კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უძვირფასესი საჩუქარი გაუკეთა ქორწილის ღამეს მაია ყიფიანს არაიკ ბაბაჯანიანმა



უკვე დიდი ხანია, რაც „იმედის” მუსიკალური პროდიუსერი მაია ყიფიანი და ბიზნესმენი არაიკ ბაბაჯანიანი ერთად ცხოვრობენ, თუმცა შემოდგომაზე მათ საქართველოში ხელისმოწერა და პატარა ქორწილის გადახდა გადაწყვიტეს. 16 ოქტომბერს წყვილი და მათი სტუმრები 5 საათისთვის რესტორან „მცხეთა სითიში” შეიკრიბნენ, სადაც ჩატარდა კიდეც საზეიმო ხელის მოწერის ცერემონიალი. მაიას მეჯვარეები იყვნენ მისი მეგობარი თეა ჟვანია და გია ჯოხაძე ხოლო არაიკის მეჯვარე გახლდათ მამამისის, ცნობილი კომპოზიტორის, არნო ბაბაჯანიანის მეგობრის შვილი, რომელთანაც ის ძალიან მეგობრობს, მეორე მეჯვარე კი ქორწილში ფრენის შეფერხების გამო დაგვიანებით მივიდა. აღსანიშნავია, რომ წყვილმა ტრადიციული საქორწინო ბეჭდები არ გაცვალა, მეუღლემ მაიას ულამაზესი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მოარგო თითზე, მაიამ კი არაიკს ოქროს „პერსტენი” გაუკეთა. რაც შეეხება სამოსს, მაიას ამის გამო ცოტა უნერვიულია. მას შეძენილი ჰქონდა ულამაზესი ღია იასამნისფერი კაბა, რომლის ჩაცმაც ბოლო წუთში გადაიფიქრა და, საბოლოოდ, ერთ-ერთი კონცერტისთვის ნანა მელქაძის შეკერილი, ულამაზესი, მუქი იასამნისფერი პლუშის კაბა ჩაიცვა, რომელსაც ძალიან უხდებოდა შავსა და ღია იასამნისფერში გადაწყვეტილი „ლანვინის” 2010 წლის კოლექციის ფეხსაცმელი. კაბასა და ფეხსაცმელს საოცარ ელფერს სძენდა ულამაზესი ბროში და თავსაბურავი. ჩვენ ისიც შევიტყვეთ, რომ სიძემ პატარძალს ქორწილის ღამეს უძვირფასესი ბრილიანტის სამეული აჩუქა. საერთოდ, ქორწილში ყველაფერს ხაზგასმით იასამნისფერი დაჰკრავდა. რაც შეეხება სიძეს, არაიკს „ერმენეგილდო ზენიას” კოსტიუმი ეცვა, ხოლო ჰალსტუხი „ბოსის” კოლექციიდან იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაიკს წინა დღით ფეხი გაეჭრა და ამის გამო ხუთი ნაკერიც კი დაადეს, ქორწილის დღეს არც ტკივილს იმჩნევდა და არც იმას, რომ სიარული უჭირდა. პირიქით, მან ძალიან ღირსეულად შეასრულა პირველი ცეკვა, რომელიც საკმაოდ ემოციური გამოვიდა. არნო ბაბაჯანიანის „ნოკტიურნი”, რომელმაც დუეტ „ჯორჯიას” უდიდესი წარმატება მოუტანა იურმალაში, კვლავ რატი დურგლიშვილისა და მაკა ზამბახიძის შესრულებით შედგა. სწორედ ეს სიმღერა აირჩია ნეფე-პატარძალმა პირველ ცეკვად. რატიმ და მაკამ წარმოუდგენლად ემოციურად იმღერეს. არანაკლებ ემოციურები იყვნენ მაია და არაიკი, რომელთათვისაც ეს სიმღერა ერთმანეთთან შეხვედრის, გაცნობისა და სიყვარულის წინაპირობად იქცა. დუეტმა „ჯორჯიამ” თავისი რეპერტუარიდან კიდევ რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთი, ბაბაჯანიანის შემოქმედებიდან, წყვილისთვის საჩუქრად მოამზადეს. ცნობილი კომპოზიტორის სიმღერები შეასრულა ასევე სომხეთიდან სპეციალურად ჩამოსულმა მომღერალმა. ერევნიდან და მოსკოვიდან არაიკისა და მისი ოჯახის მეგობრები იყვნენ ჩამოსულნი, რომელთაც, თქვენი მონა-მორჩილი, სამწუხაროდ, ცუდად იცნობს.

ქორწილში ადგილობრივი „სელებრითებიდანაც” ბევრს მოეყარა თავი: ხათუნა გოგორიშვილი, ზაზა შენგელია, ოთარ შამათავა, რევაზ ძოძუაშვილი მეუღლესთან ერთად, სოფო ხალვაში მეუღლესთან ერთად, დათო გომართელი, „მცხეთა სითის” მეპატრონეები, ტელეკომპანია „იმედის” ძალიან ბევრი თანამშრომელი, ბიზნესმენები და სხვები. ქორწილში იყო, რა თქმა უნდა, მაიას შვილი ლადო, რომელიც დედის ბედნიერებით თავადაც ბედნიერი იყო.

ქორწილი ულამაზესი ტორტის გაჭრით დასრულდა.

სალომე გველესიანი


скачать dle 11.3