კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულჩვილები

2 : 1

თუკი 1 ივლისის მდგომარეობით, რუსეთ-საქართველოს შორის, დეზერტირთა თვალსაზრისით, 1 : 1 იყო (იქიდან – გლუხოვი გადმოვიდა, აქედან – ბჟანია გადავიდა), გასული კვირის მიწურულს ბალანსი დაირღვა, რადგან პერევიდან კიდევ ერთმა რუსმა ჯარისკაცმა (თუ მაინცდამაინც ჯარისკაცს დავარქმევთ 18 წლის წვევამდელს) – არტემიევმა – იდეზერტირა და ჯარში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო ქართველებს მფარველობა სთხოვა. ეს, ბუნებრივია, ქართველებს არ დაუმადლებიათ, ან კი როგორ დაამადლიდნენ, როდესაც „იმას ვეღირსეთ, რუსი ჯარისკაცი მათხოვრად მოვიდა ჩვენთან და პური გვთხოვა“. ამ ფაქტს უგულისყუროდ ვერც საქართველოს პრეზიდენტი მოეკიდებოდა და არც პოლიტიკური ინტერპრეტაცია დააყოვნა: მათ (აქეთ გადმოსულმა გლუხოვმა და არტემიევმა) გააკეთეს არჩევანი თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის, (ნეტავ ჩვენებურმა ბჟანიამ რა არჩევანი გააკეთა?!), მსურველი კი უფრო ბევრიაო. შესაბამისად, საქართველოს პირველკაცმა დაასკვნა, რომ დღეს ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ჩვენი, ყველას (მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების) თავისუფლებისთვისაცო (თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთს 150 მილიონი მოქალაქე ჰყავს, საეჭვოა, ვეყოთ)! მეორე მხრივ, რუსი დეზერტირების ქართულ მხარეს გადმოსვლას რფ-ს პოლიტხელმძღვანელობა მეტად მტკივნეულად აღიქვამს (ალბათ, ესეც არის მათი ქართველი კოლეგების გულისხმიერების მოტივიც), შედეგად კი ამის გამო რუსი სამხედროები პერევში ქართველ მოსახლეობას აწიოკებენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგადსაკაცობრიო იდეალების ერთგულება საქართველოს პოლიტხელმძღვანელობას აიძულებს, საკუთარი, ღვთის ანაბარა დარჩენილი, მოსახლეობის უსაფრთხოების ხარჯზე უზრუნველყოს ორი ცალი ოკუპანტის კეთილდღეობა, შესაძლოა, გულიც აუჩვილდათ, როდესაც რუსულ ჯარში გამეფებული „დედოვშჩინის“ შესახებ მოისმინეს. მე კი უნდა გამოგიტყდეთ, რომ სულ არ მანაღვლებს, ოკუპანტები „დედოვშჩინით“ ერთმანეთს სულს თუ ხდიან, პირიქითაც, გულს ვიოხებ, რაკი სხვა არაფერი დამრჩენია!


რუბრიკის ავტორი

ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3