კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გიჟური სიჭრელე და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გავლენა „დიორის” ახალ კოლექციაზე

„კრისტიან დიორის” ჩვენების ბოლოს გამოსულმა ჯონ გალიანომ თავად გააკეთა კოლექციის მიმდინარეობისა და სტილის დეკლარირება, თუმცა ამაზე ცოტა გვიან. პირველ ყოვლისა კი, მოდის კრიტიკოსების შეფასებებს გადავხედოთ. მათ, რბილად რომ ვთქვათ, იმედი გაუცრუვდათ, მოლოდინმა არ გაუმართლა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯონ გალიანოს ოტ-კუტიურ და „კრისტიან დიორის” „რედი“ თუ „ვეარ“ ჩვენება უხილავი ძაფებით, მაგრამ, საკმაოდ ახლოს იდგა ერთმანეთთან. თითქოს, გალიანოს ჯადოსნურმა ყვავილების ფერიებმა, რომელიც დიზაინერმა გასული წლის ივლისში წარმოადგინა, ერთგვარი ტრანსმუტაცია განიცადეს. ჩვეული ეშმაკობით, გალიანომ მაინც შეძლო ყურადღების სხვა მოტივებზე გადატანა, რადგან, ჩვენების ბოლოს ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ დიზაინერს დიდი ხანია, ტროპიკები შთააგონებს და ახლაც, როდესაც უკვე სრულწლოვანებას მიაღწია ტროპიკებისადმი სიყვარული ჩვენებაზე წყნარი ოკეანის რიფებად გადაიქცა, რომელიც გავლენას უფრო მეტად სამხრეთამერიკული ქვეყნებიდან იღებს, აღფრთოვანებულია მეზღვაურებითა და გარუჯული მუქკანიანი ლამაზმანებით.

კოლექციის მასკულინურმა სპექტრმა გაცილებით დიდი მოწონებით ჩაიარა: თეთრი ლაბადისებური მოსაცმელები, მეზღვაურის ქუდები, ლაჟვარდისფერი მოკლე თხელი ქურთუკები, სამხედრო-საზღვაო სამოსის სტილში გადაწყვეტილი გემზე მომსახურე ქალბატონების თემა შოუს შუამდე გაგრძელდა – თეთრი „მატროსული” ქუდები, თხელ კაბაზე მორგებული ლურჯი, კარგად დამუშავებული, ნაზი ნატის პიჯაკი, „პლაშოვკის” წყალგაუმტარი ქურთუკები ბევრი ზონრით, განიერი ლურჯი შარვლები დიდი მრგვალი ღილებით ჯიბეებთან...

თუმცა, გალიანომ, მართალია, არა ორ რადიკალურ ნაწილად, მაგრამ მაინც გაყო შოუ ორ სხვადასხვა მიმართულებად. მეორე ნაწილიც ძალიან ახლოს იყო ზღვასთან, სანაპიროსთან, გემთან, მაგრამ, ეს იყო სამხრეთამერიკული ტროპიკების, ხორცსავსე, მრგვალფორმებიანი ბრაზილიელებისა და მექსიკელების, ჩილელებისა და ურუგვაელების საზღვაო ჩაცმულობა. სხვადასხვა ტონალობის ნარინჯისფერი, ფირუზისფერი, ჟოლოსფერი, მკვეთრი ყვითელი და ეს ფერები კიდევ უამრავ ფერთან შერწყმული, თეთრი ყვავილებით გაფორმებული და მაქსიმალურად აჭრელებული... თხელი აბრეშუმის კაბები ჰაეროვანად მოჰყვებოდა მოდელებს, თითქოს თან მოჰქონდა ოკეანის ბრიზი, ტროპიკული ფრინველების სიჭრელე, სანაპიროზე მცხოვრებთა უდარდელობა და სიხარული.

ალბათ, მხოლოდ გალიანოს შეეძლო, ერთ კოსტიუმში გაეერთიანებინა მოკლესახელოებიანი მკვეთრი სტაფილოსფერი პიჯაკი, მოკლე ვარდისფერი ატლასის ქვედაბოლო, თეთრი ყვავილებითა და ღია ნარინჯისფერი, ფორთოხლისფერი ღია ფეხსაცმელი, რომელიც ლენტებით კოჭთან იკვრება. ამ ყველაფერთან კი უზარმაზარი ცისფერი მძივი იწონებდა თავს. ასეთი „გიჟური” ფერების შერწყმა მხოლოდ ჯონ გალიანოს შეეძლო, ისიც, „დიორისთვის”. სანაპიროსთან ახლოს, ჩალის ქოხებში მცხოვრები გრძელფეხება გოგონები რიგ-რიგრობით გამოდიოდნენ პოდიუმზე. საინტერესო იყო, რომ მძივების მაგივრობას მათ ხშირად ფერად-ფერადი ყვავილების ყელსაბამები უწევდა. ულამაზესი იყო ნარინჯისფერი თხელი, კოჭებამდე სიგრძის მოსაცმელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მოდელის – შავკანიანი ატოის სხეულს ფარავდა. ფირუზისფერი ღია ფეხსაცმელი კი ნარინჯისფერს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. მართალია, ჩვენების ბოლოს გალიანომ საღამოს ჩაცმულობები წარმოადგინა, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის სამოსი, რომელსაც ნიუ-იორკში ან პარიზში წვეულებაზე ჩაიცვამ. ეს იყო თხელი, თითქმის გამჭვირვალე კაბები, რომლებიც ძალიან მოუხდება წვეულებას გემზე ან რომელიმე კურორტზე. ასე, რომ, „დიორი” ამ სეზონზე თქვენს დასვენებას უზრუნველყოფს.

P. S. მას შემდეგ, რაც ანტისემიტური განცხადებების გამო ატეხილი სკანდალის შემდეგ „დიორმა“ თავისი სახელის პრესტიჟი ჯონ გალიანოს მოდის სახლიდან გაშვებით აღიდგინა, ეს კოლექცია ერთ-ერთი ბოლო აღმოჩნდა – გენიალურმა, მაგრამ ექსცენტრიკულმა ბრიტანელმა ყველაზე დიდი ფრანგული სახლი დატოვა.


скачать dle 11.3