კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ წლებში დაბადებულ ადამიანებს გაუღიმებს ბედი წელს ფინანსური თვალსაზრისით და რას უნდა მიაქციოთ ამ მხრივ მეტი ყურადღება


2011 წელი, ზოგადად, ფინანსური შემოსავლების მხრივ, პოზიტიურია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაინტერესებულია მატერიალური შემოსავლების ზრდით და ამასთანავე ფრთხილი, წინდახედული, შრომისმოყვარე და წესების დამცველია.

გაითვალისწინეთ დაბადების წელი და ის ასტროლოგიური რჩევები, რაც თქვენს მატერიალურ და ფინანსურ წარმატებებს შეუწყობს ხელს.

ვირთხის წელიწადში დაბადებულებს, ფინანსურ შემოსავლებში ბედი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიღიმებთ, თუ დამთმობნი იქნებით, არ გამოიჩენთ ზედმეტ აქტიურობას და აგრესიას კოლეგებისა და საქმიანი პარტნიორების მიმართ. მოიკრიბეთ ძალები და დაელოდეთ იმ მომენტს, როცა თქვენი დრო დადგება. სისწრაფე, მხოლოდ წაგებას მოგიტანთ. არ გირჩევთ, საქმისა და ბიზნესის დეტალების უცნობი ხალხისთვის განდობას. ასევე, მოერიდეთ ისეთ ადგილებში სიარულს, სადაც ფულის წაგების შანსი გაქვთ, რადგან აზარტის მხრივ, წელს, ფორტუნა არ გიღიმით და მას ნუ შეეწინააღმდეგებით.

ხარის წელიწადში დაბადებულთათვის, ფინანსების მხრივ, ეს წელი პოზიტიურია. არ არის გამორიცხული, ახალი ფინანსური პროექტის რეალიზება და თანამოაზრეების დახმარებით საკმაოდ მსხვილი მატერიალური სარგებლის მიღება. მთავარია, მოინდომოთ და ყველაფერი გამოგივათ. გაანდეთ თქვენი მოსაზრებები გამოცდილ ადამიანებს. მოისმინეთ მათი რჩევები და თამამად შეუდექით ახალი პროექტების სისრულეში მოყვანას.

ეს წელი, ხარის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს ნამდვილად დიდ მოგებას ჰპირდება.

ენერგიული და საკუთარ თავში დარწმუნებული ვეფხვის წელიწადში დაბადებულები, უმჯობესია, წელს დამშვიდდნენ და მეტი დრო გამონახონ დასვენებისთვის. ეს წელი, თქვენთვის მატერიალური თვალსაზრისით სტაბილურია და იმაზე მეტს ვერ გამოიმუშავებთ, ვიდრე გასულ წელს გქონდათ. იფიქრეთ მომავალ საქმიანობაზე და დაგეგმეთ მომავალი წელი. ეს თქვენს ფინანსურ შემოსავალს გაზრდის. დაფიქრდით, რომელი საქმე უფრო მომგებიანი იქნება თქვენთვის მატერიალური თვალსაზრისით. იყავით მომთმენი და მომავალ წელს აუცილებლად გამოჩნდება ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობები.

წლევანდელი წელი კატის იგივე კურდღლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის წარმატებული იქნება. გამოიჩინეთ შინაგანი სიმტკიცე და ამბიციურობა. იყავით დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. გამოავლინეთ აქტიურობა საქმიან სფეროში. სანამ დათანხმდებით, ჯერ კარგად დაფიქრდით, რა პირობებს გთავაზობენ კარიერასა თუ საქმიან სფეროში. ბრმად ნუ ენდობით უცხო პირებს. ნუ გაგიტაცებთ იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღეში შესაძლოა, მილიონები იშოვოთ. უმჯობესია, ნელ-ნელა, გარემოებებზე მორგებით, იშოვოთ ფინანსები და საგრძნობლად გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

დრაკონის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა ფინანსურ სფეროში მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ, დიდია მოტყუებისა და ღალატის ალბათობა კოლეგების და პარტნიორების მხრიდან. ნუ გარისკავთ და ნურც ფულს ასესხებთ სხვებს, რადგან გასესხებულ თანხას, უკან ვეღარ დაიბრუნებთ. ასევე, ნუ გადაყრით ფულს დროსტარებასა და გართობაში. ეს თქვენს ჯიბეს, საგრძნობლად დააზარალებს და არ არის გამორიცხული, ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეთ. გირჩევთ, მეტი ყურადღებით ხარჯოთ და გადაანაწილოთ ფული.

