კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქმნება „შანელის“ სუნამოები და როგორ მოხვდა „შანელის“ პარფიუმერიის სამყაროში ლიკა ელიავა

ეს ისტორია იდეალურია კარგი ჰოლივუდური რომანტიკული მელოდრამისთვის: პროვინციელი გოგო, უბრალო ჟურნალისტი, შემთხვევით „ვოგში” მოხვდება... – მსგავსი ისტორიები მხოლოდ ფილმებში გვინახავს. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ასეთი ფაქტები, მართლაც, არცთუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც ხდება. როგორი იყო ლიკა ელიავას გზა თბილისის ერთ-ერთი პარფიუმერიული მაღაზიის კონსულტანტობიდან „შანელის” რეგიონულ წარმომადგენლობამდე, ლიკა თავად გვიამბობს.

ლიკა ელიავა: თორმეტი წელია, პარფიუმერიის სფეროში ვმუშაობ. სამხატვრო აკადემია რომ დავამთავრე, რატომღაც, ჩავთვალე, რომ პარფიუმერიის სამყარო ყველაზე ახლოს იყო ჩემს ხელოვნებასთან. უფრო მეტად ვიზაჟისტობა მინდოდა – ხატვასთან ასე თუ ისე ახლოს არის-მეთქი, ვფიქრობდი. პირველი ხუთი წელი ვიმუშავე „ისი-პარის” ვაკის მაღაზიაში კონსულტანტად. მაშინ ტრენინგებზე ჩვენთან არავინ ჩამოდიოდა. ჩემი მენეჯერი იყო თამუნა შიხაშვილი, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. თამუნამ მასწავლა მუშაობა, რეჟიმი, საქმისადმი დამოკიდებულება. მაშინ ასე იყო – ყველა კონსულტანტი პასუხს აგებდა თითოეულ ბრენდზე. „შანელიდან” მოტივაცია, საჩუქრები და „ივენთები“ ყველაზე ნაკლები იყო. ბრენდების განაწილება რომ იყო, ერთდროულად რამდენიმე კარგი ბრენდი შემომთავაზეს, მაგრამ, არ მინდა-მეთქი. ზუსტად ერთ წელიწადში პირველი სწავლება ჩაგვიტარდა. ჩემი ახლანდელი უშუალო უფროსი, რომელიც მაშინ ტრენინგ-მენეჯერი იყო, ჩამოვიდა და საბაზო ტრენინგით მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამის შემდეგ ვამბობ, რომ „შანელი” ჩემი შვილი, ჩემი ყველაზე საყვარელი შვილია.

– რა მოხდა ასეთი?

– საოცარი ისტორიები გვიამბო. „შანელის” ერთ-ერთი პრიორიტეტი მისი ისტორიაა. იმდენად გულთან ახლოს მივიტანე ამ ქალის ამბავი, რომ, მორჩა, სხვაზე აღარაფერზე ვფიქრობდი. ამის შემდეგ რამდენიმე წელი „ისი-პარიში” „შანელის” ვიზაჟისტად ვმუშაობდი. მერე უცებ დავიღალე და წავედი სამსახურიდან. ერთი თვე ვიმუშავე „ბილაინში”. აბსოლუტურად შემთხვევით მოვხვდი იქაც – მეგობარს მივყევი გასაუბრებაზე. მაგრამ, მივხვდი, რომ იქ ვერ გავძლებდი. ამ დროს უკვე ჩემმა უშუალო უფროსმა, დავიდ მარდაშევმა, ეს სამსახური შემომთავაზა. ეს ადამიანი არის ჩემი დედა, მამა და ყველაფერი. მან ირწმუნა ის, რაზეც ყველაზე დიდ იმედს ვამყარებდი. დავიწყე კომპანიაში „ბრენდ მენეჯერის” თანამდებობაზე მუშაობა. თავიდან ჩამაბარეს სამი რეგიონი: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, მერე დამიმატეს ყაზახეთი. დღეს უკვე ყველა კონსულტანტს ვეუბნები, ადამიანის ნებისმიერი ოცნება მატერიალიზებადია; თუკი რაღაც ძალიან გინდა, იმისკენ უნდა იარო და ოცნება აუცილებლად ახდება. როდესაც კონსულტანტი ვიყავი და ვამბობდი, მე „შანელში” ვიმუშავებ-მეთქი, ყველა იცინოდა. ერთი თანამშრომელი მეუბნებოდა, ვის სჭირდები „შანელში” საქართველოდანო. მართლაც აბსოლუტურად არარეალური იყო.

