კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სისულელეები ჩაუდენია სიყვარულისთვის ნატა ბერეჟიანს და როდის უღრმავდება კომპლექსები არჩილ სოლოღაშვილს

ნატა ბერეჟიანსა და არჩილ სოლოღაშვილს თავის პროფესიებში სხვადასხვანაირად გაუმართლათ. თუმცა, გამართლების „მეტ-ნაკლებობის” მიუხედავად, ისინი ერთნაირად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც თანამედროვე მსახიობის ცხოვრებაში არცთუ უმნიშვნელოა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია არჩილ სოლოღაშვილი

– ნატუკა, რომ არა მსახიობი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყავი?

– რომ არა მსახიობი, მართლა არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი, რადგან როგორც კი დავიწყე აზროვნება, იმ დღიდან მახსოვს, რომ მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. არ მახსენდება დღე, როცა მითქვამს, რომ ექიმი ან პოლიციელი მინდა ვიყო- მეთქი.

– რეჟისორობაზე გიფიქრია?

– ვერ შევძლებ ვერასდროს. შენნაირად ნიჭიერი არ ვარ.

– არც მე მინდა...

– შენ გამოგივიდა, აჩიკო, თან, ძალიან კარგად. მე კი, დარწმუნებული ვარ, არ გამომივა. რამდენი პერსონაჟიც არის, იმდენის ხაზზე უნდა იფიქრო. არადა, მე ერთზე რომ ვფიქრობ, იმაზე ვკვდები ნერვიულობით. ხუთ კაცზე რომ ერთად ვიფიქრო, შეიძლება, ჭკუიდან შევიშალო.

– იქნებ, ეს უფრო მარტივია? როგორც მაყურებელი ისე რომ უყურებ სპექტაკლს? ხომ გგონია, რომ ეს ყველაფერი იმაზე გაცილებით მარტივია, ვიდრე რეალურად. იქნებ რეჟისორობაც ასეა?

– შეიძლება, ასეც არის. მაგრამ, პასუხისმგებლობა ხომ ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად მეტია. მე კი მაგხელა პასუხისმგებლობის მეშინია.

– ვიცი, რომ ძალიან კარგი დედა ხარ. დედა ხარ როგორც კრუხი, რომ შეგეძლოს, უფრო მეტ კვერცხს დადებდი. თან, ძალიან კარგები გამოგდის. რას მირჩევ, როგორ შევარჩიო, რა ვეძებო ქალში, რომ შენნაირი კარგი დედა იყოს?

– როგორც ჩემთვის, ვიცი, რომ ეს საკითხი შენთვისაც მნიშვნელოვანია – ის უნდა იყოს სუფთა. კარგი დედა უნდა იყოს მოწესრიგებული, მზრუნველი, სუფთა. მაგრამ კარგი დედა, არავითარ შემთხვევაში, არ ნიშნავს თავგადაკლულ დედას, რომელსაც მოწეპებული ჰყავს შვილი, სულ მის გვერდით არის, სახლში ზის, არ მუშაობს და სხვას არაფერს აკეთებს. თუ ქალი არ არის რეალიზებული, მას ძალიან გაუჭირდება, იყოს კარგი დედა. თან, თუ ქალს თავისი საქმე არ აქვს, ასეთებს არ აფასებენ – არც ქმარი და არც შვილი, როგორი კარგი დედაც არ უნდა იყოს.

– ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში როგორც უცოლო, ვეძებ ჭკვიან ქალს, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა მუშაობდეს. ის ჭკვიანი და საქმიანი მანდილოსანი პერსპექტივაში კარგი დედა უნდა იყოს. აი, ვთქვათ, გაგიჭირდა, ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ ძალიან გიჭირს. რას არ გააკეთებდი?

– ბევრ რამეს გავაკეთებ. ვიმუშავებდი დამლაგებლად, ჭურჭლის მრეცხავად, მიმტანად, მაგრამ არ ვიბოზებდი. ამას ვერ გავაკეთებ ვერავის გამო. ამას მირჩევნია, დავალაგო. ზუსტად ვიცი, კარგად გამომივა. ვერც ქუჩაში დავდგები ხელგაწვდილი. სანამ ორი ფეხი და ხელი მაქვს, იმდენს შევძლებ, რომ ჩემს შვილს საჭმელი ჰქონდეს, არ შემრცხვება ბევრი ფიზიკური მუშაობა.

