კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიკვდილის რამდენი ტიპი არსებობს ეზოთერიკაში და რას აფიქსირებს ადამიანის თვალი გარდაცვალების მომენტში

ძნელია მიხვდე, რას განიცდის ადამიანი სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე. ამბობენ, ამ დროს მათ გარდაცვლილი ახლობლები ეცხადებიან და იმქვეყნად წასვლას ამცნობენ, იხმობენ თავისთან და ხელს უწვდიანო. ზოგი ადამიანი იმასაც ამტკიცებს, იმქვეყნად ვიმოგზაურე, კლინიკური სიკვდილი განვიცადე და მერე ისევ დავბრუნდი დედამიწაზეო. ძნელია, მათ არ დაუჯერო, ისეთ რამეებს ყვებიან. თუმცა, ხანდახან მათი გაგებაც გვიჭირს. ასეა თუ ისე, ფაქტები ფაქტებად რჩება და ადამიანები კვლავ ცდილობენ გაარკვიონ, რა ხდება სიკვდილის წინ. გარდაცვალებამდე არსებულ შეგრძნებებს დიდი ხანია, იკვლევს ეზოთერიკოსი, ბატონი ვალერი. როგორც ის ამბობს, სიკვდილი ორი ტიპისაა. ადამიანის თვალი ბევრ რამეს აფიქსირებს გარდაცვალებამდე და მისი სმენა ყველაფერს იგებს, მაშინაც კი, როცა გული ჩერდება.

ვალერი: საერთოდ, სიკვდილის ორ ტიპს განასხვავებენ. კერძოდ, პირველია, ეგრეთ წოდებული, კლინიკური სიკვდილი ანუ, როცა განსაზღვრული დროის განმავლობაში ჯერ კიდევ შესაძლებელია სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა და – მეორე კი – მისი მომდევნო, ბიოლოგიური სიკვდილია, როცა ორგანიზმში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები და წყდება უჯრედებსა და ქსოვილებში მიმდინარე ყველა ფიზიოლოგიური პროცესი. უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან, ვინც იცის, რომ მსგავსი ფაქტებით დაინტერესებული ვარ და მიყვებიან, თავიანთი უცნაური გარდასახვის შესახებ ამქვეყნიდან იმქვეყნად. ერთმა ისიც კი მითხრა, ამნაირ რამეებს ცრურწმენად მივიჩნევდი, მეგონა, როცა ამბობდნენ, რამდენიმე დღე მეძინა, იმქვეყნიური სამოთხე ვნახე და გარდაცვლილებს ვესაუბრეო, იტყუებოდნენ. სანამ ჩემს თავზე არ დავცადე და თავად არ ვიმოგზაურე იმქვეყნად, ვერ დავიჯერეო.

– ბევრი ადამიანი მართლაც ისეთ საოცრებებს ყვება, ძნელია მათ მონაყოლში ეჭვი არ შეიტანო. არ მეთანხმებით?

– გეთანხმებით. ზოგის მონაყოლი მართლაც არარეალურს ჰგავს. მაგრამ, არ დამავიწყდება ერთი კაცის ნათქვამი, რომელიც ამტკიცებდა ჯოჯოხეთი მოვიარე და მერე დავბრუნდი აქო. არადა, ეს კაცი, მართლაც ჯიბის ქურდი იყო, ბევრი ცუდი საქმე ჰქონდა გაკეთებული და ბევრი ადამიანი ჰყავდა გამწარებული. მოკლედ, ოპერაცია დასჭირდა და ნარკოზი რომ გაუკეთეს, კომაში ჩავარდა. თურმე, სწორედ ამ დროს იმოგზაურა იმქვეყნად და ჯოჯოხეთიც იქ მოიარა. ყველაფერი თავის თვალით იხილა. მოკლედ, საშინელ რაღაცეებს ყვებოდა. ამბობდა, ხრიოკი ადგილი იყო, ადამიანები დაგლეჯილ-დაფლეთილი ტანსაცმლით დადიოდნენ, ტკივილით იტანჯებოდნენ, შიოდათ, სწყუროდათ, ერთმანეთს არ ეკონტაქტებოდნენ, ახლობლებს ეძებდნენ, სახეები შეშლილი ჰქონდათ და მარტოსულები დაძრწოდნენო. უნდა გენახათ, როგორი შეშინებული იყო ეს კაცი, ამბობდა, აუცილებლად მოვინანიებ ჩემს ცოდვებს, ეს რა საშინელება ვიხილე, ღმერთის მორჩილი ვიქნები მთელი დარჩენილი ცხოვრება, რომ ჯოჯოხეთში არ გამიშვას და რაც მოვიპარე, ის შემინდოსო. სხვათა შორის, კლინიკური სიკვდილიდან გამოღვიძებული ადამიანები, მართლაც საინტერესო და უცნაურ რამეებს ყვებიან. ერთმა ახალგაზრდა გოგონამ მიამბო, კლინიკური ძილის დროს, გარდაცვლილი დედა ვნახე ულამაზეს ადგილას და რომ დამინახა, გადაირია სიხარულით, მეფერა, ბევრი მკოცნა, ბოლოს კი მითხრა, აქ შენი მოსვლის დრო ჯერ არ დამდგარა. შვილო, ახლა წადი და მე აქ დაგელოდები, ჩემი დარდი არ გქონდეს, ხომ ხედავ, როგორც ვარო. ბევრი იმასაც ამბობს, იქ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება შემძინა და დიდი პასუხისმგებლობაც დამაკისრაო. რომ დავფიქრდები ხოლმე, მართლაც რა ხანმოკლეა ეს ცხოვრება – სულ ერთი წამი და იქ, სამუდამო განსასვენებელში, ვალმოხდილი უნდა წახვიდე. სხვა გზა არ არსებობს.

