კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნოდიკო ტატიშვილის კონცერტი “ტრიუმფში„

„ჯეოსტარის” გამარჯვებული, ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, სუსტი სქესის წარმომადგენლებში საოცარი პოპულარობით რომ სარგებლობს, ეს ახალი არავისთვისაა. ალბათ, ამიტომაც, სწორედ ქალბატონებს გაუკეთა 8 მარტს ნოდიკომ საჩუქარი და ქალთა საერთაშორისო დღეს, მათ კიდევ ერთხელ უთხრა – „მიყვარხართ“. საღამოს კლუბ „ტრიუმფში” უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რომელთა შორის ცნობილი სახეები ჭარბობდნენ. ნოდიკომ მეგობრებთან ერთად იმღერა. მან დუეტები შეასრულა დათუნა მგელაძესთან, გოგოლა კალანდაძესთან, სალომე ბაკურაძესთან ერთად. დათუნა მგელაძესთან ჩაწერილ ცნობილ საახალწლო დუეტზე კონცერტზე მყოფმა შორენა ბეგაშვილმაც იცეკვა. მოგვიანებით, სცენაზე ნინი ბადურაშვილიც ავიდა. ნოდიკომ ნანუკა ჟორჟოლიანი და ნინი მიიწვია სცენაზე და ნანუკას საყვარელი სიმღერა „სანი” იმღერეს. სტუმრებს შორის იყვნენ მარინა ბერიძე, ლანა ქუთათელაძე და „ჯეოსტარის” ვოკალის პედაგოგები. ასევე, სალომე გოგიაშვილი, ნინი შერმადინი, ვახო ბიჭიკაშვილი, თამთა ჭელიძე, ვერიკო ტურაშვილი, ია ჩანტლაძე და ბევრი სხვა, რომელთაც ნოდიკოს წარმატებები განსაკუთრებით ახარებთ.


скачать dle 11.3