გველის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის, ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისით, კარგი წელიწადია. არ არის გამორიცხული, გამონახოთ დამატებითი მატერიალური შემოსავლების წყარო. ყურადღება გაამახვილეთ სიახლეებზე. თუ მოინდომებთ, წელს სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებითაც კი, იშოვით ფულს. დააკვირდით, რომელი მხრიდან უბერავს ქარი და მიჰყევით მას და ფინანსურ შემოსავლებს გაიორმაგებთ. თუ არ იმოქმედეთ, ისე მატერიალურ კეთილდღეობაზე ფიქრიც არ ღირს. მოქმედებით კი იმ შემოსავლებს მიიღებთ, რაც ნამდვილად გჭირდებათ.

ცხენის წელიწადში დაბადებულები, წელს, ავანტიურული გეგმების განხორციელებას, მაქსიმალურად უნდა მოერიდონ. არ დაარღვიოთ ტემპი და არ გადაუხვიოთ იმ სამუშაო გრაფიკს, რომლითაც ახლა ხართ დაკავებული. თუ ასე მოიქცევით, დარწმუნებული იყავით, მატერიალური სიმშვიდე და საკმარისი შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში გარანტირებული გექნებათ. უმჯობესია ფინანსები დააბანდოთ ოჯახურ საქმეებში.

თხის წელიწადში დაბადებულთათვის, ფინანსური და მატერიალური თვალსაზრისით, ეს წელი მეტად პოზიტიურია. შეგიძლიათ, თამამად განახორციელოთ თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი, წინ წაიწიოთ სოციალურ საფეხურზე და მეტი გამოიმუშაოთ. იყავით შეუპოვარი, თამამად აიღეთ საკუთარ თავზე ინიციატივა და გამოამჟღავნეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს გარშემო არიან ადამიანები, თქვენგან მატერიალურ მხარდაჭერას რომ საჭიროებენ. ქველმოქმედებაში ჩადებული ფული, კიდევ უფრო აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს კარიერაში და ეს მომავალში მეტ შემოსავალს გპირდებათ.

მაიმუნის წელიწადში დაბადებულები ნუ იქნებით სულსწრაფები. გახსოვდეთ, ფული ციდან არ ცვივა და მის მოსაპოვებლად, უნდა იშრომოთ. ამიტომ, სანამ ხელმძღვანელ პირებს ხელფასის მომატებას სთხოვთ, დაფიქრდით, იმსახურებთ კი ამას?! ამ წელიწადში, ფული ეკონომიურად ხარჯეთ და მეტი ყურადღება მიაქციეთ რას გირჩევენ კოლეგები და საქმიანი პარტნიორები. სისწრაფე, მხოლოდ დაგაზარალებთ. ამიტომ, მიჰყევით მოვლენებს მშვიდად.

მამლის წელიწადში დაბადებული ადამიანების მატერიალური კეთილდღეობა წელს დამოკიდებული იქნება გარშემო მყოფების განწყობაზე. ფინანსური კუთხით საყვარელი ადამიანები დიდ დახმარებას გაგიწევენ. ბიზნესში მატერიალურ მოგებას მოგიტანთ ერთობლივი მუშაობა ბიზნესპარტნიორებთან. ამიტომ, ერიდეთ საქმეების წარმოებას დამოუკიდებლად. კარგად დააკვირდით, ვის შეიძლება საქმეში ენდოთ. ასევე, დამატებით შემოსავლებს მოგიტანთ საზოგადოებრივი საქმიანობა.

ძაღლის წელიწადში დაბადებულები, წელს ფინანსური და მატერიალური თვალსაზრისით მეტად ფრთხილად უნდა იყვნენ. ნუ გარისკავთ და ნურც ფულს დააბანდებთ ბიზნესში. დიდი ალბათობაა მოტყუებული დარჩეთ საქმიანი პარტნიორების არასწორად შერჩევისას. ამიტომ, ურთიერთობებისას, მეტი დაკვირვება გამოიჩინეთ. ნუ გაასესხებთ დანაზოგს და ნურც ფართომასშტაბიან, საეჭვო პროექტებში ჩადებთ მას.

წელს, ტახის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის, ფინანსური და მატერიალური თვალსაზრისით, მომგებიანია უცხოეთში ფულის დაბანდება ან უცხოელ პარტნიორებთან ერთად საქმის წამოწყება. ამიტომ, თუ საქმიანი წინადადების წინაშე დადგებით უცხოელების მხრიდან, თამამად გარისკეთ. ეს მხოლოდ მატერიალურ მოგებას მოგიტანთ.


скачать dle 11.3