– რომ დაგირეკეს და ეს გითხრეს, წარმომიდგენია, რა შოკი იყო.

– შოკი?! შოკი – ეს რბილად ნათქვამია. როგორც კი დამირეკა და შემომთავაზა ეს თანამდებობა, ერთი წუთიც, არ მიფიქრია, ანაზღაურებაც კი არ მიკითხავს, მაშინვე დავთანხმდი. მეუბნებოდა, არ გაინტერესებს ანაზღაურებაო? არ ვიცი, იმ მომენტში მართლა არ ვდარდობდი ამაზე. შეიძლება, ამბიციის ამბავიცაა, თანახმა ვიყავი, იმ ეტაპზე უხელფასოდაც მემუშავა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ხელფასიც შრომის შესაბამისი მაქვს.

– პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო, როცა სათავო ოფისში ჩახვედი?

– პარიზში ჯერ მაშინ ჩავედი „შანელის” სახლის დასათვალიერებლად, როდესაც ვიზაჟისტად ვმუშაობდი. ვერ გადმოგცემ იმ ემოციას, რაც იქ მქონდა. მისი სახლის ნახვის შემდეგ მივხვდი, რა პროდუქტი რასთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პროდუქცია, რაც ჩვენთან გამოდის, უშუალოდ დაკავშირებულია მის ისტორიასთან, მის სახლთან, ბიოგრაფიასთან. მოყოლილი ძალიან კარგია, მაგრამ, დამიჯერეთ, ნანახი ასჯერ უკეთესია. თან ამას უყურებ და გახსენდება, რომ ექსკლუზიური კოლექცია – „კორომანდელი” – შექმნილია შირმებისგან, რომელიც შანელს ძალიან უყვარდა და ამ შირმას შენ უყურებ.

– ახლა როგორია შენი სამუშაო?

– ყოველ ექვს თვეში გამოცდას ვაბარებ. ტრენინგის დროს ჩემი უფროსი მესწრება და შეფასებას მიწერს. ასეთივე შეფასება ხდება პარიზში, როცა ახალ პროდუქციას გვაცნობენ და გვეუბნებიან: აი, დღეს პირველად ხედავ პროდუქტს და მისი პრეზენტაცია გააკეთეო. სულ გამოცდებში ვარ, რთულია, მაგრამ, ძალიან საინტერესო. გამომდინარე იქიდან, რომ კარგად იცი ისტორია, ზუსტად ხვდები, რას შეიძლება დაუკავშირო ის კონკრეტული პროდუქტი. ვითხოვე და პირველი ტრენინგი საქართველოში ჩამატარებინეს. ტრენინგი ასე დავიწყე: ჩათვალეთ, რომ მშობიარობა მაქვს, თან – რთული და უნდა დამეხმაროთ-მეთქი. მათი მხარდაჭერა რომ არ მეგრძნო, არ ვიცი, ალბათ, ამას ვეღარც შევძლებდი. საოცრად გამამხნევეს – მიდი, ლიკა, ძალიან მაგარიაო და ამან დიდი სტიმული მომცა. ახლა უკვე საერთოდ აღარ ვნერვიულობ. ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე ჩემი უფროსისგან. არ ვიცი, ეს არის ადამიანი „გუგლი” – ყველა კითხვაზე აქვს პასუხი და, თან არგუმენტაციით. ვთქვათ, ჩამოვიდოდა და სადმე ყავაზე ვისხედით, ვიმახსოვრებდი, რას ამბობდა და ვიწერდი. თუ იტყოდა, ეს წიგნი წავიკითხე, ეს ფილმი ვნახეო, მეც ყველაფერს ვნახულობდი და ვკითხულობდი. ყველაფერი მადგებოდა. ახლა ის „შანელის” სწავლების დეპარტამენტის უფროსია.

