კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში ადამიანის სხეულის ენერგიების არასწორი მართვა და რა როლს თამაშობს ამაში მოდა

ნებისმიერი ჩვენგანი კოსმიური კანონების მონაა და ამ კანონებიდან არ უნდა გადავუხვიოთ. ადამიანს მართავს 12 ძირითადი მერიდიანი. არის კიდევ დამხმარე მერიდიანებიც, ანუ ენერგოვიბრაციული ველების მატარებელი არხებიც, რომლებსაც გადააქვთ ნათელი კოსმიური ენერგია ძირითად ენერგოცენტრებთან და ორგანოებთან. ამიტომ, ადამიანის ვიბრაციების ველები უნდა იყოს აუცილებლად სუფთა. მაგრამ, ხიფათი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, ანუ, შესაძლოა, ეს ბიოველები, მერიდიანები დაბინძურდეს. მერიდიანების დაბინძურება, ძირითადად ორი გზით ხდება, კერძოდ: შიდა ფაქტორებით: ნეგატიური სიტყვით, ქმედებით, აზრით, უკონტროლო მოქმედებით, ან, გარე ფაქტორებით: თვალით, ჯადოთი და ასე შემდეგ. არსებობს კიდევ ერთი დამაბინძურებელი ფაქტორი, როცა ადამიანი არასწორი მოქმედების შედეგად, თავის სხეულთან მიმართებაში ჭედავს ენერგიის მსვლელობას, ანუ, ენერგია არ გადის გარკვეულ მერიდიანში და შემდეგ ის სადღაც იჭედება. ამ პროცესს ექსტრასენსები გრძნობენ. ის ადგილი გამაგრებულია, რადგან ენერგია აღარ ცირკულირებს. როგორც კი ენერგიის მოძრაობა შეყოვნდება ან შეჩერდება, ადამიანს პრობლემები ეწყება: ძირითადად, ამ დროს იტკიებს რომელიმე იმ ორგანოს, რომელთანაც მიდის ის ენერგომერიდიანი. მაგალითად, როცა ყურს იხვრეტენ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამ დროს ენერგომერიდიანების სპეციალისტს უნდა მიმართოთ, რადგან ყური, კონკრეტულად კი – ბიბილო, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგოცენტრი. თუ გსურთ, ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ, ეს უნდა გაითვალისწინოთ. თუ ყურის გახვრეტის დროს, არ იცით, რა ენერგოცენტრზე ხდება ამ დროს ზეგავლენა, შესაძლოა, სერიოზული დაზიანება მიიღოთ.

თუ ჯანმრთელი ადამიანის ენერგიის ცირკულაცია საკმაოდ საღია და ნორმალური, ჯანმრთელობის ხარჯზე მან შეიძლება, ეს დარღვევა თავდაპირველად ვერ აღიქვას, ერთი-ორი წლის განმავლობაში ცვლილებას ვერ ამჩნევს, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, ენერგიის მოძრაობა სუსტდება და ეს მეტად იგრძნობა. სწორედ აქ ხდება ენერგიის დაგროვება, მისი არასწორი გადანაწილება. ესე იგი, რომელიღაცა ორგანო ზიანდება და შემდეგ მისი მკურნალობა ვეღარ ხერხდება. იგივე ითქმის ცხვირის გახვრეტასთან დაკავშირებითაც. ასევე, მოდაშია ყურის ბიბილოზე რამდენიმე ნახვრეტის გაკეთება. ამ დროს ყურადღება ნახვრეტების რაოდენობასაც უნდა მიაქციოთ, უნდა იცოდეთ, როგორია თქვენი ენერგია, ვიბრაციული რიცხვი. მაგალითად, თუ თქვენი ვიბრაციული რიცხვი არის დაბადების მომენტისთვის სამი, კარგია, თუ ყურზე სამი ნახვრეტი გექნებათ. მაგრამ, თუ ასეთ შემთხვევაში, ოთხ ნახვრეტს იკეთებთ, თქვენ დისონანსი შეგაქვთ საკუთარ ორგანიზმში და იზიანებთ ჯანმრთელობას.

ადამიანებს გვაქვს აორტა, ვენური სისტემა და შემდეგ – კაპილარების სისტემა, რომლებიც გადის სხეულის თითოეულ უჯრედში. ელექტრომერიდიანებსაც დატოტვილი სისტემა აქვს, ანუ, მათ აქვთ უნარი, გადაიტანონ ენერგია და გადაანაწილონ ის მთელს სხეულზე. კაპილარებს შორის არის მცირეოდენი ადგილები, ამიტომ, საჭიროა, ნებისმიერი ორგანოს გახვრეტის დროს, დააკვირდეთ, რომ ნახვრეტის ადგილას კაპილარი არ გადიოდეს, რათა ნემსი არ მოხვდეს მერიდიანის კაპილარს. ნემსი კაპილარების შუაში უნდა გაატაროთ. თუ ის მოხვდა ენერგომერიდიანის გამტარ კაპილარზე, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად დაგუბდება ენერგია, რომელიც არ მისცემს საშუალებას, ასაზრდოოს ის ორგანო, საითაც მიდის ეს ენერგია და, ადრე თუ გვიან, ამ ადამიანს დაეწყება ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები.

ჭიპი არის ადამიანის ძირითადი ენერგოცენტრი. სწორედ აქ მდებარეობს ხარას წერტილი, ანუ ის არის ძირითადი ენერგოცენტრი და ის, სიკვდილის და სიცოცხლის ცენტრად იწოდება. როცა ადამიანი იმქვეყნად მიდის, სიკვდილის ენერგიის გასვლა ხდება კუდუსუნიდან, რომელიც გადმოდის კინკრიხოზე და მიედინება სიკვდილის ენერგოცენტრში ანუ ჭიპის მიდამოში. ეს პროცესი დაახლოებით წუთ-ნახევარი მიმდინარეობს და ყველაზე აუტანელი, მძიმე და საშინელია, თანაც, ადამიანი ამ დროს გაუსაძლის ტკივილს გრძნობს. როგორც კი ეს ენერგია ენერგოცენტრში გადავა, ადამიანი შვებას იგრძნობს.

ზოგადად, აუცილებელია, ადამიანმა თავისი ენერგიის სწორად მართვა იცოდეს და საკუთარ სხეულს უფრო გონივრულად მიუდგეს, რომ ღრმა სიბერემდე ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვროს.


скачать dle 11.3