კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრეზიდენტის უბეში



ქვეყნის მართვას რა უნდა?



საპარლამენტო ოპოზიცია თავისთავად იყო, მაგრამ ახლა უკვე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც პრეზიდენტის უბეშია (ანუ უშიშროების საბჭოს სხდომებსაც ესწრება და ხელისუფლებასთან აქტიურ კონსულტაციებშია), ხოლო დანარჩენები („დაიცავი საქართველოს“ ეგიდით) ცალკე იკრიბებიან. სულ ბოლო ასეთი შეკრება „რედისონში“ გაიმართა. ჩემი კოლეგები შეკრების ადგილას მხოლოდ დასაწყისში შეუშვეს, შემდეგ კი კარი მოუხურეს (შეკრება კონფიდენციალურია, შედეგებს დასასრულ გაგაცნობთო). დარბაზში ერთი ოპერატორი დაიტოვეს (მასალას არქივისთვის გადაგვიღებსო) და, ვიდრე ქართული ჟურნალისტური კორპუსი ფოიეში კლავდა დროს, გაირკვა, რომ შეკრება „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ამ უთანასწორობამ, ცხადია, მედიის წარმომადგენელთა პროტესტი გამოიწვია და, სავსებით ბუნებრივია, რომ მათ სოლიდარობის ნიშნად „რედისონი“ დატოვეს (რაკი სოლიდარობა მეტად უცხო ხილია პოსტრევოლუციურ საქართველოში, მედიელთა ასეთი ერთსულოვნება, უდავოდ, მისასალმებელია, თუმცა საერთო მაუწყებლების ჟურნალისტებს ასეთივე სოლიდარობის ჭია მაშინაც რომ შესჩენოდათ, როდესაც მხოლოდ ისინი შეუშვეს მუხროვანის ამბოხებულ ბაზაზე, „მაესტროსა“ და „კავკასიას“ კი კარი მოუხურეს, იქნებ ახლა ნატოშიც კი ვყოფილიყავით!). მეორე მხრივ, შეკრებაში მონაწილე ოპოზიციონერმა ლიდერებმა განმარტეს, რომ მათთვისაც „მოულოდნელი სიურპრიზი“ იყო შეკრების პირდაპირ ეთერში გადაცემა. თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი, ძირითადად ერთი ოპერატორის მომსახურებას იყენებდა (ჩანაწერს კი შემდეგ ფავორიტ ტელევიზიებს ურიგებდა გასაშუქებლად), არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამან მოახდინა ოპოზიციონერ ლიდერებზე მავნე ზეგავლენა (მართლაც, აბა, რით არიან პრეზიდენტზე ნაკლები?!).

მეორე მხრივ, თუ ზემოხსენებულმა ბატონებმა მართლაც არ იცოდნენ, რომ მათი კონფიდენციალური შეკრება პირდაპირ ეთერში გადიოდა, ვითომ ქვეყნის მართვა ეცოდინებათ?!


скачать dle 11.3