კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქადაშეჭმულები

ანუ ძალად მაცხონეები

მართალია, განათლების რეფორმის (შესაძლოა, ასეც ითქვას – გამორეფორმებულობის) ნაყოფს მხოლოდ ათიოდ წელიწადში თუ ვიგემებთ, სამაგიეროდ, უკვე ამთავითვე გვითხრეს, რომ წელს პირველკლასელები ახლებურად გაივლიან რეგისტრაციას. ჯერ ერთი, ეს პროცესი მაისამდე უნდა დასრულდეს (წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს 15 სექტემბერს სკოლაში ვერ მიიყვან) და, რაც მთავარია, პირველ კლასში უკვე 5 წლის ასაკის ბავშვებსაც მიიღებენ (მათაც, ვისაც 5 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებათ). მეორე მხრივ, სპეციალისტთა ნაწილი ჯიუტად ამტკიცებს, რომ 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩაბმა უნაყოფოა და არც იმ არგუმენტს ეთანხმებიან, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეჰყავთ თურმე სკოლებში 5 წლისანი. არდათანხმების მიზეზი მარტივია: საქართველოს საჯარო სკოლებში 5 წლის ბავშვების სწავლებისთვის შესაბამისი პირობები არ არის (თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, ჩვენი კანონმდებლობით, 12 წლის ბავშვებს სამართალი პასუხს სთხოვს, ამ ლოგიკით, სკოლებში ჩვილების მიყვანაც გამართლებულია).

როგორც უნდა იყოს, ბ-ნი შაშკინი მომავალ სასწავლო წელს პირველკლასელთა რაოდენობის გაზრდას ელოდება. ბუნებრივია, ჩვენ არაფერი ვიცით, რა მაჩვენებელს გაგვიუმჯობესებს, თუკი 2011/2012 სასწავლო წელს უფრო მეტი პირველკლასელი გვეყოლება (შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება), მაგრამ, ამ მიდგომაში არის რაღაც ოპტიმისტური (განსაკუთრებით, გამრავლების მიმართულებით): თუკი ჩვენი მოსახლეობის მიწის ზემოთ მოსიარულეთა რაოდენობას იმათაც დავუმატებთ, ვინც ჯერაც კიდევ მუცელშია (თუ გაგვიჭირდება, „პროექტში მყოფებსაც“ მივათვლით), შესაძლოა, ჩვენი დემოგრაფიული პარამეტრებიც კი გავიუმჯობესოთ, რადგან, თუ გული გულობს, არა მხოლოდ ქადა, სხვა რამე-რუმეებიც იჭმევაო.


скачать dle 11.3