კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოიყვანს თუ არა კოტდიუვარელი ტიერ კლოვისი ქართველ ცოლს და რა იყო მისთვის ყველაზე დიდი შოკი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ

ცხინვალის „სპარტაკში“ ერთი ფერადკანიანი ფეხბურთელი თამაშობს, რომელიც კოტ-დიუვარიდან ჩამოვიდა საქართველოში თავისი საფეხბურთო კარიერის გასაგრძელებლად. მას ძალიან მოსწონს ქართველი ფეხბურთელები, ზოგადად ქართული ფეხბურთი და, საერთოდ, საქართველო. როგორია კოტდიუვარელი ტიერ კლოვისის თბილისური ცხოვრება, ამაზე თავად ფეხბურთელი გვესაუბრება.

– შენ ხარ ცხინვალის „სპარტაკის“ ფეხბურთელი. როგორ მოხვდი ამ გუნდში და, საერთოდ, საქართველოში?

– მე წარმოშობით კოტ-დიუვარიდან ვარ, იქ ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდში ვთამაშობდი. ყოველთვის მინდოდა უცხოეთში წასვლა და, როდესაც გუნდის მენეჯერმა საქართველოში ჩამოსვლა შემომთავაზა, საერთოდ არ დავფიქრებულვარ, მაშინვე დავთანხმდი. შემდეგ ამიყვანეს ცხინვალის „სპარტაკში“ და მას შემდეგ ამ გუნდში ვთამაშობ.

– მანამდე თუ იცოდი რამე საქართველოს შესახებ?

– მანამდე რაღაცეები მქონდა გაგონილი საქართველოს შესახებ. ქართველი ფეხბურთელები ძალიან ცნობილები არიან ევროპაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში. მეც ვიცოდი, რომ საქართველო ძალიან კარგი და თბილი ქვეყანაა და ამიტომ, შიშის გრძნობა არ მქონია აქ ჩამოსვლის წინ.

– რომელიმე ცნობილ საფეხბურთო გუნდში თუ გითამაშია?

– ძალიან ცნობილ გუნდში არ მითამაშია. ყოველთვის მინდოდა უცხოეთში წავსულიყავი და კარგ გუნდში მეთამაშა. კოტ-დიუვარში არის სხვადასხვა საფეხბურთო გუნდი და თბილისში ჩამოსვლამდე მხოლოდ იქ თამაშით შემოვიფარგლებოდი.

– ქართული ფეხბურთი თუ მოგწონს და რომელია შენი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი?

– ქართული ფეხბურთი ძალიან მომწონს. შეიძლება, ცოტა დახვეწა სჭირდება, მაგრამ, საერთო ჯამში, ძალიან კარგია. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გყავთ. თუნდაც, ჩემს გუნდში, ძალიან კარგი ბიჭები თამაშობენ. პირადად მე მომწონს ძმები არველაძეების თამაში, ასევე, კალაძე და კიდევ ბევრი სხვა. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. იცით, რა აქვთ ქართველებს კარგი, ბოლომდე იბრძვიან. შეიძლება, აგებენ კიდეც, მაგრამ, ფარ-ხმალს არ ყრიან. ეს არის ძალიან კარგი თვისება და ამას ვაფასებ მათში. შეიძლება, რაღაც ერთხელ არ გამოგივიდეს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ოდესმე აუცილებლად გამოგივა. ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და, საერთოდ, საქართველო.

– ქართველი ცოლის მოყვანას ხომ არ აპირებ?

– ჯერ არავინ მომწონს და, შესაბამისად, რა ეროვნების გოგოს მოვიყვან ცოლად, წინასწარ როგორ გითხრა. თუმცა, ქართველი გოგონები ძალიან ლამაზები არიან. მე კი მომწონს ისინი, მაგრამ, მათ არ მოვწონვარ. როგორც კი დამინახავენ, ხელს იშვერენ – ნახე, შავი კაციო.

– მერე, შენ არ გწყინს ხოლმე? თუ, უკვე შეეგუე იმას, რომ შენკენ სულ ხელს იშვერენ და გაკვირდებიან?

