კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაურღვია ქართველ ექიმ ჰაუსს სქესთა ბალანსი და ვისთან ცდის ის საიდუმლო მიქსტურებს

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი დიმა ტატიშვილი ტყუპი ქალიშვილების მამაა. 20 წლის ქეთი და ანა ძალიან მხიარული, ხალისიანი და ონავარი გოგონები არიან, როგორც ყველა ტყუპს, ერთმანეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, თუმცა ოჯახში სხვადასხვა ბანაკში იმყოფებიან. ქეთი მამის ექიმი ჰაუსის ქართველი პროტოტიპის ბანაკშია, ანა კი, დისგან განსხვავებული ხასიათით, მეორე ფლანგს ამაგრებს, თუმცა, ეს სამი ქალის ტყვეობაში მოქცეული დიმა ტატიშვილისთვის უსიამოვნო სულაც არ არის, პირიქით, მეოჯახე კაცის როლი მისთვის ყველაზე სასიამოვნო როლია, რომელსაც უკვე 20 წელია, პირნათლად ასრულებს.

ქეთი: ჩვენი ოჯახიდან თეატრთან მამა და მამიდა არიან დაკავშირებული. მე და ანამ ვუღალატეთ ოჯახურ ტრადიციას. მე ფინანსისტობა ვარჩიე, ანამ – იურისტობა. მსახიობის მონაცემები, მგონი, ორივეს გვაქვს, მაგრამ, ჩვენგან მსახიობი, ალბათ, არ დადგებოდა. მე „ოსკარს“ თუ არ ავიღებ, ისე არსად არ მინდა გადაღება, ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ, არ მინდა, რომელიმე რეკლამაში ორი წუთით ჩემი ზურგი გამოჩნდეს (იცინის). მაინცდამაინც არც მამას მოუკლავს თავი, რომ ჩვენ მსახიობები გამოვსულიყავით. იმდენი გველაპარაკა, არ ღირსო, რომ ჩვენც აღარ მოვინდომეთ ამ გზით წასვლა. მთელი ჩვენი მსახიობური ოსტატობა ოჯახურ „სპექტაკლებზე” დაიხარჯა, მამამ ვერ გაგვიმეტა მძიმე ცხოვრებისთვის. თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, საქმეში ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მამა დღეს გამთენიისას მოვიდა გადაღებიდან და ისევ გადაღებაზე წავიდა. მამაკაცისთვის კიდევ უფრო იოლია ასეთი რეჟიმი, ქალისთვის კი რთულია, ასე რომ, პროფესიულ არჩევანზე მამასთან მშვიდად „შევთანხმდით”.

ანა: ჩვენ ნამდვილად არ ვბრწყინავდით მსახიობის ნიჭით, მამას კი არ უყვარს, როცა ადამიანები უნიჭოდ აკეთებენ საქმეს. ქეთი ჩემგან განსხვავებით კიდევ უფრო შორს იყო ამ სფეროსგან, მე მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ, დიდი არაფერი არ გამოვიდა (იცინის). მე და ქეთი არ გავზრდილვართ თეატრის კულისებში, არადა, ეს საკმაოდ ბევრ რამეს ცვლის. ახლა მეგობრებთან ერთად გამოვეცხადებით ხოლმე თეატრში ხუთი კაცით, პრემიერებზე ვერავინ ვერ მიგვყავს – ბილეთებზე ისეთი ტაციაობაა, მე და ქეთი თუ წავედით, ისიც კარგია.

– მამა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა: ექიმ ჰაუსის ქართველი პროტოტიპი, დეტექტივი ცნობილ ტელესერიალში... შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

ქეთი: 21 წელია, რაც მამა მარჯანიშვილის თეატრში მუშაობს. ჩემს წრეში ყველამ იცოდა, მამა ვინ იყო, მაგრამ ახლა უფრო პოპულარულია. ეს ჩვენს ცხოვრებაზე ძალიან არ აისახება, ერთი ეგაა, რომ „ფეისბუქზე“ უამრავი ადამიანი მთხოვს, რომ მამა გავაცნო. საკმარისია მისი „ფეისბუქზე“ ერთი შესვლა და – 90 მეგობარი ჰყავს დამატებული. ისე, კარგია, როცა მამას სცენაზე ვუყურებ, როცა ტელევიზიიდან მისი ხმა მესმის. ორი მამიკო მყავს – ექიმი ჰაუსი და მამაჩემი, თან როგორც ამბობენ, გარეგნულად ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. მამაც ჰაუსისნაირი მკაცრი ტიპია, წყნარი, ნერვები არ ეშლება არაფერზე, მაგრამ მამა ჰაუსივით ცინიკოსი არ არის.

