კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინელი კანონმდებლები ამერიკელებზე მდიდრები არიან

ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყოველწლიური ყრილობის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მდიდარ და ღარიბ ჩინელებს შორის ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ არსებული სხვაობის კიდევ უფრო გაზრდა გახდა. ჩინეთის პრემიერი, ვენ ძიაბაო ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ 70-მდე ჩინელი პარლამენტარის ქონებამ 75 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები, მათ შორის, „ჰანჯოუ ვაჰაჰას გროუპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და კომპარტიის წევრი ძუნ ცინხოუ, რომელიც ჩინელი მილიარდერების სიას უდგას სათავეში. მისი ქონება 12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ცნობისთვის, ამერიკის 70 უმდიდრესი კონგრესმენის საერთო ქონება დღესდღეობით მხოლოდ 4,8 მილიარდი დოლარია. მათ შორის ყველაზე მდიდარი რესპუბლიკელი სენატორი დერელ ისაა, რომლის ქონებაც 450 მილიონია. ამასთან, ჩინეთში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 10-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში.


скачать dle 11.3