კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გაემგზავრნენ საქორწინო მოგზაურობაში ირინა ონაშვილი და ლადო ვარძელაშვილი და სად გაატარეს მათ თაფლობის თვე



11 ოქტომბერს მშვენიერმა „მის საქართველომ“ ირინა ონაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს. წყვილი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. ულამაზესი საქორწილო ბეჭდები, რომლებიც ტრადიციული „კალიცოებისგან“ ძალიან განსხვავდება და მათზე ლადოსა და ირინას სახელებია ამოტვიფრული, ჯერ კიდევ აგვისტოში თურქეთში შეიძინეს. ქორწილის დღე კი ასე დაიწყო: მშვენიერი პატარძალი დილიდან სალონს ესტუმრა, თმისა და მაკიაჟის გასაკეთებლად. მაკიაჟი მაკა შავერდაშვილმა გაუკეთა, თმა კი – სალონ „მოდერნის“ სტილისტმა, თამუნა გვარმიანმა, რომელსაც ირინა ძალიან ენდობა. სახლში დაბრუნებულმა პატარძალმა, თავისი ულამაზესი და ორიგინალური კაბა ჩაიცვა, რომელიც მეგობრების დახმარებით ინტერნეტში შეარჩია. კაბის მოდელი ესპანელ დიზაინერს მარია ლუისა რაბელს ეკუთვნის. მან მომხიბვლელ დედოფალს კაბა ერთ თვეში შეუკერა, დიზაინერ მანანა ანთელიძის მიერ აღებული ზომების მიხედვით. კაბა საკმაოდ სადა, ორიგინალური, განსხვავებული და არასტანდარტული გამოვიდა, რაც მთავარია უმშვენიერეს პატარძალს ძალიან მოუხდა. ლადომ, საქორწილო კაბაში გამოწყობილი ირინა რომ დაინახა, აღფრთოვანება ვეღარ დამალა. ირინა იმ დღეს მართლაც საოცრად ლამაზი და მომხიბლავი იყო. როგორც პატარძლისგან შევიტყვე, საქორწილო კაბის შეკერვა დაახლოებით, იმდენი დაჯდა, რამდენიც საქართველოში ცნობილი დიზაინერის შეკერილ საქორწილო კაბას დასჭირდებოდა. რაც შეეხება ნეფის ჩაცმულობას, მასზე მთლიანად პატარძალმა იზრუნა. მან შეურჩია ლადოს შარვალი, პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი, რომელიც დედოფლის კაბის ფერი იყო. შუადღეს კი ირინასთან მშობლების სახლში მივიდა, ნეფე, მეგობრებთან და ორ მეჯვარესთან – დათო ტაბუცაძესთან და გია უდესიანთან ერთად. პატარძლის ოჯახში ტრადიციულად დალოცეს ნეფე-პატარძალი და დიდი ბედნიერება უსურვეს. პატარძლის მეჯვარეები კი იყვნენ, ულამაზესი ნათია დუმბაძე და ვიკა ბუკია. მათი დანახვისას უწმიდესმაც კი ასეთი რამ თქვა: ფერიებს გვანანო. ქორწილსა და ჯვრისწერაზე ირინა საერთოდ არ ნერვიულობდა, პირიქით ქორწილის ბევრი საორგანიზაციო საკითხი სწორედ მან მოაგვარა. ირინას მშობლების სახლში საკმაოდ ბევრმა სტუმარმა მოიყარა თავი. ტრადიციული დალოცვის შემდეგ, პატარძალი წამოიყვანეს და დიდი კოლონა უკვე საპატრიარქოსკენ გაემართა. ნეფემ პატარძალს თხოვნა შეუსრულა და ის უწმიდესს გააცნო, რაც ირინასთვის იმ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. უწმიდესმა ორივე დალოცა, დიდი ბედნიერება უსურვა და დედოფალს საჩუქრად წიგნი და ღვთისმშობლის ხატი გადასცა. ამის შემდეგ წყვილი სამების ტაძარში ჯვრის დასაწერად გაემგზავრა, რომელიც მეუფე ანდრიამ აღასრულა. ამბიონზე ასულმა ნეფე-პატარძალმა უფალს შესთხოვა კანკელის ხატების წინ, ილოცა და შემდეგ სტუმრების მილოცვები მიიღო. ამის შემდეგ ისინი რესტორან „ბერმუხაში“ გაემგზავრნენ, სადაც მათ ირინას, ულამაზეს კაბებში გამოწყობილი დისშვილები დახვდნენ. ისინი წყვილს გზაზე ვარდის ფურცლებს უყრიდნენ. საქორწილო დარბაზის გაფორმებაზე თავად პატარძალმა იზრუნა და იქ მართლაც საოცრად კარგი განწყობა და გარემო სუფევდა. წყვილმა იქვე მოაწერა ხელი და პირველი ცეკვაც შეასრულეს. ცეკვა ქართულს „დაისიდან“ წყვილი რამდენიმე ხნის განმავლობაში ამზადებდა. ცეკვამ სტუმრების დიდი მოწონება და ემოციები დაიმსახურა. სტუმრები თითქმის ყველა სფეროდან იყვნენ – ლადოს შვილები, მეგობარი პოლიტიკოსები, ახლობლები, ასევე, ირინას ოჯახის წევრები, მეგობრები. ქორწილში პირველი ლედიც მოვიდა, რომელმაც პატარძალს ლამაზი ყვავილების თაიგული გადასცა და მალევე წავიდა. სუფრას თამადობას მამუკა ონაშვილი უწევდა, რომელმაც თავისი იუმორით, სტუმრები ძალიან გაახალისა და საკმაოდ კარგი დრო გაატარებინა. ნეფე-პატარძალს უმღერა დუეტმა „ჯორჯიამ“, მამუკა ონაშვილმა, ერთი სიმღერა თავად მშვენიერმა პატარძალმაც შეასრულა და სტუმრების აღფრთოვანება კიდევ ერთხელ დაიმსახურა. პატარძალმა იმდენი იცეკვა, თითქმის არც დამჯდარა. ასევე კარგად მოილხინა ნეფემაც. საქორწილო ტორტის გაჭრას, ფოიერვერკები და სალომე ბაკურაძის შესრულებული სიმღერა მოჰყვა. ირინას თანამშრომლებმა სიურპრიზი მოუწყვეს და მიართვეს ტორტი, რომელსაც ეწერა „ფორ იუ“. საქორწილო თაიგული, რომლის დაჭერის სურვილიც ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, „ნატალის“ მოდელს, ეკა ჭუმბურიძეს ერგო წილად. ქორწილი კი ისევე სასიამოვნოდ და კარგად დასრულდა, როგორც დაიწყო. შუაღამისას ნასიამოვნები და კმაყოფილი სტუმრები დაიშალნენ, ბედნიერი წყვილი კი თავის ლამაზ ბინაში დაბრუნდა. სიძის მოუცლელობის გამო, ჯერჯერობით საქორწილო მოგზაურობაში ვერ გაემგზავრნენ, თუმცა აგვისტოში ჰქონდათ თურქეთში თაფლობის თვე. მე მათ კიდევ ერთხელ ვულოცავ დაქორწინებას და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ!

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3