კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 26 ივლისს, დილის 9 საათზე. მაინტერესებს, ასტროლოგიურად რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო ან საგამომცემლო ინდუსტრია, საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული პროგრამები, ტურისტული ბიზნესი ან შემოქმედება. პროფესიული დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ხელოვნება, დიზაინი, არქიტექტურა, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1987 წლის 17 იანვარს, დილის 11 საათზე. რომელი სფეროებია მისთვის მისაღები და წარმატების მომტანი და უცხოეთიდან რომელი ქვეყანაა უკეთესი?

პასუხი: თქვენი შვილისთვის უცხოეთი კარმული მისია ნამდვილად არ არის. იქ აუცილებლად შეექმნება პრობლემები და ადვილად ვერ დაიმკვიდრებს თავს. მაგრამ, თუ სურვილი აქვს და ბარიერების გადალახვას შეძლებს, კარგია შემდეგი ქვეყნები: მალაიზია, ბრაზილია, სინგაპური, ტაილანდი, პორტუგალია, ინგლისი, დანია, შვედეთი, ყაზახეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები. პროფესიებიდან კი მისაღებია და წარმატებების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენების ინდუსტრია, სამეცნიერო კვლევითი საქმე, ფსიქოთერაპია, მანქანათმშენებლობა, გამომგონებლობა; ყველა ამ სფეროში მას წარმატებები ელის.

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 18 აგვისტოს. რომელი ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაულების ტარებას მირჩევთ, რომ ცხოვრებაში მეტად გამიმართლოს და წარმატებებს ადვილად მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის კარგი და წარმატებების მომტანია შემდეგი ასტროლოგიური ქვები: სარდონიქსი, სარდიონი, ბრილიანტი, ქარვა, ლალი, იაგუნდი, ძოწი, იასპი და ტოპაზი.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1996 წლის 7 აპრილს. უცხოეთი თუ არის მისი კარმული მისია და, კერძოდ, რომელი ქვეყანაა მისთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი დისთვის უცხოეთი არც დიდი წარმატებების მომტანია და არც წარუმატებლობის, ის მისთვის საშუალოა. რაც შეეხება ქვეყნებს, მისთვის მისაღებია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთი, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, საბერძნეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 6 აგვისტოს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღები: ტურისტული ბიზნესი, პოლიტიკა, პროფესიული დიპლომატია საკონსულოებისა და საელჩოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია.


скачать dle 11.3