კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დილის საუზმეზე რძე და ბანანი მიირთვით

დილა საუკეთესო დროა ნივთიერებათა ცვლის ოპტიმიზაციისთვის. ამიტომ, აუცილებლად ისაუზმეთ დილით, რადგან თქვენ მიერ მიღებულ საკვებზე ბევრადაა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად დახარჯავთ კალორიებს მთელი დღის განმავლობაში.

ღამით სასიცოცხლო პროცესები ნელდება, ამიტომ აქტიური გამოფხიზლება დილითაა საჭირო. მაგიდას გამოღვიძებიდან არაუგვიანეს ერთი საათის შემდეგ მიუჯექით, მაშინაც კი, როცა მადა არ გაქვთ და საერთოდ არ გშიათ.

უმჯობესია, დილით ნახევარი ჭიქა შვრია, ნახევარი ჭიქა რძე და ერთი ცალი ბანანი მიირთვათ, ან, ერთი ცალი მოხარშული კვერცხი ჭამოთ და გრეიპფრუტი დააყოლოთ.

ახალგამოღვიძებულმა, აუცილებლად დაუთმეთ რამდენიმე წუთი ვარჯიშს: ოცჯერ მაინც ჩაბუქნეთ, გააკეთეთ აზიდვები. ასე თქვენს ორგანიზმს არა მარტო გამოაფხიზლებთ, არამედ, ნივთიერებათა ცვლის პროცესებსაც დაირეგულირებთ.


скачать dle 11.3