კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე მაღალი ტელეანძა იაპონიაშია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს რაოინ სუმიდაში მშენებარე ტელეანძის, „ტოკიო სქაი ტრის” სიმაღლემ 601 მეტრს მიაღწია და შესაბამისად, მსოფლიოში მსგავს ნაგებობათა შორის ყველაზე მაღალი გახდა. აქამდე ყველაზე მაღალი ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში 2009 წელს აგებული ანძა გახლდათ, რომელიც 600 მეტრს აღწევდა. „ტოკიო სქაი ტრის” მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. ის იაპონიის ყველაზე მაღალი ნაგებობა და ქვეყანაში ჩასული ტურისტების უსაყვარლესი ადგილი გახდა. პროექტის თანახმად, ტოკიოს ტელეანძის სიმაღლე 634 მეტრი იქნება. მისი მშენებლობა წლის განმავლობაში დასრულდება, ფუნქციონირებას კი, მომავალი წლიდან დაიწყებს. რეკორდული სიმაღლის ტელეანძას სატელევიზიო მაუწყებლობის გავრცელების გარდა, მობილური კავშირისა და საავტომობილო სანავიგაციო სისტემისთვისაც გამოიყენებენ. ტოკიოს ახალი ტელეანძის მშენებლობა 730 მილიონამდე დოლარი დაჯდა. „ტოკიო სქაი ტრი” ჩინურ ანალოგზე 34 მეტრით მაღალი იქნება. მსოფლიოში მესამე ანძა კანადის ქალაქ ტორონტოშია – „სი ენ თაუერის” სიმაღლე 533 მეტრია.


скачать dle 11.3