კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ითხოვე და მოგეცემა

რა ცოტა უნდა ბედნიერებას

ნათქვამია, ცუდი ამბები სწრაფად ვრცელდებაო, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ეს ყოფითი ჭეშმარიტებაც თავდაყირაა. სახელდობრ, ჯერ მარტიც არ გასრულებულიყო, როდესაც შეგვატყობინეს, რომ სექტემბრიდან პენსიები მოიმატებდა. ამ მატებას „100-დოლარიანი საპენსიო პაკეტი“ ეწოდება (სამწუხაროდ, არ დაზუსტებულა, 100 აშშ დოლარი მიმდინარე კურსით იქნება, თუ სექტემბრისთვის არსებულით), ხოლო, რაკი ამ პაკეტში უამრავი კომპონენტია (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პენსიონერთა 15-ლარიანი დაზღვევაც იგულისხმება და 35-ლარიანი დახმარებაც), პენსიის რეალურ ოდენობას, ბუნებრივია, მხოლოდ შემოდგომაზე თუ დავითვლით (იმისდა მიხედვით, თუ ვინ რამდენს აიღებს). თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მინიმალური პენსია გათანაბრდება თბილისსა და რეგიონებში, რაც კარგი დასაწყისია, თუნდაც, 10 ლარი იყოს და, თუნდაც, დისკრიმინაციის აღმოფხვრის თვალსაზრისით.

მეორე მხრივ, შესაძლოა, მატება უმნიშვნელოა (რაღა შესაძლოა, უმნიშვნელოა და ეგ არის), მაგრამ ამ სიახლემ ქართველი პენსიონერები მაინც გაახარა (ყვავისა და კაკლის პრინციპით), თანაც, არა მხოლოდ ისინი: მატების პერსპექტივას თვით პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. კერძოდ, ბ-ნმა ბაქრაძემ არ დაგვიმალა, რომ ბედნიერია, რაკი სახელმწიფომ პენსიების გასაზრდელად თანხა გამოძებნა (აი, ის კი აღარ განუმარტავს, რამდენი ნულით აღემატება მისი ხელფასი მინიმალურ პენსიას). სამწუხაროდ, არაფერი ვიცით, თავად პენსიონერები თუ არიან ბედნიერები იმ ფაქტის გამო, რომ ხალხის რჩეულებს, რომლებმაც ერთი ვადით მაინც ირჩეულეს, მოჭრილი, 560-ლარიანი, პენსია აქვთ განაღდებული.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს მთავრობის მიერ ამ წელს განხორციელებული პირველი სოციალური პროექტი არ არის (20-ლარიან ენერგოვაუჩერს+30-ლარიანი სურსათვაუჩერი) და, იმასაც დავამატებთ, რომ არა მხოლოდ არაბულ სამყაროში, მოსახლეობამ ევროპულშიც მოუხშირა სოციალურ მოთხოვნებს, ზემომოყვანილი პროექტები მთლად შემთხვევითიც არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, დემოკრატიის ხიბლიც ის არის – როცა ითხოვ, მოგეცემა.


скачать dle 11.3