– და მაინც, რას განიცდის მომაკვდავი ადამიანი, ეგრეთ წოდებული, ბიოლოგიური სიკვდილის წინ?

– მე ბევრ ექიმთან მქონდა ამ თემაზე საუბარი. მათ შორის ბევრი დაკვირვებია იმ ფაქტს, რომ სიკვდილის წინ მომაკვდავ ადამიანს წამიერად გონება უნათდება, ამ დროს აგონია წყდება. სულთან მებრძოლი, სრულიად აზრიან ფრაზას წარმოთქვამს და ამის შემდეგ მისი სული ტოვებს სხეულს. თავადაც ვაკვირდებოდი მომაკვდავ ადამიანებს.. ისინი ბოლო წუთებში ხედავდნენ გარდაცვლილთა აჩრდილებს, მათთან ცდილობდნენ საუბარს. ზოგი შიშით კანკალებდა, ზოგი ხელებს იქნევდა, ზოგიც გაღიმებული მისჩერებოდა ერთ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, მისი გარდაცვლილი ახლობლის აჩრდილს ლანდავდა. სიცოცხლის ბოლო წუთებში, ორგანიზმი მთელი თავისი უკანასკნელი ძალების მობილიზებას ახდენს. გაფართოებულია თვალის გუგები, ყველა გრძნობა გამახვილებულია, გამომჟღავნებულია ყველა ფარული ნიჭი და უნარი. ამ დროს ადამიანი სასწაულად ძლიერი ხდება და თან, ნელ-ნელა მძიმდება, წონაში იმატებს. კვლევებმა, რომელსაც ეზოთერიკოს მეცნიერთა დიდი ჯგუფი იკვლევდა, ისიც დაამტკიცა, რომ გარდაცვლილის თვალებში დიდხანს აღიბეჭდება და რჩება ის გამოსახულება, რასაც ის გარდაცვალების დროს, ანუ უკანასკნელად შეხედავს. სხვათა შორის, უძველესი დროიდან, მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ, რასაც მომაკვდავი ადამიანი სიკვდილის წინ, უკანასკნელად შეხედავს, მის თვალებში დიდი ხნით აღიბეჭდებაო. ამიტომაც, ზოგჯერ, შეშინებული მკვლელები მსხვერპლს თვალებს სთხრიდნენ, რათა გვამის თვალის ბადურაზე მათი ვირტუალური ანაბეჭდი არ დარჩენილიყო. ეს შემდეგ არაერთმა სცენარისტმა და რეჟისორმა გამოიყენა და უცხოურ ფილმებში მსგავსი რამ ბევრგან გვხვდება.

– ბატონო ვალერი, რამდენ ხანს შეიძლება, ადამიანი იმყოფებოდეს ლეთარგიულ ძილში, ანუ როგორც მას უწოდებენ, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში?

– კლინიკური სიკვდილის დროს გაჩერებულია სუნთქვა და გულისცემა, მაგრამ ცენტრალური ნერვული სიტემის სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებულია და გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია, ადამიანის გაცოცხლება. ამ ხნის გასვლის შემდეგ, ვითარდება ბიოლოგიური სიკვდილი. თუმცა, კლინიკური სიკვდილის დრო, საკმაოდ დიდხანსაც გაგრძელებულა და ეს ფაქტები ჩემს ჩანაწერებშიც მაქვს დაფიქსირებული. ხშირად, კლინიკურსიკვდილგამოვლილი ადამიანები ერთნაირ ისტორიებს ყვებიან – რომ მოხვდნენ ლამაზ ადგილად, ნახეს გარდაცვლილი ადამიანები, ახლობლებმა ისინი უკან გამოისტუმრეს და ასე შემდეგ.

– ამბობენ, კლინიკური სიკვდილის დროს ადამიანს, ცალი ფეხი სამარეში აქვსო. ამაზე რას იტყვით?

– მართალია, ამ აზრს მეც ვეთანხმები, რომ კლინიკური სიკვდილის, ანუ ლეთარგიული ძილის დროს, ადამიანს ცალი ფეხი, ცივ სამარეში აქვს. თუ დროზე არ მოხდა ადამიანის იმქვეყნიდან მობრუნება, რასაკვირველია, იქ სამუდამოდ დარჩება. კომა კი შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. სხვათა შორის, ამ თემაზე დღეს ბევრი ეზოთერიკოსი თუ პარაფსიქოლოგი მუშაობს და დაკვირვებებს აწარმოებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მათი დაკვირვების ბევრი დეტალი ერთმანეთს ჰგავს. სხვადასხვა ადამიანის მონაყოლის ჩანაწერს თუ გადახედავთ, მათში ბევრი საერთოა. ასე რომ, კლინიკური სიკვდილი ნამდვილად ხდება და ის არცთუ იშვიათია. უბრალოდ, ბევრი ამას არ ამხელს, ბევრიც ვერ ხვდება რა მდგომარეობა გამოიარა, ბევრიც სკეპტიკურად უყურებს მსგავს რამეებს და ასე შემდეგ. მე კი, ჩემი მხრიდან, გეტყვით, რომ ლეთარგიულ ძილზე ანუ ადამიანის კლინიკურ, დროებით სიკვდილზე ძველთაგანვე საუბრობდნენ, აკვირდებოდნენ ამ მდგომარეობაგამოვლილ ადამიანებს და მათ სპეციალურ ტიტულსაც კი ანიჭებდნენ.


скачать dle 11.3