– თქვენს სახლში ექიმი ჰაუსიც ცხოვრობს?

– კი, ჩასახლდა, ახლა ჰაუსიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს. საწოლთან ლენონის ფოტოს გვერდით მიდევს ექიმ ჰაუსის ჯოხი, რომელიც მამას ექიმ ჰაუსის ფანკლუბის წევრებმა აჩუქეს. მე არ ვიცოდი, ასეთი ფანკლუბი თუ არსებობდა, თორემ, აუცილებლად გავწევრიანდებოდი. მეც და მამასაც გვიყვარს ჰაუსი, კარგი ტიპია, მუსიკას წერს, უკრავს. ჰაუსის გავლენა მამასა და მედიცინის ურთიერთობაზე არ ასახულა, მაგრამ მამა, „დეტექტივების” წყალობით, მგონი, ძალიან კარგად გაერკვია იურისპრუდენციაში, ხანდახან საკანონმდებლო სიახლეებზეც კი გვესაუბრება ხოლმე. მამას ძალიან უხდება დეტექტივის როლი. ჩემი აზრით, კარგი სახეა – მხიარულიცაა, იუმორიც აქვს, თან, თავისი საქმეც იცის. „დეტექტივებმა” მეც ისე ჩამითრია, მგონი, ყველა სერია ზეპირად ვიცი. მიხარია, რომ მალე მეორე სეზონი დაიწყება, როგორც ამბობენ, მეორე სეზონი უფრო საინტერესო იქნება.

– შვილებთან დეტექტივობის ჩატარება არ უწევს?

ანა: არა, ჩვენ კარგი გოგონები ვართ, მამას არაფერს ვუმალავთ და გამოსაძიებელიც არაფერი აქვს, ეს ადრე იყო – როცა პატარები ვიყავით, უამრავ თავსატეხს ვუჩენდით ხოლმე. ახლა ძალიან ვმეგობრობთ, ყველა თემაზე ვერ დაველაპარაკებით, მაგრამ, არც არაფრის მოტყუებას არ ვცდილობთ. ჩვენი თაყვანისმცემლების შესახებაც ყველაფერი იცის, არ არის ისეთი ტიპი, რომ რამეზე გადაირიოს. სახლში ისეთი მხიარულია, მასთან ძალიან კარგად ვერთობით.

ქეთი: მამას კარგი იუმორი აქვს, მაგრამ ხანდახან ბოროტადაც ხუმრობს, მაგალითად, როცა აბიტურიენტი ვიყავი, მეცადინეობის დროს სახლში შუქს გამორთავდა ხოლმე – დროა, ბავშვმა დაიძინოსო.

– გარეგნულად ძალიან განსხვავებული ტყუპები ხართ, ხასიათითაც არ ჰგავხართ ერთმანეთს?

ანა: ამ ქვეყანას პირველი ქეთევანი მოევლინა, 7 წუთით ჩემზე ადრე გაჩნდა და ეტყობა კიდეც – სულ უფროსობს. სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდით, ცალ-ცალკე არსად არ ვყოფილვართ. ისე ვართ შეჩვეულები, რომ ერთი შეხედვაც საკმარისია, მივხვდეთ, რას ვფიქრობთ, რის გაფუჭებას ვაპირებთ (იცინის). ამ ბოლო დროს საქმეების გამო კი მეცლება ქეთი ხელიდან, მაგრამ, საღამოს მაინც სულ ერთად ვართ. კი ამბობენ, რომ ტყუპებს ერთმანეთთან ტელეპათიური კვშირი აქვთო, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ. ეს, ალბათ, მაინც იმის დამსახურებაა, რომ სულ ერთად ვართ. ერთნაირად ვფიქრობთ ძალიან ბევრ საკითხზე.

– ბიჭებზეც?

– არა, ამ მხრივ არ ემთხვევა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს, მე მინდა, როცა ოჯახს შევქმნი, დიდი, გრანდიოზული ქორწილი მქონდეს, ქეთის არ მოსწონს ეს იდეა და საერთოდაც, შორი გეგმები აქვს – უნდა, რომ ჯერ საკუთარ კარიერაზე იფიქროს. ასე რომ, ერთდროულადაც რომ გავთხოვდეთ, ბრაზილიური სერიალის სიუჟეტი ვერ გამოგვივა (იცინის).

