კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისინი ჩამოჰყვებიან რევოლუციას

ანუ, მზად ვართ სკამების დასაკავებლად!

ვერავინ იტყვის დაზუსტებით, რატომ გააქტიურდა „ქართული პარტია“ – წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი თუ პროცესები არაბულ სამყროში დატრიალებულმა მოვლენებმა დააჩქარა, თუმცა, ფაქტია, რომ რაიონულ ორგანიზაციას ორგანიზაციაზე აფუძნებენ და არც მქუხარე გამონათქვამებს იშურებენ. ამ უკანასკნელის მიზეზი კი ის არის, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში განხეთქილებაა: ნაწილი რევოლუციურ გზას უარყოფს, ნაწილი კი – ყაბულსაა. შესაბამისად, ყაბულს მყოფები (რომელთა შორის ზემოხსენებული „ქართული პარტიაცაა“) ირწმუნებიან, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს არა ამა თუ იმ პოლიტიკურ რეჟიმს, არამედ ხალხის ნებას (ამ განმარტების ავტორები, სავარაუდოდ, ისეთივე გულუბრყვილოები არიან, როგორც მარად შეშფოთებული დასავლელი ჩინოვნიკები).

ასეა თუ ისე, „ქართული პარტიის“ გენმდივანმა ბ-ნმა გუნცაძემ გაგვიმხილა, რომ, „თუ ქართველი ხალხი ხელისუფლების რევოლუციისა და ამბოხების გზით შეცვლას გადაწყვეტს, „ქართული პარტია“ მზად არის, პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს (მაშ!)“. უფრო მეტიც, გენმდივანი კოლეგებს (ყაბულს რომ არ არიან, იმათ) აკრიტიკებს: „რევოლუციას აკეთებს ხალხი (ესეც იმ „გულუბრყვილო“ ოპერის არიაა) და, არ მგონია, მათ შესწევდეთ უნარი, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდნენ.“ ბოლოს კი რიტორიკულად დასძენს: „მაინც ვის წინააღმდეგ უნდა წავიდნენ: თავისი შვილების, უკეთესი მომავლის წინააღმდეგ“?!

ერთი სიტყვით, მართალია, ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ ვის წინააღმდეგ ან ვისთან ერთად სად უნდა წავიდეს, მაგრამ „ქართულ პარტიას“ უკვე რაიონული ორგანიზაციების დაფუძნების კოჭებშივე ეტყობა, რომ სრულ მზადყოფნაშია იმ სკამების დასაკავებლად, „ხალხის მოწყობილი რევოლუცია“ რომ გამოათავისუფლებს.


скачать dle 11.3