კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახის ფერი და გამონაყარი ორგანიზმის დაავადების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას

სახის თითოეული ნაწილი ორგანიზმის გარკვეულ ორგანოს უკავშირდება:

სახის ქვედა ნაწილში გამონაყარი ენდოკრინული პრობლემების ნიშანია. ასევე, შესაძლოა, საკვერცხეების დაავადებითაც იყოს გამოწვეული. ასეთი დარღვევები ამ ორგანოების დაძაბვაზე მეტყველებს. ხოლო, თუ გამონაყარი შუბლზე, ცხვირსა ან ზედა ტუჩზე გამოგდით ხშირად, ეს ნაწლავების დაავადების ბრალია. ასე რომ, თუ ნაწლავის პრობლემებს დროზე მიხედავთ, გამონაყარიც გაქრება.

თვალის ქვემოთ უპეების შესიება საშარდე ბუშტის ანთებას მოასწავებს. თვალების ქვემოთ შავი რგოლები ღვიძლის პრობლემის ბრალია, ხოლო მოლურჯო შეფერილობის რგოლები – თირკმელების დაავადების ნიშანი.

სხეულზე გამონაყარიც გარკვეული ინფორმაციის შემცველია: ზურგის ზედა ნაწილში გამონაყარი იმაზე მიანიშნებს, რომ ლიმფური ქსოვილები წესრიგში არ არის, გამონაყარი ზურგის შუა ნაწილში კი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევებზე მეტყველებს.

ღამით ღვიძლი აქტიურად მუშაობს. ამ ორგანოს მთავარი მიზანი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაა. სწორედ ეს ტოქსინები ხდება გამონაყარისა და სახის ფერის ცვლილების მიზეზი. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ძილის ხარისხსა და სწორ კვებას. ასევე, გირჩევთ, ყოველდღიურად დალიოთ მინერალური წყალი.


скачать dle 11.3