კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იმატებს მოღალატე ცოლების რიცხვი და არიან თუ არა ამაში დამნაშავე მათი ქმრები

თემა იგივე: – ღალატი! მართალია თუ არა, რომ ბოლო დროს ცოლებიც არ ჩამოუვარდებიან ქმრებს ღალატში და სულ უფრო იმატებს მოტყუებული ქმრების რიცხვი?! ძნელია სტატისტიკას ენდო, ან შეეცადო, თავად დაითვალო, ვინ მეტად და ვინ ნაკლებად, მაგრამ ფაქტია, რომ ქალები გააქტიურდნენ. ისინი აღარ ცდილობენ, დამალონ თავიანთი ჭეშმარიტი ზრახვები. სულ უფრო ხშირად გაისმის, ნიშნისმოგებით ნათქვამი: მიღალატებ?! – მეც გიღალატებ! რით ვარ შენზე ნაკლები?! არცთუ იშვიათად, როგორც ამას ფსიქოლოგებიც აღიარებენ, სწორედ ჯიბრი და იმის დამტკიცების სურვილი, რომ მასაც შეუძლია პარტნიორისთვის ტკივილის მიყენება, უბიძგებს ქალს, ღალატისკენ.

არავითარი რომანტიკა? მხოლოდ ჯიბრი?! ვინ იცის, ქალები ხომ მაინც შეუცნობელი, იდუმალი არსებები არიან...

ლალიკო (38 წლის): სიყვარული არაჩვეულებრივი გრძნობაა და ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა მე და ჩემი ქმარი შეყვარებულები ვიყავით. მაშინ ის ჩემთვის ყველასა და ყველაფერზე ძვირფასი იყო. ჭკუიდან გადავყავდი. გვერდიდან ვერ ვცილდებოდი და მისი ხელის შეხებაზეც კი სუნთქვა მეკვროდა. დარწმუნებული ვიყავი, ეს არასოდეს დამთავრდებოდა. ღალატს ხომ საერთოდ ვერ დავუშვებდი. როდის „დამძიმდა” და „ჩამუქდა” ჩვენი ურთიერთობა, არ ვიცი. არც ის მახსოვს, როგორ მოხდა ეს. ერთბაშად, თუ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი და, იმ ათი წლის განმავლობაში, რაც გათხოვილი ვარ, ქმარზე ერთხელაც არ მიეჭვიანია.

– იქნებ, ეს თქვენი მეუღლის დამსახურებაა. მას არ მოუცია თქვენთვის ამის საბაბი?

– შეიძლება. მე არ უარვყოფ მის დამსახურებას, მაგრამ შეიძლება, მასაც აქვს თავისი საიდუმლო, ხომ გესმით ჩემი. მე არასდროს ჩავკირკიტებივარ და ჩავღრმავებივარ. უკან არ მიდევნია, არ „მიქექია”, თორემ ვიპოვიდი რაღაცას. ხომ იცით, ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. თუმცა, ეს ხუმრობით. სერიოზულად კი იმას გეტყვით, რომ იშვიათია ცოლ-ქმარი, ბოლომდე გახსნილი იყოს ერთმანეთთან და აბსოლუტურად ყველაფერს უმხელდნენ. არ ხდება ასე, ან ძალიან იშვიათად ხდება. მე ვენდობოდი ჩემს ქმარს, მაგრამ ვცდილობდი, არ მეფიქრა, ხომ არ მატყუებს-მეთქი. არასოდეს ავყოლივარ ფანტაზიებს. რისიც გინდა რომ გჯეროდეს, ის უნდა დაიჯერო.

– ანუ, თუ გინდა, რომ ქმარზე არ იეჭვიანო, უნდა დაიჯერო, რომ არ გღალატობს?

– რაღაც მაგდაგვარია, მაგრამ მე ჩემს ქმარზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, ღალატზე მინდა, ვილაპარაკო. იცით, რომ ორნაირი ღალატი არსებობს? ღალატი ხომ მაინც ტყუილია. ტყუილი ერთი ადამიანის ინტერესებისთვის.

– თუმცა, ზარალდება ორი... ხან – სამიც...

