კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ იტანს ეკა მიშველაძე, რისი შიში აქვს მას და რა არ გაუკეთებია არასოდეს

ეკა მიშველაძეს ეკრანიდან საზოგადოება კარგად იცნობს – ის ცნობილი ტელეწამყვანია. ეკა 21 წლიდან მუშაობს ჟურნალისტიკაში და ამბობს, რომ მისი მთავარი საქმე ეს არის, ხოლო დიასახლისი შეთავსებითაა. სამზარეულოში ტრიალის დრო, სამწუხაროდ, არ აქვს, თუმცა, საოცრად მოსწონს უმცროსი ქალიშვილის ნახელავი. როცა ჟურნალისტიკას თავს დაანებებს, მისი თქმით, ნამდვილი დიასახლისიც მაშინ გახდება.

ეკა მიშველაძე: მიმაჩნია, რომ, თუ ადამიანი ერთ სფეროში, ერთ დარგშია მაგარი, ის ყველა სფეროში მაგარია, ეს ასეა. ყველაფრის კეთება ვიცი, თუმცა, მოგეხსენებათ, ტელეწამყვანისა და, განსაკუთრებით, „საინფორმაციოს“ წამყვანის დღე როგორი დატვირთულია. „საინფორმაციოს“ ჟურნალისტობა კიდევ უფრო სხვა რამაა, ვიდრე ჟურნალისტობა საერთოდ. აქედან გამომდინარე, სამზარეულოში ტრიალის დრო ნამდვილად არ მრჩება. სიმართლე გითხრათ, არც განსაკუთრებული სურვილი მაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ისე ვიღლები, აღარაფრის თავი არ მაქვს. თუმცა, ზოგჯერ არის შემთხვევა, მომინდება რაღაცის გაკეთება, ვფანტაზიორობ და რამე კერძს ვამზადებ. მაგრამ, ეს იშვიათად ხდება. მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჩემი უმცროსი ქალიშვილი არაჩვეულებრივი დიასახლისია, აინტერესებს სამზარეულოში ტრიალი, ექსპერიმენტები, რაც მე არ მისწავლებია, თავად აითვისა. ძალიან შემოქმედებითი დამოკიდებულება აქვს კერძების მომზადებასთან, თვითონაც იგონებს რაღაცეებს.

– მოგწონთ ქალიშვილის მომზადებული კერძები?

– ძალიან! არაჩვეულებრივად ამზადებს, უგემრიელესად. მე გურმანი ვარ, ყველაფერს ვერ ვჭამ. მომწონს, მაკო რომ ზრუნავს ოჯახზე, დედაზე... რაც შეეხება უფროსს, ანას, მას ეს არ დასჭირვებია და დიდად არც იყო სამზარეულოთი დაინტერესებული. უბრალოდ, რომ გათხოვდა, მოუწია ამის კეთება და გადასარევად ართმევს თავს. რაც მთავარია, მისი მეუღლე კმაყოფილია (იცინის).

– რომ გათხოვდით, მზად იყავით მაშინ ამისთვის?

– არანაირად, აბსოლუტურად არ ვიყავი მზად დიასახლისობისთვის. ძალიან პატარა გავთხოვდი – 17 წლის. განებივრებული ვიყავი, დედა, ბებიები – ყველა მათამამებდა. არავინ ითხოვდა ჩემგან რამის კეთებას, არ მაძალებდნენ. დედა კი მეუბნებოდა, მიყურე და ისწავლეო, მაგრამ, მაშინ არ მქონდა სურვილი, რომ თვითონ მომემზადებინა. რომ გავთხოვდი, კი დავიწყე მეც კეთება – ეტყობა, ოჯახს რომ ქმნი, უფრო გინდება, რამე გააკეთო. თან მაშინ, მეტი დრო მქონდა, არ ვმუშაობდი და ნამცხვრებსაც კი ვაცხობდი, რაც დღეს ჩემთვის წარმოუდგენელია. არ ვიცი, ახლა როგორ უნდა გამოვაცხო ნამცხვარი.

– კრემიანი არ გამოგიცხვიათ?

– არა, კრემიანი არა. არ ვიცი ტორტის გამოცხობა, თუმცა, თუ დამჭირდა, მაგასაც გავაკეთებ, რატომაც არა. მახსოვს, ყველას მოსწონდა ჩემი გამომცხვარი რაღაცეები.

– თქვენ ცალკე ცხოვრობდით თუ მეუღლის მშობლებთან?