– ქარხანა საფრანგეთშია?

– დიახ. მაგრამ, მაგალითად, ჩვენი ახალი პროდუქტი დეკორატიულ კოსმეტიკაში იაპონიაში მზადდება, რადგან ჩრდილების დამუშავების ეს ტექნოლოგია მხოლოდ იქ აქვთ. მინდა ადამიანებს დავუმსხვრიო ის წარმოდგენები, თითქოს მეორეხარისხოვანი ქვეყნებისთვის პროდუქცია, სუნამოები, სხვაგან მზადდება. ყველასთვის ერთნაირად მზადდება, დამიჯერეთ.

– შენ მხოლოდ „შანელს” ხმარობ, ხომ?

– რა თქმა უნდა. ეს ემოციური მომენტია. ნებისმიერი პროდუქტი შენზე ისე მოქმედებს, როგორც მას აღიქვამ, გარდა იმისა, რომ ვიცი მისი ხარისხი, მიყვარს ბრენდი და მისი ერთგული ვარ. შეზღუდვა ამ მიმართულებით არ გვაქვს, კანონში არ წერია, რომ პრეზენტაციაზე აუცილებლად „შანელი” უნდა გეცვას და გეპკუროს. მაგრამ არასდროს, არც ტრენინგებზე, არც ოფიციალურ შეხვედრებზე არ მაცვია სხვა ბრენდი. კომპანია ძალიან ბევრ საჩუქარს გვიკეთებს ამ მიმართულებით. შეიძლება, „ოტ-კუტიურს” ვერ შევწვდე, მაგრამ რაღაცეების ყიდვას თავადაც ვახერხებ. თვითონ ვარჩევთ ყველა ქვეყანაში კონსულტანტს, სადაც პირველი კითხვა არის ხოლმე: რატომ გინდა „შანელი”? ისტორიას გასწავლი, მაგრამ მის მიმართ რაღაც ემოციები მაინც თუ არ გაქვს, ვერ გავაღვივებ სიყვარულს. მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი დიზაინერია, ეს არის ლეგენდა, ქალი, რომლის გამოც პარფიუმერიული „ოსკარი“ შეიქმნა. ქალი, რომელსაც განათლება არ მიუღია, არსად უსწავლია, არ ჰქონია წარმომავლობა...

– რასაც სულ მალავდა.

– დიახ. მაგრამ, ჰქონდა ძალიან დიდი ამბიცია და ეს მისი გემოვნებიდან მოდიოდა. დამტკიცებულია, რომ ის თავისი გემოვნებით მინიმუმ ორმოცდაათი წლით უსწრებდა დროს. ყველაფერი – მოკლე ვარცხნილობები, ნამზეური, რომელიც ასე მოგვწონს, „ტელნიაშკები” – ეს შანელის შემოტანილია. ის ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც გაბედა და კაცის შარვალი ქალს ჩააცვა. თან, პირველად ექსპერიმენტს ყოველთვის საკუთარ თავზე აკეთებდა. შეიჭრა თმა და თქვა, დამეწვა და, იძულებული გავხდი, შემეჭრაო. შეიძლება, გრძელი თმისადმი პროტესტის გამო გააკეთა ეს, მაგრამ, სხვანაირად ახსნა. თვითონ იყო სასწაული „ტრუდოგოლიკი” და ძალიან მომთხოვნი – თანამშრომლების მიმართ. ბუტიკში რომ შევიდოდა, ფეხის ხმით ხვდებოდნენ – „მადმუაზელი მოვიდაო” და იქ სამარისებური სიჩუმე იყო. კოლექციის წინ სულ ღამეებს ათენებდა. ძალიან ბევრი რამ არის მის სახელთან დაკავშირებული. ლუკინო ვისკონტი არ იქნებოდა წარმატებული რეჟისორი, რომ არა შანელის მიერ გაწეული რეკომენდაცია. რომი შნაიდერზე პირველად მან თქვა, საოცრად ლამაზი და დახვეწილიაო. რუსული ბალეტის გადარჩენაც შანელის სახელს უკავშირდება – მან გაუწია სპონსორობა. მის სახელთანაა დაკავშირებული ცნობილი დიეტა – ყავა და სიგარეტი. უდიდესი გავლენა ჰქონდა.