– დიახ, მაგრამ თვითონ ამაზე არ ფიქრობ. სამწუხრაოდ, არ ფიქრობ. არ ვიცი, ეს ეგოიზმია, თუ კიდევ სხვა რამ. ღალატი ორნაირია-მეთქი – ემოციური და ფიზიკური. მე მივხვდი, რომ ემოციური არანაკლებ მტკივნეულია და იგივეა, რაც ფიზიკური. გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ემოციური ღალატი არ არის სრულფასოვანი ღალატი და, რომ ის დასაშვებია. ვითომ სინდისს იმშვიდებ. ღალატი მარტო სექსი არ არის. მეტსაც გეტყვით, ზოგჯერ შეიძლება, სექსი არც იყოს ღალატი.

– ფიზიკური სიახლოვე უცხო მამაკაცთან, როცა გყავს ქმარი, შეიძლება ღალატი არ იყოს?

– შეიძლება კარგად ვერ ვთქვი. მე იმისი თქმა მინდოდა, რომ მარტო სექსი არ უნდა აღიქმებოდეს ღალატად. არადა, მიღებული ხომ ასეა. სამწუხაროდ, მეც მეგონა, რომ ემოციური სიახლოვე უცხო მამაკაცთან, არ მიმიყვანდა ფიზიკურ ღალატამდე.

– ანუ, ემოციური ღალატი გადადის ფიზიკურ ღალატშიც?

– იცით, რა არის? შეიძლება არც გადავიდეს, მაგრამ თუ შენს ფიქრებში უკვე დაუშვი ქმრის ღალატი, თუ ემოციურად ეს ყველაფერი განიცადე, აქვს კი მნიშვნელობა, ფიზიკურადაც იქნები იმ სხვასთან, თუ არა?! შეგიძლიათ, მომისმინოთ და მიმიხვდეთ, მე რისი თქმა მინდა ამით?

– დიახ, იმის, რომ თუ არ გინდა, ქმარს, სხვა კაცთან, უღალატო ყველაზე უწყინარი სასიყვარულო თამაშიც არ უნდა დაუშვა.

– გეთანხმებით. აბსოლუტურად სწორად ბრძანებთ. არ უნდა თქვა, რომ შენ მაგარი ხარ და ყველაფერს გააკონტროლებ. ვერაფერსაც ვერ გააკონტროლებ. ეს მხოლოდ სათქმელად არის ადვილი. ნდობა ურთიერთობის საფუძველია. როცა ნდობა ქრება, როცა არათუ პარტნიორს, საკუთარ თავსაც კი აღარ ენდობი, ძალიან ჭირს, ცხოვრება ჩვეულ რიტმში გააგრძელო. ღალატი უპირველესად, სწორედ ნდობას ანადგურებს. ის ამცირებს შენს პარტნიორს. ჩვენს შემთხვევაში, მეუღლეს. მამაკაცებს ეს არ ესმით – მე ვიღაცასთან „წავიმაიმუნებ”, შენ რა გაკლდება ამითო, ამბობენ და ცდილობენ, სექსის მნიშვნელობა იმ სხვასთან გაანეიტრალონ. ძალიან უსუსური არგუმენტია. რატომ გვტკივა ქალებს, როცა გვღალატობენ? – იმიტომ, რომ თავს დამცირებულად ვგრძნობთ. კაცი, რომელსაც ეს ესმის, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ღალატის მთელი სიმძიმე, ისიც იცის, როგორ „წაიმაიმუნოს.” ისე, რომ ქალმა თავი დამცირებულად არ იგრძნოს. შესაძლოა, ჩემი ქმარი, ასეთი მამაკაცების კატეგორიას მიეკუთვნება, ვერ დავიფიცებ, რომ ჩემს გარდა, ქალი აღარ უნახავს, მაგრამ ჩემს ყურამდე, ჭორადაც არ მოსულა ინფორმაცია. თუმცა, რომანტიზმი დიდი ხნით გაქრა ჩვენი ურთიერთობიდან.

– ეს იყო მაპროვოცირებელი ფაქტორი, რამაც ღალატისკენ გიბიძგათ?