– თავიდან დედამთილ-მამამთილთან. დედამთილი არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო, სამზარეულოს ყველა საქმე გადასარევად იცოდა. მე პირველ მეუღლესთან გაცილებული ვარ და იმიტომ ვლაპარაკობ მასზე წარსულ დროში. სხვათა შორის, გაგებით ეკიდებოდა ამ საკითხს და არასდროს მოუთხოვია, რამე საოჯახო საქმე გამეკეთებინა, ეს მხოლოდ ჩემს ენთუზიაზმზე იყო დამოკიდებული, ყველას უხაროდა, რამეს თუ მოვამზადებდი. დედაჩემიც არაჩვეულებრივი დიასახლისია. ეტყობა, მაკო ბებიებს ჰგავს ამაში.

არ მიყვარს დაშტამპულად რაღაცეების კეთება. მგონი, ყველა დიასახლისი ცდილობს, თავისი ინგრედიენტი დაუმატოს ჩვეულებრივ კერძს, რაც მის ორიგინალობას წარმოაჩენს. მეც ასე ვარ. სადმე რომ რამეს გავსინჯავ, უკვე ვხვდები, დაახლოებით როგორ კეთდება. თან, ყველაფერი მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგს მეტად ცხიმიანი მოსწონს, ზოგს ცხარე, ზოგს ბევრი მწვანილით. მარილიანი და ცხარე მეც მიყვარს.

– ზოგიერთ პროდუქტს გამოშიგვნა, გასუფთავება უნდა. ამას როგორ ეწყობით?

– მშვენივრად. უხელთათმანოდ ვასუფთავებ თევზსაც და ქათამსაც. თუ გიყვარს ჭამა, გასუფთავებაც უნდა შეგეძლოს, ნამდვილად არ მეზიზღება. სხვათა შორის, ხელთათმანსა და წინსაფარს ვერ ვხმარობ. სხვაზე კი მომწონს, მაგრამ მე არ ვიკეთებ. არ ვჭრი ხახვს – საშინელი ალერგია მაქვს, მატირებს.

– რამე განსაკუთრებული რეცეპტი გაქვთ?

– თევზს ვამზადებ ჩემებური რეცეპტით. ხომ მიღებულია, რომ თევზი ზეთში უნდა შეიწვას, მე კარაქში ვწვავ. როცა კარაქს ტაფაზე ვდებ, ლიმონს ვაწურავ, თევზსაც, სანამ შევწვავ, ლიმონს ვაწურავ. საფანელის გარეშე ვწვავ, საფანელს არ ვცნობ საერთოდ. ისე, საჭმელად არ მიყვარს კარაქი, ცხოვრებაში არ მიჭამია კარაქიანი პური, მაგრამ, სადილში სულ სხვა გემო აქვს.

– ჰო, მაგრამ, კარაქით მომზადება საშუალო ფენის დიასახლისისთვის ცოტა არ იყოს, ძვირი სიამოვნებაა.

– იმდენად იშვიათად მიწევს მომზადება, რომ ჩემთვის ეს არ არის პრობლემა. ვცდილობ, ყველა კერძი გავამარტივო. მაქვს მარტივი ჩახოხბილის რეცეპტი, რომელიც დედისგან ვიცი: ქათამს რომ შეწვავ, ზემოდან მთელ-მთელი პომიდვრები უნდა დააწყო, ბლომად ხახვი დააყარო და თავსახური დააფარო. ჩაითუთქება და ისეთი გემრიელი გამოდის, ვერ აგიწერთ. სხვათა შორის, სუნელების ხმარება არ მიყვარს დიდად, მიყვარს ცოცხალი მწვანილი. ჩემი ძმა იყო ინდოეთში და სანელებლები დავაბარე, ჩამომიტანა შავი პილპილი, კიდევ რაღაცეები, მაგრამ, არ მომეწონა, ქართული პილპილი ბევრად ჯობია.

– სახლის დალაგება რა სიხშირით გიწევთ?

– პრინციპში, ყოველდღე. ჩემთან დამხმარე ქალი მოდის ორ კვირაში ერთხელ, რომელიც ეგრეთ წოდებულ „გენერალურ უბორკას” მიკეთებს – ფანჯრებს წმენდს და ასე შემდეგ. ფანჯრები არასდროს დამიწმენდია, სიმაღლის შიში მაქვს. ის ქალბატონი კი სპეციალური ქიმიური ხსნარით და გრძელტარიანი საწმენდით წმენდს. ალბათ, გინახავთ, ღრუბელი და რეზინი აქვს თავზე დამაგრებული. დიდი ვიტრაჟები მაქვს, მიყვარს ბევრი სინათლე. მტვერს მე თვითონაც ვწმენდ.

არ მიყვარს არეულობაში ყოფნა, საშინლად მაღიზიანებს. კიდევ, მოუწესრიგებელ კარადას ვერ ვიტან. თუ დღისით დრო არ მაქვს და იძულებული ვარ, ტანსაცმელი სწრაფად შევყარო კარადაში, საღამოს აუცილებლად ვუბრუნდები და ვალაგებ. საშინლად მძულს ტანსაცმლის გადახარისხების პროცესი, ძალიან დამღლელია.

