კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წლის განმავლობაში არ დაუბანია თავი პრინც ჰარის და რას აკეთებდა ის ღამის კლუბში ვარდისფერი ლაქით შეღებილი ფრჩხილებით

10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი



დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები მუდმივად ინგლისური ბულვარული პრესის საყოველთაო ინტერესის სფეროა. თუნდაც ერთი სკანდალური ცნობა, ტახტის რომელიმე მემკვიდრეზე გაზეთის ტირაჟს მნიშვნელოვანდ ზრდის. ხოლო ამ სკანდალების მთავარ შემოქმედად უინძორების სამეფო საგვარეულოში, პრინცესა დაიანას და პრინც ჩარლზის უმცროსი ვაჟიშვილი, ჟღალი თმით განთქმული პრინცი ჰარია, თვე არ გავა, ახალი სკანდალის მთავარ ფიგურად არ იქცეს. ბრიტანული სამეფო ოჯახის მიმართ საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, დღევანდელ ნომერში შემოგთავაზებთ, სკანდალური და საინტერესო ცნობებით დახუნძლულ 10 ტრადიციულ ფაქტს პრინცის შესახებ.

1. ავღანეთში გატარებული დროის განმავლობაში, პრინცი ჰარი თითქმის ყოველდღე მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. ის საიდუმლო ვითარებაში ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქ გარმსირში, გილმენდის პროვინციაში იყო განაწილებული. ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები ამ ინფორმაციას ფლობდნენ, მაგრამ პრინცის სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შექმნოდა, ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ ამერიკული ინტერნეტ გვერდის „დრაჯ რეპორტის“ საშუალებით შეიტყო მსოფლიო საზოგადოებამ პრინცის ავღანეთში მსახურობის შესახებ. იმავე დღეს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაედას“ წევრებმა და თალიბებმა განაცხადეს, რომ ყველა ღონეს იხმარდნენ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მოსაკლავად ან გასატაცებლად. მაშინ გენერლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და პრინცი ნაადრევად, სამხედრო კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ხუთი კვირით ადრე, სახლში გააგზავნეს.

ავღანეთში გატარებული დროის განმავლობაში, ტაბლოიდ „სანის“ ცნობით პრინცი ჰარი თალიბების ადგილსამყოფელზე ბომბებს აგდებდა და გაზეთი ირწმუნება რომ, მან პირადად გაანადგურა 30-მდე თალიბი მებრძოლი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა პირადად გადაუხადა მადლობა ჰარის, სამხედრო მამაცობისთვის.

2. რამდენიმე წლის წინათ ბრიტანეთში აგორდა სკანდალი იმასთან დაკავშირებით, რომ პრინცმა ჰარიმ გაიარა რეაბილიტაცია ერთ-ერთ დახურულ ნარკოლოგიურ კლინიკაში. ბრიტანული გამოცემები ირწმუნებოდნენ, რომ არასრულწლოვანი ტახტის მემკვიდრე ალკოჰოლური სასმელებითა და მარიხუანით ერთობოდა. სკოტლანდ-იარდი საქმის აღძვრასაც კი გეგმავდა არასრულწლოვანი მოქალაქის მიმართ, მაგრამ საბოლოოდ, სიტუაცია პრინცმა ჩარლზმა განმუხტა. ჰარიმ პირადად უამბო მამას, რომ მარიხუანის მიმართ მიდრეკილება ჰქონდა და დახმარება სთხოვა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები, რომლებიც ამ საქმის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ, იტყობინებიან, რომ პრინცი მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბერში მოიხმარდა მსუბუქ ნარკოტიკს.

3. გაზეთ „მეილ ონ სანდის“ ცნობით, პრინც ჰარის რომანი ჰქონდა ცნობილ ავსტრალიელ პოპ-შემსრულებელთან ნატალი იმბრუგლიასთან. აღსანიშნავია, რომ ნატალი 10 წლით უფროსია ჰარიზე და მათ ძალიან ბევრი საერთო მეგობარი ჰყავთ. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ პრინცი და მომღერალი ხშირად ცვლიან ერთმანეთში სასიყვარულო სატელეფონო მესიჯებს. ეს ცნობა სენსაცია არ ყოფილა, რადგან პრინც ჰარის ცნობილი მექალთანის სახელი აქვს ბრიტანეთში.

4. ახლახან ბრიტანელმა პაპარაცებმა სენსაციური ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც პრინც ჰარის ხელებს ვარდისფრად შეღებილი ფრჩხილები ამშვენებდა. კლუბ „რაფელში“ მისული პრინცი ცდილობდა, დაემალა მარცხენა ხელი, რომელზეც მყვირალა ვარდისფერი ლაქით ჰქონდა შეღებილი ფრჩხილები. რატომ ჰქონდა ვარდისფერი ლაქი პრინცს ფრჩხილებზე, დღემდე უცნობია. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, ოღონდ სხვა კლუბში, მისი ძმა, პრინცი უილიამი ბინძურ და დახეულ მოკასინებში გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტიც არ გამორჩათ პაპარაცებს.

