კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლიფტიდან – საქართველომდე

ძვირფასი დონალდი

რაკი ეს წუთისოფელი ზოგისთვის დედაა, ზოგისთვის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იაპონიისთვის) – დედინაცვალი, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს ესტუმრა. ესტუმრა და, თუ მთლად ბარაკ ობამას ვერა, მულტიმილიარდერ დონალდ ტრამპს შეხვდა, „სილქ როუდ გრუფის“ წარმომადგენელიც შეახვედრა და ამჯერად უკვე ბათუმში „თაუერის“ აშენებაც შეათანხმა (წესით, ცათამბჯენის აშენება შეათანახმა, მაგრამ, დამეთანხმებით, „თაუერი“ უფრო ეგზოტიკურად ელამუნება ამ ჩვენს დემოკრატიასა და კეთილდღეობას მოწყურებულ ყურებს). უკვე-მეთქი, რადგან, პირველ შეხვედრაზე, ქართული ელმედიის ცნობით, ნახსენები „თაუერი“ ჯერ თბილისში უნდა აშენებულიყო. მაგრამ, რაკი ნათქვამია, შენ ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობო, რა – ბათუმი, რა – თბილისი. მიუხედავად პროექტის შთამბეჭდაობისა (250 მილიონის ინვესტიცია ჩაიდებაო), ეს მაინც არ ყოფილა ამ შეხვედრის მთავარი ინტრიგა. ბ-ნ ტრამპს ჩვენი პრეზიდენტის მისამართით დითირამბები არც ამჯერად დაუშურებია: თანამედროვე მსოფლიოს კერპი და ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი უწოდა, მეტიც, ბ-ნი სააკაშვილის მსგავსი ლიდერი თავის სამშობლოსაც უსურვა. მომყავს ციტატა: „საქართველოს – ამ პატარა ქვეყნის მაგალითი იმის დემონსტრირებაა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ჭკვიან ხელმძღვანელს, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს.“ ბუნებრივია, ჩვენ ვერ დავდებთ თავს, რომ ბ-ნი ტრამპის სამაგიდო წიგნი ქართული ხალხური გამონათქვამებია, მაგრამ, ფაქტია, რომ თავის საქებარ სიტყვაში არ დავიწყებია შეგონება: მოყვარეს პირში უძრახეო, ამიტომაც, მომავალ წელს უსაფრთხოების მაჩვენებლის გაუმჯობესება დაგვავალა (მეორე ადგილი არ გეკადრებათო!).

თავის მხრივ, ვალში მას არც ბ-ნი სააკაშვილი დარჩენია: მათი პირველი შეხვედრის ადგილიც გაიხსენა (ლიფტი) და იმედიც გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის სახელი საქართველოსაც გააბრწყინებს. ხოლო, ვიდრე პრეზიდენტი უქმეებს მაიამიში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაცნობაში ატარებდა, მის სამშობლოში ოპონენტები ქილიკობდნენ, რომ, ჯერ ერთი, ხსენებული 250 მილიონი ტრამპის ფული არ არისო და, რაც მთავარია, დონალდ ტრამპი ამა თუ იმ პროექტში საკუთარი სახელის გამოყენების უფლებას ყიდისო (აწყობილი ჰქონია საქმე).

ასეა თუ ისე, ტრამპის ფულით თუ სახელით (თუ – ორივეთი ერთად), ფაქტია, რომ ამ ბატონმა ჩვენს ქვეყანას რეკლამა გაუკეთა (იმედია, მისი სიტყვა ფასობს საერთაშორისო ბიზნესწრეებში). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ინვესტიციები მოგვისუსტებს, „დაგვხატავდა“ მისნაირი კიდევ ერთი სარეკლამო აგენტი.


скачать dle 11.3