– ნაფტალინს თუ იყენებთ?

– კი, ძალიან მიყვარს, ბეწვეულისთვისაც და ჩვეულებრივი სამოსისთვისაც. ოღონდ, ის ძველებური კი არა, ახალი. ვგიჟდები, კარადას რომ გამოვაღებ და შიგნით ფიჭვის ან სხვა სასიამოვნო სუნი რომ დგას.

– პედანტი ხართ?

– არა, პედანტი კიდევ უფრო შორს წასული ტიპია. უბრალოდ, მიყვარს წესრიგი, დალაგებული სახლი, კარადა. ბებიაჩემი იყო ძალიან მოწესრიგებული და მისგან გამომყვა. თუ არეულობაში ვზივარ, კონცენტრაცია მეკარგება. სხვათა შორის, გოგონებთან მქონია კამათი ამ თემაზე, უფრო მაკოსთან. ანაზე ვერაფერს ვიტყვი, დაწკრიალებული აქვს სახლი. აი, მაკოს კი ტანსაცმლის დაყრა უყვარს, რაც ჩემთვის უცხოა. გოგონების ამბავი ხომ იცით, სანამ ჩაიცვამს, ხან ერთს გადმოიღებს, ხან – მეორეს... მერე ტოვებს დაყრილს და ამაზე ვბრაზდები. თუმცა, წელს მაკო აბიტურიენტია და, ალბათ, აღარ აქვს ენერგია და დრო ყველაფრის ერთად გასაკეთებლად, აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე აბარებს. აქსესუარების კეთება ეხერხება კიდევ კარგად.

– ტანსაცმელი თუ გილაქავდებათ? ქიმწმენდაში მიგაქვთ?

– ძალიან მიყვარს თეთრი ტანსაცმელი და სამწუხაროდ, ხშირად მილაქავდება, ძირითადად, მაკიაჟით – ტონალურით ან პომადით. ლაქები მარტივად ამომყავს „ვენიშით”. მანამდე ქლორიან მათეთრებელს ვხმარობდი, ოღონდ, მარტო თეთრებისთვის. მარილი, ჟელე და სხვა რაღაცეებიც მიცდია, თუმცა, ამ საშუალებებს კარგად არ ამოჰყავდა. „ვენიშით“ კმაყოფილი ვარ. ქიმწმენდაში ძირითადად სამსახურის პიჯაკები დამაქვს და საკმაოდ ხშირადაც. მიყვარს ბეწვეული, მომიტევონ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა, მაგრამ ბეწვი მიყვარს. ისე, ჩვენთან მოდური არ არის, არც იქნება ალბათ.

– იატაკს რითი წმენდთ?

– სპეციალური საშუალებით. რაღა დროს მასტიკა და მუხლებზე ფორთხვაა? მასტიკის ტიპისაა, ზოგი წყალში იხსნება და ისევე ესმევა, ზოგი პირდაპირ ნაჭრით პრიალდება. ავეჯისთვის თაფლის „პრონტოს” ვხმარობ, ცალკე საშუალება მაქვს კარ-ფანჯრებისთვის, ტყავის ავეჯისთვის. ვგიჟდები არომატებზე, ერთადერთი, ფხვნილის სუნს ვერ ვიტან.

– ვერცხლის ნივთები თუ გაქვთ და როგორ წმენდთ?

– კბილის პასტით. სოდითაც, მაგრამ, პასტა ფტორს შეიცავს და კარგად წმენდს.

– რეცხვასთან, უთოობასთან როგორ ხართ?

– უთოობას ვერ ვიტან. თეთრეულს რა უჭირს, პერანგია საშინელი დასაუთოვებელი, ამიტომ, ვყიდულობ ტანსაცმელს, რომელსაც უთო არ სჭირდება. ერთ მხარეს რომ გაუსვამ უთოს და მეორე მხარეს ნაწიბური ჩნდება, საშინელებაა! მაგრამ, ხომ ხედავთ, დაჭმუჭნილი ტანსაცმლით არ დავდივარ (იცინის). რეცხვასთან მშვენივრად ვარ – მანქანა მაქვს. თუმცა, ბევრჯერ ნაქსოვი გამფუჭებია მანქანაში – შეაგდებ და ერთ საათში 2 წლის ბავშვის ზომის ხდება.

– კერვა ან ქსოვა იცით?

– არა და, ძალიან მინდა, ვიცოდე, მაგრამ არ მეხერხება. ბავშვობაშიც ტანჯვა იყო შრომის გაკვეთილები ჩემთვის: წავიდოდი მკერავთან, თარგსაც იმას ვახაზვინებდი და თვითონვე მიკერავდა.


скачать dle 11.3