კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“რეალითი ტივის„ ეთერში ფოკუსი “საშიშ„ რეალობად იქცა

გასულ კვირას „რეალითი ტივის” ეთერით გადაცემა „ინტერვიუში”, რომლის წამყვანიც მშვენიერი ლელა ნინუაა, სტუმრად მიწვეული იყო ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია. გადაცემის ბოლოს წამყვანი და ილუზიონისტი პატარა ავანტიურაზე წავიდნენ და გადაწყვიტეს, საუბარი ფოკუსით „გაემაგრებინათ“ და ინტერვიუ გაცილებით სანახაობრივი ყოფილიყო. ფოკუსის მიხედვით, ილუზიონისტს წამყვანისთვის „თავზე” ცეცხლი უნდა წაეკიდებინა და ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. იმის გამო, რომ წამყვანი მაღალ სკამზე იჯდა, ილუზიონისტმა ადგილი ზუსტად ვერ გათვალა და რამდენიმე წამში მაყურებელმა ნახა, თუ როგორ აალდა წამყვანის ქერა, ლამაზი თავი. თუმცა, ლელას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყოველგვარი დაბნეულობისა და პანიკის გარეშე, მოახერხა სიტუაციიდან გამოსვლა და გადაცემის ღიმილით დასრულება. თუმცა, მისგან ეს გასაკვირი არც არის. წამყვანობამდე, მას ყველაზე ექსტრემალურ ჟურნალისტად ვიცნობდით. ის ნამყოფია ჩეჩნეთში. ძალიან ბევრ ცხელ წერტილში. არქეოლოგებთან ერთად, ახალი აღმოჩენების ძიებაში, მრავალი კილომეტრი უვლია ტყეებში და კლდეებზე ფეხით, მხოლოდ იმიტომ, რომ პირველს ჰქონოდა ინფორმაცია ახალ აღმოჩენებთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, ინციდენტი მშვიდობიანად აღმოიფხვრა. იმედს ვიტოვებთ, ზურაბ ვადაჭკორიას აღარასდროს აღარ ჩაეშლება ფოკუსი. ლელა კი კიდევ ბევრ ექსკლუზივს შემოგვთავაზებს და საინტერესო რესპონდენტებსაც ვიხილავთ მასთან.


скачать dle 11.3