ქეთი: მამას ჩვენს გათხოვებასთან დაკავშირებით ცოტა ისეთი აზრი აქვს, ნერვიულობს, მაგრამ, ალბათ, როცა დრო მოვა, ამასაც შეეგუება.

– რომელი უფრო ჰგავხართ მამას?

– როგორც გარეგნობით, ასევე ხასიათით მამას მე უფრო ვგავარ, ჭამისა და სიარულის მანერაც კი ერთნაირი გვაქვს; ორივეს გვიყვარს მუსიკა, მეც და ანაც „ბითლზებისა” და „პინქფლოიდის” ჰანგებზე ვიზრდებოდით. მე და მამა არ ვართ ემოციურები, რთულია ჩვენი მდგომარეობიდან გამოყვანა. სამაგიეროდ, ძალიან ემოციურები არიან ანა და დედა. სახლში ორ ბანაკად ვართ გაყოფილი: ემოციური ბალანსი დაცული გვაქვს, სქესთა – არა. მე და მამა ჩვენი წყნარი ხასიათით ვამარცხებთ მეორე ბანაკს: როცა ანა და დედა ემოციებში და ისტერიკაში არიან ჭექა-ქუხილის ან მიწისძვრის დროს, მე და მამა წყნარად ვუყურებთ ტელევიზორს და გავიძახით: „კარგი, რა! იგრუხუნოს რამდენიც უნდა! (იცინის).

– იჩაგრება უმცირესობაში მოყოლილი მამა?

– პირიქით, სამი ქალის „ტყვეობაში” თავს, მგონი, კარგად უნდა გრძნობდეს. ასე რომ არ იყოს, თავის დროზე ბიჭზეც იფიქრებდა. სამ ქალს ქალი კატაც გვემატება, რომლის მოვლაც მამას აბარია. მართალია, მამას ხშირად უწევს ჩვენი წუწუნისა და მოთხოვნების ატანა, რომ სულ რაღაც გვინდა, მაგრამ ამას გმირულად უძლებს. კატაც კი მამას სთხოვს საჭმელს – პატრონად მამა მიაჩნია (იცინის). ამიტომაც მუშაობს მამა ასე თავდაუზოგავად, სულ მუშაობს, სულ. ასე რომ არ იყოს, დამხმარე ძალის მოძებნა დასჭირდებოდა.

ანა: ძალიან კაპრიზულებიც არ ვართ, ხანდახან ჩვენც კი ვუწყობთ სიურპრიზებს, როცა სადმე მიდის საქართველოდან, ძალიან ბევრ რამეს ვავალებთ, სამაგიეროდ ჩვენ ვჩუქნით ჩვენს თავს. წესით, ბედნიერი კაცი უნდა იყოს. ძალიან გვწყდება გული, რომ ერთად ბევრ დროს ვერ ვატარებთ, მაგალითად, დასასვენებლად ვეღარ დავდივართ ერთად, მამა ზაფხულშიც მუშაობს, მაგრამ, მთავარია, რომ ჩვენ გვასვენებს.

– თქვენ როგორ ცხოვრობთ?

ქეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვშრომობთ ანუ ვსწავლობთ, მე პარალელურად ვმუშაობ კიდეც, შაბათ-კვირას კი „ვგრიალებთ”: ხან კლუბში ვართ, ხან – მეგობრებთან ერთად. ჩვენს სახლშიც ხშირად მოდიან ჩვენი მეგობრები. მამას ძალიან უყვარს ახალგაზრდებთან გართობა, მაგრამ მასთან მათი მოხვედრა სახიფათოა, ერთი-ორჯერ ისე დაგვითრო სტუმრები საკუთარი რეცეპტით დამზადებული არყით, რომ, აღარ მინდა, სახლში ვინმე დავიტოვო. სახლში ბევრი კარგი სასმელი გვაქვს – კახეთიდან ჩამოაქვს ღვინო, არაყი, რომელსაც თვითონ ფილტრავს და თავისი საიდუმლო რეცეპტით მიქსტურებს ამზადებს. ერთხელ ამ მიქსტურით ისე გადაეკიდა ჩემს მეგობარს, ძლივს დავაძინეთ, ასე დაუნდობლად ერჩის ჩემს სტუმრებს (იცინის).




скачать dle 11.3