კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ხაშლამა“ ჩამოტარებით



ნავთის სუნზე



სომხურ-თურქული შეთანხმება დიპურთიერთობების აღდგენის შესახებ ქართულმა პოლიტსპექტრმა, უცნობ მიზეზთა გამო, თავისი მაღალი ყურადღების მიღმა დატოვა (იმის მიუხედავად, რომ პროტოკოლის ხელმოწერის ციურიხში გამართულ ცერემონიალს ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის საგარეო უწყების პირველი პირი ქ-ნი ქლინთონი ესწრებოდა და მეტადაც აქტიურობდა). ჩვენ არ ვიცით, რა არის ქართული გულგრილობის მიზეზი (შესაძლოა. ასეც იყოს: „არავის საქმეში არ ვერევი მეო“) და არც ის, აქვთ თუ არა გაანალიზებული ამ შეთანხმების დადებითი და უარყოფითი მხარეები, სამაგიეროდ, ვიცით, რომ ახლა უკვე სომხეთის პრეზიდენტი დაესწრო თურქეთში გამართულ საფეხბურთო მატჩს თურქეთისა და სომხეთის ნაკრებებს შორის. ხოლო ამის შემდეგ პირველმა პირებმა კიდეც იტრაპეზეს: თურქეთის პრეზიდენტმა სომეხი კოლეგის პატივსაცემად ვახშამი გამართა, რომლის კერძებიც თურქეთის პრეზიდენტის მეუღლეს საკუთარი ხელებით მოუმზადებია (ეს ფაქტი სომხეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თითქმის მოგვარემ, ედვარდ ნალბანდიანმა გაახმაურა).

ჩვენ არ ვიცით, როგორ იმოქმედებს აზერბაიჯანი (აქამდე თურქეთი მას უჭერდა მხარს ყარაბაღის კონფლიქტში), ან ჩამოგვართმევს თუ არა სომხეთი სატრანზიტო ფუნქციას (ცხადია, ტრანსკასპიური მაგისტრალის თვალსაზრისით, თორემ უკვე ამოქმედებულ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, ცხადია, არავინ გააუქმებს), ამ ეჭვის საფუძველი ციურიხში ქ-ნი ქლინთონის აქტიურობაა (როგორც ჩანს, ამ თურქულ-სომხურ შეთანხმებას ნავთის სუნიც უდის), თუმცა, როგორც უნდა იყოს, იმედია, ტრაპეზზე ხაშლამასავით არ ჩამოგვატარებენ.


скачать dle 11.3