კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

სოლომონ მეფის ბედნიერება

ერთხელ ერთი პატივსაცემი კაცი მეფე სოლომონთან მივიდა. ამ დროს სოლომონი ტბორში თევზების ცქერით ტკბებოდა.

– მეფეო, სულ დავიბენი! ჩემი ცხოვრების ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. აისს დაისისგან ვეღარ ვარჩევ და ბედნიერების შეგრძნება დავკარგე, – შესჩივლა კაცმა.

სოლომონი ჩაფიქრდა და უთხრა:

– ბევრი ინატრებდა შენს ადგილას ყოფნას – შენს სახლს, ბაღებსა და სიმდიდრეს.

ბრძენმა მეფემ კიდევ ჰკითხა:

– რაზე ოცნებობ?

კაცმა უპასუხა:

– ჯერ მონობისგან გათავისუფლებაზე ვოცნებობდი, შემდეგ – ვაჭრობით მიღებულ შემოსავალზე. ახლა კი არ ვიცი, რაზე ვიოცნებო.

მაშინ სოლომონმა ბრძანა:

– ადამიანი, რომელიც არ ოცნებობს, ამ ტბორში მოცურავე თევზებს ჰგავს. მათთვის ყოველი ახალი დღე გასულისგან არაფრით განსხვავდება. აისს დაისისგან ვერ არჩევენ და ბედნიერების განცდა არ აქვთ.

მეფემ თავის ნათქვამს კიდევ დაამატა:

– თევზებისგან განსხვავებით, ტბორში შენ თვითონვე ჩაიკეტე. თუ სიცოცხლეში კეთილი მიზნები არ გაქვს და შენს სახლში უმიზნოდ აქეთ-იქით ბოლთას სცემ, სიკვდილის წინ მიხვდები, რომ ამაოდ გიცხოვრია. თუ მიზანი გაქვს, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გეცოდინება, რომ მან შენს მიზანთან მიგაახლოვა ან დაგაშორა. ეს კი აზარტსა და ცხოვრების ხალისს შეგმატებს.

კაცმა შუბლი შეიჭმუხნა და თქვა:

– ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ერთი მიზნის მიღწევის შემდეგ მეორე უნდა დავისახო. ყოველი ოცნების ასრულებისას ახალი ჩავიფიქრო და ბედნიერება მხოლოდ ასე მოვიპოვო?

მეფემ უპასუხა:

– დიახ.

მცირე განსხვავება

ერთმა აღმოსავლელმა მბრძანებელმა საშინელი სიზმარი ნახა: თითქოს ყველა კბილი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსცვივდა. შეშფოთებულმა სიზმრების ამხსნელი მოიხმო. მან მოისმინა მეფის სიზმარი და ძლივს გაბედა ეთქვა:

– მბრძანებელო, ვწუხვარ, მაგრამ ცუდი ამბავი უნდა გაცნობოთ. თქვენ ყველა უახლოეს ადამიანს დაკარგავთ. ამ სიტყვებმა მეფის რისხვა გამოიწვია. მან ბრძანა, დილეგში ჩაეგდოთ უბედური განმმარტებელი და მის ნაცვლად სხვა მოეყვანათ. ამანაც ყურადღებით მოუსმინა მეფეს და თქვა:

– მბრძანებელო, ერთი სასიხარულო ამბავი უნდა მოგახსენოთ. თქვენ ყველა თქვენს ახლობელზე დიდხანს იცოცხლებთ. მისმა სიტყვებმა ძალიან გაახარა მბრძანებელი და გულუხვად დაასაჩუქრა იგი წინასწარმეტყველებისთვის. მოსამსახურეებს ძალიან გაუკვირდათ მეფის საქციელი და განმმარტებელს ჰკითხეს:

– შენც იგივე რამ არ უწინასწარმეტყველე, რაც შენმა წინამორბედმა? მაშ, რატომ დასაჯეს იგი და დაგასაჩუქრეს შენ?

კაცმა მიუგო:

– ჩვენ, ორთავემ, ერთგვარად ავხსენით სიზმარი, მაგრამ ყველაფერი იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რას ვამბობთ, არამედ, როგორ ვამბობთ.


скачать dle 11.3