– რა პარამეტრების უნდა ყოფილიყო ქალი?

– თვითონ სილამაზით არ გამოირჩეოდა, თუმცა, ყოველთვის ძალიან გამხდარი იყო, ჰქონდა შარმი და ქარიზმა. შეეძლო, ყველა თავისი ნაკლი მოდის ახალ ტენდენციად წარმოეჩინა, თუნდაც დიდციფერბლატიანი საათი. პირველად ასეთი საათი თვითონ გაიკეთა ელემენტარული მიზეზის გამო – ცუდად ხედავდა. მაგრამ, თქვა, რომ მომწონს და იმიტომ მიკეთიაო. უამრავი ასეთი დეტალია. მაგალითად, ყველა ქალის საყვარელი „ბალეტკები”, კრემისფერი, შავი ცხვირით. ვიზუალურად საოცრად აგრძელებს ფეხს. იმის გამო, რომ ფეხზე მდგომი არგებდა მოდელებს ტანსაცმელს, იღლებოდა და თავისთვის შეიკერა. ხედავთ? უკვე ტრენინგს გიტარებთ. ამ ბოლო დროს ვაკვირდები და, სადაც არ უნდა ვიყო, თუნდაც ლიფტში, ვიღაც ჩინელთან ერთად, ჩემს კომპანიაზე ლაპარაკს ვიწყებ (იცინის). შანელი სულ ატარებდა მარგალიტს და ამბობდა, ბრილიანტი და მარგალიტი ფასის გამო არ მხიბლავს, მომწონს ის, რომ შუქის გადანაწილების უნარით სახის ნაოჭებს ხაზს არ უსვამსო. ამიტომ, განსაკუთრებით სიბერეში, სულ მარგალიტს ატარებდა – შუქის გადანაწილების ხარჯზე ქალს უფრო ლამაზს აჩენსო. ცნობილი ჩანთა, იცით ალბათ – „დვა პიისატ პიატ”, სულ კითხულობდნენ, რატომ ჰქვია ასეო? იმიტომ, რომ 1955 წლის 2 თებერვალს გამოვიდა. მისი ჩანთის „კლეტკა”, მატლასე, როგორ წამოვიდა, იცით? შანელი 12 წლის ასაკში მამამ მონასტერში დატოვა და იქ გაიზარდა. მონასტერში იყო ფასიანი და უფასო განყოფილება. უფასოში იყო შანელი, სადაც ბავშვები მონასტრის შემოწირულობით ცხოვრობდნენ. ტანსაცმელი რომ არ დახეოდათ, მათ ასე, დიაგონალურად „უსტროჩკავდნენ”. სწორედ აქედან მოდის ის ცნობილი ჩანთები, რომელიც მილიარდობით იყიდება მსოფლიოში დღემდე.

– როგორია შენი გეგმები?

– გადასარევად ვგრძნობ თავს. მაქვს გარკვეული გეგმები, რომლებიც ისევ ჩვენს კომპანიას უკავშირდება და თუ მას განვახორციელებ, აუცილებლად გიამბობთ.




скачать dle 11.3