კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წყალამღვრეულები

„შენ ზევითა ხარ, მე – ქვევით“

ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანას საზღვარი ოთხთაგან მხოლოდ ერთთან – თურქეთთან აქვს დადგენილი (იმ უბრალო მიზეზით, რომ სსრკ-ს ნატოელ თურქეთთან საზღვარი საფუძვლიანად ჰქონდა გაზომილ-გამაგრებული). შესაბამისად, რაკი სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამუშაოები არც სომხეთთან ჩატარებულა, არც აზერბაიჯანთან და, მით უმეტეს, არც რუსეთთან, არცთუ იშვიათად ვიგებთ, რომ საზღვრის ამა თუ იმ მონაკვეთზე ჩვენს მეზობლებს საზღვარი გადმოუწევიათ. მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ დღემდე (თუ არ ჩავთვლით სეპარატისტებს) სხვისი მიწის მისაკუთრების გამო არც ერთ მეზობელს არ დავუდანაშაულებივართ. ოღონდ, ეს მხოლოდ დღემდე, რადგან, გასულ კვირას, რფ-ის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ (გენერალ-პოლკოვნიკმა ვიაჩესლავ დოროხინმა) განაცხადა, რომ, თურმე, საქართველოს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე პრეტენზია გამოუცხადებია. კერძოდ, როგორც ირკვევა, რუსი გენერალი ზემო ლარსის რაიონში ერთ-ერთ მონაკვეთზე დავობს, სადაც, თურმე, ქართულ მხარეს შეთანხმების დარღვევით პოსტი გაუხსნია. მეორე მხრივ, დოროხინი არ მალავს, რომ ასეთი საკითხები საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ განიხილება და, იმედიც აქვს, რომ „ორივე მხარისთვის მისაღები ინტერესების შესაბამისად გადაწყდება“.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობაში საკითხები, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ რფ-ის ინტერესების შესაბამისად წყდება და, იმასაც დავუმატებთ, რომ „შენ ზემოთა ხარ, მე – ქვემოთ, როგორ აგიმღვრევ წყალსაო“, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუს კლასიკოსებს არა მხოლოდ ჩვენი სახჩინოვნიკები, თანამემამულეებიც აღარ სწყალობენ.


скачать dle 11.3