კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: შეიძლება თუ არა ნერვიულობამ მენსტრუაციული ციკლის დარღვევა გამოიწვიოს?

პასუხი: ნერვულ სტრესს ორგანიზმში საკმაოდ სერიოზული ძვრების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით – ჰორმონულ ციკლთან დაკავშირებული დარღვევების. მენსტრუაციული ციკლი სწორედ ჰორმონული ცვლის თვიური ციკლის გამოვლინებაა. ციკლის დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს სათანადო გამოკვლევის ჩასატარებლად.

კითხვა: ჩემს 6 წლის გოგონას ნებისმიერი ტრანსპორტით მგზავრობისას აქვს გულისრევის შეგრძნება, ფითრდება და ცუდად ხდება. ხან უჭმელი ვამგზავრე, ხან ნაჭამი, მაგრამ ვერავითარი ცვლილება ვერ შევატყვე. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: შორეული, გადაუდებელი მგზავრობის დროს გულისრევის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ აგრონის აბები, თუმცა, მათი ხშირი ხმარება ბავშვებისთვის არ შეიძლება. მგზავრობისას თან იქონიეთ პიტნის ან ფორთოხლის საწუწნი აბები – ეს არომატები ხელს უშლის ღებინების რეფლექსის განვითარებას.

კითხვა: მეორე ბავშვზე მშობიარობისას მარჯვენა იღლიაში გამიჩნდა კვერცხისოდენა ჯირკვალი, რომელიც ხან გადიდდება, ხან დაპატარავდება. ბავშვს ვაწოვებ ორივე ძუძუს, როგორ მოვიქცე, გავაგრძელო ძუძუთი კვება თუ შევწყვიტო?

პასუხი: იღლიის ლიმფური ჯირკვლის გადიდების გამო ძუძუთი კვების შეწყვეტა აუცილებელი არ არის. უთუოდ უნდა დადგინდეს თავად ჯირკვლის გადიდების მიზეზი. თუ მხოლოდ მარჯვენა იღლიის ჯირკვალია გადიდებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ლოკალურ ანთებით ან შეგუბებით პროცესთან. შესაძლოა, ისევ გქონდეთ გაუხსნელი სადინარი. მაინც გირჩევთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და შემდგომ გინეკოლოგსაც გაესინჯოთ.

კითხვა: ჩემს მეუღლეს აქვს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ადრე ალმაგელით მკურნალობდა, ახლა კი ომეპრაზოლს სვამს, მაგრამ გვჭირდება უფრო ეფექტური პრეპარატი, რადგან, როგორც კი დიეტას დაარღვევს, მდგომარეობა მწვავდება. იქნებ გვირჩიოთ, რით იმკურნალოს?

პასუხი: წყლულოვანი დაავადება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და მისი მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს. უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც თქვენი ინდივიდუალური ობიექტური თუ სუბიექტური მონაცემების გათვალისწინებით დაგინიშნავთ საჭირო მედიკამენტებს.

კითხვა: ვარ 60 წლის. დროდადრო გულის არეში მაწუხებს ტკივილი. დამისვეს დიაგნოზი გ.ი.დ. სტენოკარდია, დამინიშნეს მკურნალობაც, მაგრამ ტკივილები ისევ მაწუხებს. გთხოვთ, მიპასუხოთ, შეიძლება თუ არა ამ დაავადებისგან განკურნება, ხომ არ მემუქრება ინფარქტი?

პასუხი: სტენოკარდიული ტკივილი იმით არის გამოწვეული, რომ გულის კუნთს ვერ მიეწოდება იმდენი სისხლი, რამდენიც სჭირდება. თქვენი მკურნალობის კურსში შეტანილი იქნება ნიტროპრეპარატები ან სხვა კორონაროგამაფართოებლები. მათი ზემოქმედებით გულის კუნთის სისხლით მომარაგება უმჯობესდება, მაგრამ, რადგან ტკივილი არ გეხსნებათ, როგორც ჩანს, პრეპარატთა დოზები არ გყოფნით. გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, რომელიც დოზებს შეგიცვლით.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი


скачать dle 11.3