კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3”. ავამუშავებ თუ არა ჩემს ავტომობილზე ძრავას, ისმის არასასურველი წრიპინის ხმა. თუ ცოტა ხანს დაველოდები ან მაღალ ბრუნებს მივცემ და მერე ფეხს ავუშვებ გაზს, ხმა, ხშირ შემთხვევაში, წყდება. თუ ასე არ ხდება, მიწევს იგივეს რამდენჯერმე გამეორება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ამ გაუმართაობის მიზეზი შეიძლება ორი იყოს: ძრავის რომელიმე ღვედი ან ძრავის რომელიმე „როლიკი“, რომელიც ღვედზეა მიმაგრებული. ეს არის ღვედის დამჭიმი ან მისი ბრუნვაში მომყვანი „როლიკები“. უპირველესად, ღვედი, რომლისგანაც ხმა ისმის, უნდა დავაჭიმინოთ, რადგან, შესაძლოა, ის მოსუსტებული იყოს და ამიტომ წრიპინებდეს. თუ ამან არ უშველა, მაშინ, მთლიანად ვცვლით ღვედს. თუ ესეც არ შველის, ვხსნით ღვედს და მასთან დაკავშირებულ ყველა „როლიკს“ ხელით ვსინჯავთ. ხელით გასინჯვის დროს „როლიკი“ არ იწრიპინებს, მაგრამ მას ექნება ეგრეთ წოდებული ლუფტი. ხელით ეს ძალიან იოლად ისინჯება – ტრიალისას ხელშივე შეიგრძნობთ მის უსუფთაო, არაგლუვ ბრუნვას.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”, 2001 წლის, „ტიპ-ტრონიკი“. სიჩქარეთა სხვადასხვა პოზიციაში გადატანისას, ბერკეტის ჩაგდებისას, მსუბუქი ხმა აქვს, თითქოს დგაფუნობს. რამდენად სახიფათოა ეს, როგორ შეიძლება ამ გაუმართაობის გამოსწორება და, საერთოდ რა შემთხვევებში იცვლება სიჩქარეთა კოლოფში ზეთი? გარდა ამისა, როგორ უნდა დადგინდეს, გამოსაცვლელია თუ არა ის?

პასუხი: თუ პოზიციებში გადაყვანისას ხმა აქვს და, ამავდროულად, ალბათ, ბიძგიც იგრძნობა ძარაზე, მაშინ, აქ უკვე ტრანსმისიის გაუმართაობასთან გვაქვს საქმე, თუმცა, კონკრეტულად რა არის პრობლემა, ცოტა ძნელი სათქმელია, უმჯობესია, ხელოსანმა ნახოს. რაც შეეხება ზეთის შეცვლას კოლოფში, ის გარკვეული გარბენის შემდეგ იცვლება. დაახლოებით, ყოველ 50 000 კილომეტრის გავლის შემდეგ. რა მდგომარეობაშია ზეთის დონე, ამის დადგენაც არ არის რთული, ადვილად შესამჩნევია რადგან – ავტომატური კოლოფი სიჩქარეების გადართვას აგვიანებს, ანუ სიჩქარეებს დიდი ინტერვალებით რთავს. გარდა ამისა, შესაძლებელია, შუქზეც ნახოთ, თუ როგორ მდგომარეობაშია ზეთი.


скачать dle 11.3