კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფიფას“ შემოსავალმა 4 მილიარდს გადააჭარბა

„ფიფას“ პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ციურიხში 2007-დან 2010 წლამდე საქმიანობის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციის შემოსავალმა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის 90 პროცენტი სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა მოიტანა და ეს სარეკორდო მაჩვენებელია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში 2006 წელს ჩატარებულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა, ფინანსური თვალსაზრისით, სერიოზული წარმატება მოიტანა, „ფიფას“ შემოსავლები 2010 წლის ჩემპიონატზე 59 პროცენტით გაიზარდა. ბლატერის განცხადებით, ის ამაყობს იმით, რომ „ფიფას“ პრეზიდენტია. და ასევე აღიარებს, რომ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებამ გიგანტური ფინანსური წარმატება მოუტანა „ფიფას“. პროფესიით ეკონომისტმა ბლატერმა მმართველობის 12-წლიან პერიოდში სპორტული ასოციაცია – „ფიფა“ მილიარდერ კონცერნად გადააქცია, მსოფლიოს ჩემპიონატები კი – ასეულობით მილიონი დოლარის მიღების უმთავრეს საშუალებად.


скачать dle 11.3