– ასე, პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ღალატისკენ მიბიძგა, რომანტიზმის დეფიციტმა. თუმცა, ეტყობა, მოთხოვნილება მქონდა. მაკლდა ის რაღაც „მარცვალი,” რომელიც ცხოვრებას საინტერესოს ხდის. ადამიანი, რობოტი არ არის, არ დაკვირვებიხართ, როგორია ჩვენი ყოველდღიურობა?! თოჯინებივით მომართული, მექანიკურად ვაკეთებთ ერთსა და იგივეს. დაალაგე, გარეცხე, წადი სამსახურში... მიდი... დაწექი, ადექი. ისევ იფიქრე იმაზე, რა საკვები მოამზადო და როგორ ასიამოვნო ოჯახის წევრებს. სექსიც „ყოველდღიური,” „მექანიკური” და „ჩვეულებრივი” ხდება. იცი, რომ უნდა გააკეთოთ, როგორც ჩაი უნდა დალიოთ ან ისადილოთ. ზოგჯერ არანორმალურად მინდოდა, ქმარს ეეჭვიანა ჩემზე. სცენა მოეწყო და ეგრძნობინებინა, რომ არავის დაუთმობდა ჩემს თავს. რომ მე მისი „ქალი” ვიყავი. ვის გამოც მუშტითაც იჩხუბებდა.

– ამის შესახებ ქმართან გისაუბრიათ?

– არა. არასოდეს. რას ამბობთ? აზრადაც არასოდეს მომსვლია.

– რატომ?

– არ ვიცი. ისე, მართალი ბრძანდებით. რატომ არასოდეს გამიჩნდა სურვილი, ქმრისთვის გული გადამეშალა. ეს რომ მექნა, ალბათ, უკიდურესობამდე არ მივიდოდი. არ ვიცი, რამდენად გამიგებდა ქმარი და ჩემთან ერთად შეეცდებოდა, ურთიერთობაში რაღაც შეგვეცვალა, მაგრამ ხომ უნდა მეცადა, შანსი ხომ უნდა მიმეცა იმისთვის და უპირველესად, საკუთარი თავისთვის. რისი შემეშინდა?!

– თქვენ შეძლებდით, გეპატიებინათ ქმრისთვის ღალატი?

– ღალატის პატიება-არპატიება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აფასებ შენს ურთიერთობას მეუღლესთან. გიღირს თუ არა ის და რა არის ღალატის მიზეზი. თუ გრძნობ, რომ რაღაც დოზით შენც ხარ ამაში დამნაშავე, უფრო ადვილად „აბიჯებ” საკუთარ თავმოყვარეობას. თუ იცი, რომ მეუღლის გარეშე ვერ იცხოვრებ, ან უფრო ცუდად იქნები, მაშინაც ცდილობ, აჯობო შენს თავმოყვარეობას. თუმცა, ვერ გეტყვით, რამდენად სრულფასოვანი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა. ახლაც ხომ დაახლოებით მსგავს მდგომარეობაში ვარ. ოღონდ მოღალატის როლში თავად აღმოვჩნდი, მიუხედავად იმისა, რომ სექსი სხვა კაცთან არ მქონია. მხოლოდ მივუახლოვდი და თითქმის „შევეხე”.

– დაიწყო მესიჯებით...

– დიახ. დაიწყო მესიჯებით. ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად მივიღე მესიჯი: „შენს დავიწყებას ვცდილობ, მაგრამ არც სურვილი მაქვს და არც ძალა”, – იმდენად გავოგნდი, რამდენიმე წუთი გაშტერებული ვიჯექი. ვერავინ გავიხსენე ისეთი, ვისაც ასეთი მესიჯის მოწერა შეეძლო. გადავწყვიტე, რომ შეეშალათ. გავუგზავნე პასუხი: – ნომერი შეგეშალათ-მეთქი. არაფერი შემშლია. ბევრი ვიწვალე, სანამ შენი მობილურის ნომერს გავიგებდი. ასე ადვილად არ დავნებდები. დიდი ხანია, მსგავსი არაფერი განმიცდია, ყველაფერს გავაკეთებ, შენი გულის მოსაგებადო. იმ დღეს ვეღარაფერი გავაკეთე, სამუშაო დღე „ჩამივარდა,” სახლშიც ძალიან აფორიაქებული მივედი. აღგზნებული ვიყავი და ქმარმაც კი იგრძნო, რომ ჩემს თავს რაღაც ხდებოდა. მკითხა, სამსახურში პრობლემები ხომ არ გაქვსო. არა-მეთქი.