5. 2005 წელს ბრიტანელი საზოგადოება შოკში ჩააგდო პრინც ჰარის ქცევამ. სამეფო ტახტის მემკვიდრე ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე ნაცისტური გერმანიის დროინდელი სამხედრო ფორმით მივიდა. სვასტიკით „გალამაზებულ“ კოსტუმში გამოწყობილი პრინცის ფოტოები ტაბლოიდების პირველ გვერდებზე გამოჩნდა და ყველამ ერთხმად დაგმო პრინცის საქციელი. ცნობის გასვლიდან მეორე დღეს, ბუკინგემის სასახლის პრეს-სამსახურის მეშვეობით, პრინცმა ჰარიმ ბოდიში მოუხადა ბრიტანელ საზოგადოებას და ნაცისტური კოსტიუმის ჩაცმა დაუფიქრებელ შეცდომად აღიარა.

6. ლონდონურმა გაზეთმა „ნიუს ოფ ზი ვორლდმა“ თავის ვებ-გვერდზე ვიდეო ჩანაწერი განათავსა, რომელზეც პრინცი ჰარი იყო აღბეჭდილი. ვიდეო პრინცის ჯერ კიდევ კადეტთა სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდში იყო გადაღებული და მასში სამეფო ოჯახის წევრი აგდებულად საუბრობდა არაბებსა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე. კერძოდ, წარმოშობით პაკისტანელ თანაჯგუფელს „პაკის“ თავზე ჩვარმოხვეულს უწოდებდა, რაც გაზეთის მტკიცებით, შეურაცხმყოფელია არაბებისთვის.

7. ბრიტანულ ტაბლოიდზე „ზი სანზე“ დაყრდნობით სააგენტო „ემაიჯი ნიუსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ პრინც ჰარის 2 წლის განმავლობაში არ დაუბანია თავი და საერთოდ ის თვეში ერთხელ იღებს შხაპს. თავის დაუბანლობის საიდუმლო ჰარიმ მეგობრებს გაუმხილა სამხედრო სასწავლებლიდან, როდესაც ისინი ერთ-ერთ პაბში ლუდის დასალევად იყვნენ. მეგობრები აღნიშნავდნენ, რომ ჰარი უარს აცხადებდა მეთაურის ბრძანების შესრულებაზე, რომელიც მოკლე ვარცხნილობის ტარებას ავალდებულებდა. მათ ასევე დაამატეს, რომ, როდესაც ისინი ლუდის დასალევად იკრიბებოდნენ, 8 მილიონი ფუნტი სტერლინგის ქონების პატრონ ჰარის, არასდროს ჰქონდა ერთი ჭიქა ლუდის ფული.

8. 17 წლის ასაკამდე პრინცი ჰარი არ ხვდებოდა პაპარაცების ობიექტივში და მისი პერსონით ნაკლებად ინტერესდებოდნენ ჟურნალისტები. ყველასათვის მაშინ ნომერ პირველი „სამიზნე“, მისი უფროსი ძმა უილიამი იყო. ეს ყველაფერი იქამდე გრძელდებოდა, სანამ ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ სოციოლოგიური კვლევა არ ჩაატარა ყველაზე სექსუალური ბრიტანელის გამოსავლენად. ყველასათვის მოულოდნელად, პრინცი უილიამი საერთოდ არ მოხვდა ამ რეიტინგში, ხოლო პრინცმა ჰარიმ მე-11 პოზიცია დაიკავა.

9. გაზეთმა „გარდიანმა“ პრინცი ჰარი ბრაკონიერობაში ამხილა. ჟურნალისტის ცნობით, ბრიტანულმა პოლიციამ დაკითხა პრინცი და მისი მეგობარი, რომლის ვინაობა სახელდება, შევარდენის ჯიშის უიშვიათესი ფრინველის სახეობის მოკვლის ფაქტზე. სენდრიგჰემის საგრაფოში, სადაც, ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ჰარი თავის მეგობრებთან ერთად ნადირობდა, იპოვეს იშვიათი ჯიშის მოკლული ფრინველი. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით, ფაუნის იშვიათი წარმომადგენლის მოკვლისთვის ბრალდებული 6 თვიდან 1 წლამდე პატიმრობას იმსახურებს, ან ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა 5 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობით. „გარდიანი“ იტყობინება, რომ ინგლისის ტერიტორიაზე შევარდენის ამ უიშვიათესი ჯიშის მხოლოდ 20 წარმომადგენელი ბინადრობს და მათი მოკვლა სასტიკად იკრძალება.

10. „პრინც ჰარის ახალი მეგობარი გოგონას, მოდელ შანტალ ჰიუტონის მკერდი იმდენად დიდია, რომ ბიუსტჰალტერში არ ეტევა“, ასეთი სათაურით გამოვიდა რამდენიმე ინგლისური ტაბლოიდი და ცნობის რეალურობის დასამტკიცებლად მოდელის ფოტოსურათები დაბეჭდა. მას შემდეგ, რაც პრინცი თავის დიდი ხნის მეგობარ გოგონას, ჩელსი დეივის დასცილდა, რამდენიმე რომანს მიაწერდნენ – მომღერალ ნატალი იმბრუგლიასთან, მსახიობ სიენა მილერთან და მოდელ შანტალ ჰიუტონთან, რომელიც თავისი ფენომენალური სიდიდის მკერდითაა ცნობილი. მამაკაცების გულების დაპყრობის მიზნით შანტალი ხშირად მონაწილეობს თამამ ფოტოსესიებში და მისი სექსუალური სხეულის ნახვა მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალების პირველ გვერდებზე არის შესაძლებელი. როგორც აღმოჩნდა, პრინცი ჰარი ასეთი ჟურნალების მოყვარულია.

უშანგი რუხაძე

скачать dle 11.3