კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოდა – წაგებას!



ანუ მოკითხვა პორტარტურიდან



აქეთ – საქართველოს ბიუჯეტი, იქით – მთავრობაა მობილიზებული, თვით „ჰოლივუდელი“ რეჟისორი იღებს კინოფილმს აგვისტოს ომზეო (ოდა – წაგებას, მართლაც, ერთგვარი ნოვაციაა თანამედროვე ქართულ აზროვნებაში). შესაბამისად, ბიუჯეტსა და მთავრობაში იმდენად საზეიმო განწყობაა, უხერხულობაც არ იგრძნობა, ფილმს რომ ბიუჯეტი აფინანსებს, იდეას კი – საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, სრულიად ქართული ხელისუფლება სულის კაწკაწით ელოდება, როდის იხილავს მაყურებელი აგვისტოს ომის მათებურ ვერსიას (სადაც წაგება გამარჯვებაა). ამის პარალელურად, გაირკვა, რომ „ერისიონის“ „ქართული ლეგენდა“ საეჭვო წარმოშობის „სამაიამ“ მიითვისა: იმას არ დასჯერდა, რომ „ქართული ლეგენდის“ სახელწოდებით მართავს კონცერტებს, ქართულის მოცეკვავე მამაკაცები წელს ზემოთაც გააშიშვლა და ბრჭყვიალა ტანსაცმელიც შემოაცვა. ამან შესაბამის წრეებში ბუნებრივი აღშფოთება გამოიწვია (ქართული დიპკორპუსისგან დახმარებაც ითხოვეს), თუმცა საქართველოს კულტურის სამინისტრომ განმარტა, რომ ეს კერძო დავაა და ამ მარტივი მიზეზის გამო მასში ჩარევას არც აპირებს (ან კი სად აქვს ამის დრო და გული, როდესაც ჰოლივუდელ რეჟისორს უკან დასდევს). ხოლო, თუ ზემოთქმულს სამხედრო ექსპერტების მოსაზრებასაც დავამატებთ (საქართველოს ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება 2008 წლის აგვისტოს მსგავსი სამარცხვინო დამარცხების ანალოგი), „სამაიას“ კი არ უნდა ვუჩივლოთ, მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ადეკვატური კოსტიუმები შეგვირჩია, იმიტომ რომ, აი, ის პიპინიები ვართ, პორტარტურიდან საკუთარ ტანკებს რომ გამოვასწარით?!




скачать dle 11.3