– თავიდან, როდესაც ჩამოვედი, არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, არც კი მოველოდი აქ თუ ასე ძალიან გაუკვირდებოდათ შავი კაცის დანახვა. ჩემთვის შოკი იყო ის, რომ სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველა მე მიყურებდა და რაღაცას ჩურჩულებდნენ. თან, თავიდან ხომ არ ვიცოდი ქართული, არაფერი მესმოდა, რას ამბობდნენ ჩემს შესახებ. თუმცა, ახლა უკვე შევეგუე იმას, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში ვარ და სულ არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს ჩემზე. მე მაინც ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი, იმედია, მალე მიხვდებიან, რომ თეთრი კაციც ადამიანია და შავიც (იცინის).

– მაინც, რა მოგწონს ქართველ გოგონებში ყველაზე მეტად, რა განსხვავებაა ქართველ და კოტდიუვარელ გოგონებს შორის?

– ქართველი გოგონები ძალიან პატიოსნები არიან. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში, სანამ წყვილი დაოჯახდება, ერთად ცხოვრობენ, გაიცნობენ ერთმანეთს ყველანაირად და, თუ ბოლომდე აკმაყოფილებენ ერთმანეთის ხასიათს, შემდეგ ქორწინდებიან. თქვენთან კი ქალიშვილობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ.

– შენი აზრით, რომელი ტრადიცია ჯობია?

– მე ორივე ვარიანტი მომწონს (იცინის). ისეთი რაღაც, რაც თქვენთან ხდება, არასდროს გამიგია. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ გოგონები თავიანთ ქალიშვილობას. პრინციპში, კარგი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ ეს გოგო მარტო შენია და მანამდე არავისთან ყოფილა. თუმცა, ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს.

– ესე იგი, საქართველოში ცხოვრება მოგწონს?

– ძალიან მომწონს აქ ცხოვრება, მაგრამ, ევროპაშიც მინდა წასვლა. თუ რაიმე შემოთავაზება მექნება, ალბათ, დავთანხმდები. გააჩნია რა პირობებს შემომთავაზებენ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ჩემი ოცნებაა, ბევრი ქვეყანა დავათვალიერო.

– ქართულ ტრადიციებს და ადათ-წესებს, ადვილად შეეგუე?

– სხვათა შორის, ძალიან ჰგავს ჩვენი და თქვენი ქვეყნების ტრადიციები ერთმანეთს. ჩვენთანაც იშლება სუფრა, გვყავს თამადა, ვამბობთ სადღეგრძელოებს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არის ისეთი რაღაცეებიც, რაც ჩვენთან არ ხდება, მაგალითად, ქალის მოტაცება.

– ქართული ცეკვა, სიმღერა მოგეწონა?

– ძალიან მომწონს ქართული სიმღერები, ხშირად ვუსმენ ხოლმე. თანამედროვეებიც მომწონს და ხალხურებიც. ძალიან კარგი ტრადიციული ცეკვები გაქვთ, მაგრამ მე არ ვცეკვავ. საერთოდ, სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო, ამიტომ, მეც ქართული ქუდი დავიხურე (იცინის).

– თამადა ახსენე. ესე იგი, თქვენთანაც ისე ხდება დღესასწაულების აღნიშვნა, როგორც ჩვენთან?

– დიახ, ჩვენც გვყავს თამადა, რომელიც ამბობს სხვადასხვა სადღეგრძელოს. ვსვამთ, რა თქმა უნდა, ვთვრებით კიდეც, მაგრამ, ისე არა, როგორც თქვენთან. აქ ძალიან ბევრს სვამენ და მერე სახლამდე ძლივს მიდიან (იცინის). ჩვენთან ძალიან დიდ ზეიმს აწყობენ ხოლმე ახალ წელს. მთელი ოჯახი ერთად ვსხდებით სუფრასთან და აღვნიშნავთ.

– საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ გიმოგზაურია და ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდა?

– ვიყავი სამეგრელოში, გურიაში, სხვა კუთხეებშიც – აღარ მახსოვს სახელები. ბევრგან ვარ ნამყოფი და ყველა კუთხე ძალიან მომეწონა. თუმცა, იქაც არის განსხვავება ხალხს შორის – სხვადასხვანაირი კილო აქვთ. ჩვენთანაც არის სოფლები და ყველგან სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობენ. მოკლედ, ბევრი რაღაცით ჰგვანან ჩვენი და თქვენი ქვეყნები ერთმანეთს.


скачать dle 11.3