ დალაპარაკებია დედ-მამასა და ძმას?

– სიმართლეს გეუბნებით, დედას ძალიან უჭირს დღემდე. მან არაერთხელ სცადა, შერიგებოდნენ, მაგრამ – უშედეგოდ. მხოლოდ სამჯერ მიიღო საპასუხო წერილი ჩემი ბიძაშვილისგან, მარინასგან. მარინამ მამის სურათებიც კი გამოუგზავნა დედაჩემს, მაგრამ, მისი თქმით, მამის დაყოლიება ვერ მოახერხა. საქმე ისაა, რომ ბაბუა და ბებია უკვე ცოცხლები აღარ არიან. ისე გარდაიცვალნენ, რომ შვილი გათხოვების შემდეგ აღარ უნახავთ, ძალიან მინდა, ეს ყველაფერი გამოვასწორო და აღვადგინო დაკარგული ურთიერთობები. დედაჩემის თქმით, ვერ აპატიეს, რომ სხვა ეროვნების ადამიანს გაჰყვა ცოლად. ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბაბუაჩემი დავითი, რომელსაც რუსები არასდროს ჰყვარებია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და, ჩემი აზრით, მთავარი ეროვნება კი არ არის, ადამიანის ბუნებაა. არც მამაჩემის მშობლებს სურდათ, ჰყოლოდათ ქართველი რძალი, მაგრამ, მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. იმედია, ამდენი წლის შემდეგ ბიძაჩემიც გაიგებდა ამას. მიუხედავად იმისა, რომ მე ის არასდროს მინახავს, პატივს ვცემ, მას, როგორც ერთადერთ ბიძას და მინდა, რომ გავიცნო.

– დედამ თუ იცის, მის ნათესავებს რომ ეძებთ და რა რეაქცია აქვს მას ამაზე, ამჟამად რას ფიქრობს შეწყვეტილ ურთიერთობებზე?

– რა თქმა უნდა, იცის, მას შემდეგ, რაც დედაჩემმა ოთხჯერ ხმა ვერ მიაწვდინა თავის ბიძაშვილს, მათი მოძებნა გადაწყვიტა. შესაძლებელია, მათ შეცვალეს საცხოვრებელი მისამართი და ამის გამო ვეღარ უპასუხია დედის წერილზე მარინას. მე გადავწყვიტე მათი მოძებნა და იმედი მაქვს, თუკი ისინი წაიკითხავენ ამ ისტორიას, აუცილებლად გამოგვეხმაურებიან. მინდა, მივმართო ბიძაჩემს და ვუთხრა, რომ მის დას ის დღემდე ძალიან უყვარს და ენატრება. ვერ დავიჯერებ, რომ ისიც არ გრძნობს იმავეს. არა მგონია, დედმამიშვილებს შორის რაღაც ისეთი მომხდარიყო, რისი პატიებაც შეუძლებელია, მით უმეტეს, ამ კონკრეტულ სიტუაციაში. კრასნოდარის მხარიდან მათ ვეძებთ, მე, დედაჩემი და ჩემი მეუღლე, რომელიც ძალიან გულშემატკივრობს ამ ამბავს.


скачать dle 11.3