ველოდი, მომეფერებოდა, რაღაც ისეთს მეტყოდა, რომ გული „შემიფრთხიალდებოდა”. შეიძლება, მომეყოლა კიდეც მესიჯების შესახებ და ერთად ბევრს ვიცინებდით, მაგრამ...

– მაგრამ არ მოინდომა, თქვენი უგუნებობის მიზეზს ჩაღრმავებოდა?

– ალბათ. შეიძლება დაეზარა. უფრო ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა ამ ამბავს. ყურადღების ღირსად არ მიიჩნია, მაგრამ მე მას არ ვადანაშაულებ.

– გულის სიღრმეშიც არ მიიჩნევთ, თქვენი ღალატის თანამონაწილედ?

– დიახ. გულის სიღრმეში ცოტა სხვანაირად არის ხოლმე ყველაფერი. მეორე დილით ქმარს ვთხოვე, შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გავატაროთ, სადმე პატარა სასტუმროში, ორივეს წაგვადგება დასვენება-მეთქი. კარგი იქნებოდა, ჩემო სიხარულო, მაგრამ ჩემს შეფს შევპირდი, რომ აგარაკზე წავყვებოდი. ეზო აქვს დასალაგებელი და უნდა მივეხმარო. უარს ვერ ვეტყვი, უხერხულიაო. ძალიან გავბრაზდი. მე უკვე მოფიქრებული მქონდა, როგორ გამეოცებინა მეუღლე ახალი ეროტიკული საცვლებით, რომლის ყიდვასაც ვაპირებდი. აბაზანაში შევვარდი და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე. წარმოიდგინეთ – ვერ მიხვდა, რატომ მქონდა მის სიტყვებზე ასეთი მძაფრი რეაქცია. ან ამ შემთხვევაშიც „არ მიხვდა.” სულ მგონია, რომ მამაკაცები არც ისეთი გულუბრყვილოები და მიუხვედრელები არიან, როგორი „პოზაც” უჭირავთ. რაც მათთვის სასარგებლო არ არის, „ვერ იგებენ” და „ვერ ხვდებიან”. ძალიან მომგებიანი ვარიანტია. ცუდი არ იქნებოდა, ქალებსაც შეგვძლებოდა იგივე, თუმცა ზოგიერთებს შეუძლიათ და ისინი, ამით მხოლოდ იგებენ. ჯერ კიდევ არ ვიყავი დამშვიდებული, რომ მესიჯი კიდევ მივიღე. შინაარსი ზუსტად ისეთი იყო, ჩემს განწყობას რომ უპასუხებდა. „ზოგჯერ ისე მარტოსული ვარ ამ ხალხით სავსე სამყაროში... ვეძებდი და ვიპოვე, მეორე მარტოსული, ხელი არ მკრა, თორემ სულ დავიკარგები.” მთელი დღე წრიპინებდა ჩემი მობილური.

– პასუხობდით?

– კი. ვპასუხობდი. პირველ ორ მესიჯზე არა, მაგრამ მერე ავყევი. იმ წუთში ეს ძალიან მჭირდებოდა. გამოვცოცხლდი და ნელ-ნელა ისე გავხალისდი, ღიღინის განწყობაც დამიბრუნდა. როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. აღარ შევბრძოლებივარ იმ პოზიტიურ განცდას, რომელსაც უცხო მამაკაცის ყურადღება მანიჭებდა.

– ვერ გაიგეთ ვინ იყო?

– როგორ არა. ჩემი დის თანამშრომელი აღმოჩნდა. ჩემმა დამ დაბადების დღე გადაიხადა რესტორანში და იქ მნახა. მე ვერაფრით გავიხსენე, როგორი ტიპი იყო გარეგნულად, იმდენად არ მიმიქცევია მისთვის ყურადღება. არ დავმალავ, რომ ცოლი ჰყავდა.

– არც ამისთვის მიგიქცევიათ ყურადღება?

