კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკოტინი ქალის სქესობრივ ფუნქციაზე მოქმედებს

ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ მწეველი ქალები, ქალის ორგანიზმი კი მეტად მგრძნობიარეა ნიკოტინით მწვავე ქრონიკული მოწამვლისადმი.

ორსულობის პერიოდში, სხვა მავნე ნივთიერებებთან ერთად, ნიკოტინი შხამავს არა მხოლოდ დედას, არამედ ნაყოფსაც. ამიტომაც, ცხრა თვის განმავლობაში და ძუძუს წოვებისას, თამბაქოს მოწევა ძალიან სახიფათოა, რადგან, პლანცეტა გზას ვერ უღობავს ნიკოტინსა და მხუთავ გაზს, რომლებიც დედის სისხლძარღვთა სისტემიდან ნაყოფზე გადადის და ამის გამო ბავშვიც პასიური მწეველი ხდება.

მწეველ ქალებს გაცილებით ხშირად სწყდებათ მუცელი, ვიდრე არამწეველებს. ასევე, ხშირად, მათი ბავშვები ზომაზე ნაკლები წონის იბადებიან, რაც იმით აიხსნება, რომ მწეველი ქალის პლანცეტა მცირე ზომისაა და ნაყოფი ნორმალურად ვერ ვითარდება.

თუ მეძუძურობის პერიოდში დედა თამბაქოზე უარს ვერ ამბობს, ნიკოტინის ნაწილი რძეში გადადის, რასაც ჩვილის ქრონიკული მოწამვლა მოსდევს, რადგან დედის რძეში მცირდება C ვიტამინი.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მწეველი ქალების შვილები 7 წლის ასაკამდე ჩამორჩებიან როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებით. ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტიც ასეთ ბავშვებზე მოდის.

ნიკოტინი მოქმედებს ქალის სქესობრივ ფუნქციაზეც, რასაც დროთა განმავლობაში ფრიგიდულობამდე მიჰყავს ის.

მწეველი ქალები ადრე ბერდებიან, სახის კანი უშრებათ, უნაოჭდებათ და ცუდი ფერი აქვთ. ყოველივე ზემოთქმულს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ პირიდან ცუდი სუნიც ამოსდით, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რა დიდ მომხიბვლელობას კარგავს ქალი იმით, რომ ვერაფრით ამბობს უარს თამბაქოს მოწევაზე.


скачать dle 11.3