კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექსტრავაგანტური მუზეუმები

მუზეუმები იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებმა იყიდონ ბილეთი და გაეცნონ ხელოვნების ნიმუშებს. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე მუზეუმი, რომელიც მარტო იმიტომ უნდა ნახო, რომ...

* ტოკიოს ოკეანერიუმი: რა არის ეს – უზარმაზარი აკვარიუმი, რომელსაც მილის ფორმა აქვს და რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. ამ საიდუმლოებებით სავსე ქვეყანაში მუზეუმებიც შოკისმომგვრელი აქვთ. თან, რაც მთავარია, გაერთობით. თუკი ზღვის ცხოველების არ გეშინიათ და ექსტრიმიც გიყვართ.

* შოკოლადის მუზეუმი – ნამდვილი მექაა მსუნაგებისა და ტკბილეულის მოყვარულებისთვის. აქ ყველაფერი, დარბაზის სვეტები, სკულპტურები, ავეჯი... შოკოლადის არის და ყველაფრის გასინჯვა შეიძლება. სად არის ასეთი მუზეუმი? – რა თქმა უნდა შოკოლადის ქვეყანაში, ბელგიაში.

* ციხე-მუზეუმი ზალინგერში – შუა საუკუნეების ნამდვილი ციხე-კოშკი... და იმ შუა საუკუნეების შემდეგ აქ არაფერი შეცვლილა. გერმანიის ჩრდილო-დასავლეთით თუ გაემგზავრებით და არც კოშკში დაბუდებული მოჩვენებების შეგეშინდებათ, თავს ნამდვილ პრინცესად იგრძნობთ.

* მალტაზე, ხმელთაშუა ზღვის ამ პაწაწინა კუნძულზე არსებობს მსოფლიოში ყველაზე ძველი, მთელ პლანეტაზე ყველაზე უხუცესი მუზეუმის ნანგრევები. მართალია, ეს მხოლოდ დიდი ლოდებია, მაგრამ ნახვად ღირს.

* სამეცნიერო მუზეუმი ვანტიში – მუზეუმი-სასწაული, სადაც გასწავლიან, როგორ უნდა გამოიყენო ასტროტელესკოპი და როგორ ჩაუტარო საკუთარ თავს დნმ-ის ანალიზი. ვანტის პოვნა არ გაგიჭირდებათ. ის იქვეა, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით.

* იუნივერსუმი – გრანდიოზული მუზეუმი, რომელიც რამდენიმე პროფესიის სიმულატორად არის მიჩნეული – აქ შეგიძლია, გახდე პილოტი, რეჟისორი ან ექიმი. პარიზის უკიდურეს ჩრდილოეთში მოთავსებული ეს მუზეუმი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც სტუმარს თავისი ფარული პროფსურვილების შესრულება შეუძლია.


скачать dle 11.3