– არა. იმიტომ, რომ არაფერს ვაპირებდი. მესიჯებს ვპასუხობდი და დარწმუნებული ვიყავი, ჩვენი ურთიერთობა ამის იქით არ წავიდოდა. ჩემმა თანამშრომელმა მკითხა, ვის ემესიჯები მთელი დღე, დაასვენე ის კაციო – ანუ, ქმარი იგულისხმა და რომ ვუთხარი, რაც ხდებოდა, ძალიან არ მოეწონა. მოეშვი, მაგ თამაშს. ძალიან კარგი ქმარი გყავს და პრობლემებს ნუ ეძებ. ცუდად არ დამთავრდეს შენი გართობაო. გამეცინა, მე ამას ვინ ვგონივარ-მეთქი, გავიფიქრე. აბსოლუტურად ვაკონტროლებ საკუთარ თავს და როცა მომინდება, მაშინ გავჩერდები-მეთქი. როგორ ვცდებოდი. იცით, როგორ შემიყოლია ამ „თამაშმა”? ორი დღის შემდეგ, მობილური ჯიბეში მედო და ჭურჭელს ისე ვრეცხავდი. ახლა ვფიქრობ, ნეტავი, დამეთვალა, რამდენი ესემესი დამჭირდა ღალატამდე მისასვლელად-მეთქი. წარმოგიდგენიათ? მე, რომელსაც პატიოსნებაზე მქონდა თავი გადადებული, უცხო მამაკაცთან ერთკვირიანი „მესიჯობის” შემდეგ, მზად აღმოვჩნდი, ქმრისთვის მეღალატა. გეფიცებით, თუ თავადვე არ მიჭირდეს ამის დაჯერება. რომ მომწერა, შევხვდეთო, საკმაოდ მკაცრად ვუპასუხე, გამორიცხულია-მეთქი. მაგრამ, მერე რაღაც ხმა „შემომიჩნდა” – „მიდი, შეხვდი და ნახავ, ეგ შენი რომანტიკული რაინდი, ერთი ჩვეულებრივი თავმოტვლეპილი მექალთანე რომ აღმოჩნდება.” მეც ვიფიქრე, მგონი, აჯობებს შევხვდე, რეალურად ვნახო, რას წარმოადგენს, რომ არანაირ ფანტაზიებში არ გავიჭრა-მეთქი, წარმოსახვაში ყველაფერი გაცილებით მიმზიდველად მოჩანს. ანუ, ჩემთვის რომ გეკითხათ, შეხვედრაზე ჩემი ქორწინების გადასარჩენად წავედი. როგორ გითხრათ, თითქოს მინდოდა, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ „ის” ჩემ ქმარზე უკეთესი ვერაფრით იქნებოდა. კაფეში დამპატიჟა. არც გამოუსწორებელ მექალთანეს ჰგავდა და არც თავმოტვლეპილი იყო. ჩემზე უმცროსიც აღმოჩნდა და ვაღიარე, რომ ძალიან სიმპათიური გახლდათ. იქ არაფერი შემომთავაზა. რაღაცაზე ვისაუბრეთ, უამრავი კომპლიმენტი მოვისმინე. გაგაცილებთო, ვიუარე, მაგრამ მეორედაც რომ შემომთავაზა, წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. არც მაშინ გამიწევია წინააღმდეგობა, როცა მანქანაში გადარეულივით დამიწყო კოცნა. ზუსტად ვიცი, რომ მივიდოდა კიდეც ფინალამდე, რომ არა, რაღაც მომენტში, მის სახეზე გაჩენილი ღიმილი. იცით, როგორი ღიმილი იყო? თავდაჯერებული კაცის, ცოტათი ირონიული და დამამცირებელი. წელსზემოთ გახდილი ვიყავი და არ ვიტყვი, სად იყო მისი ხელი. დენმა რომ დაგარტყას, ისე დამემართა. ერთბაშად გამოვფხიზლდი და ვუკბინე. მერე აღარც მახსოვს, როგორ ჩავიცვი და გადმოვხტი მანქანიდან. სახლში ტაქსით დავბრუნდი. საკუთარი თავი მძულდა და ახლაც მძულს. არ გვქონდა სექსი, მაგრამ თავს მაინც უკანასკნელ მეძავად ვგრძნობ. მრცხვენია და არანორმალურად განვიცდი. სულ იმას ვცდილობ, ღმერთმა ეს ცოდვა მაპატიოს და მომცეს ძალა, დავივიწყო მომხდარი. ქმარს რომ არაფერს ვეტყვი, ფაქტია, მთავარია, არაფერი შემამჩნიოს.


скачать dle 11.3