– აირჩიე ეს პროფესია და დღეს თუ ფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გააკეთე, ღირდა იმ წლების დახარჯვად, რომელიც სწავლასა და საკუთარ თავზე მუშაობაში გაატარე?

– არა. დღეს ვფიქრობ, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე. მართალია, დღეს ჩემთვის წარმოუდგენელია სხვა რაღაცის კეთება, მაგრამ ყოველდღიურად მაინც ვნანობ, რომ ამ პროფესიას ვემსახურები. ძალიან ბევრი გულისტკივილია ამ საქმეში, ძალიან ბევრი და ჯობდა, მართლა სხვა პროფესია ამერჩია.

– მიუხედავად იმისა, რომ დღეს სცენაზე ვდგავარ, არაფერი მაკლია, რაც პროფესიას ეხება, მაინც ყველაფერზე მიწევს წასვლა იმისთვის, რომ ვიარსებო. სცენა მეხმარება იმაში, რომ სულიერად ვიარსებო და კმაყოფილი ვარ ამის. მაგრამ, რაც შეეხება რეალურ ყოფას, როდესაც ოჯახი შენ კისერზეა, სცენას ამ დროს ვერანაირი წვლილი ვერ შეაქვს. თეატრებში, მსახიობების ანაზღაურების ფონზე, საკმაოდ კარგი ანაზღაურება მაქვს...

– მე კი, ძალიან ცუდი.

– მესმის. თუმცა, ჩემი კარგი ანაზღაურებაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ პროფესიით ვიცხოვრო. ძალიან მიყვარს ცეკვა, ქორეოგრაფი ვარ. მაგრამ, რომ არა შემოსავალი, ამ ჩემს ცოდნას მხოლოდ ჩემს პროფესიას მოვახმარდი. ახლა კი, მიწევს, ვიყო სხვადასხვა პროექტის ქორეოგრაფი, ავიყვანო მოსწავლეები, ვიყო ჟურნალისტი თუ წამყვანი იმისთვის, რომ ნორმალურად ვიცხოვრო.

– მესმის, რასაც ამბობ. თუმცა, ამდენი საქმე გქონდეს, ესეც გამართლებაა.

– მართლა გამიმართლა. არ მიყვარს, ეს ინტერვიუები ქება-დიდებაში რომ გადადის, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა აუცილებლად – ნატა არის უნიჭიერესი მსახიობი და მინდა, რეჟისორებს მივანიშნო, რომ დაინახონ ის და დააფასონ. ძალიან ცოტა ნიჭიერი ქალი მსახიობია დღეს საქართველოში. ეს არის როგორც დრამატული, ისე სახასიათო მსახიობი. არტისტებში ეს ძალიან დიდი იშვიათობაა. რატომღაც, ვერ ხედავენ. მესმის, ალბათ, ჯობია, ისევ ბიძაშვილი დააკავო ან ის, რომელსაც თხუთმეტი წელია, ას ლარზე ამუშავებ და გყავს დასში.

– კი, მაგრამ მხოლოდ ანაზღაურებაზე არ არის საქმე. არ ვარ შტატში, ვარ მიწვეული მსახიობი და შეიძლება, ცოტა მქონდეს, მაგრამ, არის ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი, რომელიც საერთოდ არაფერს აკეთებს. ნიჭთან ერთად, აუცილებლად უნდა გქონდეს იღბალი. ამ პროფესიაში შენ ეს იღბალი გაქვს.

– უნდა შეგეწინააღმდეგო. იღბალი კიდევ სხვა რაღაცაა. უკვე ოცდათერთმეტი წლის ვარ. ამდენი წელი გავიდა, სულ რაღაცას ვაკეთებ. შრომა დაუფასებელი არ რჩება. რომ არა თეატრი, დღეს ან ქორეოგრაფი ვიქნებოდი, ან მეტყველების პედაგოგი. ამაში იმდენი ჩავდე, იმხელა რესურსი დავხარჯე, რომ მართლა დროა, ეს ყველაფერი უკან ავიღო. ანუ, გამართლება მრავალწლიანი, დიდი შრომის შედეგად მოვიდა და ამას უკვე გამართლება კი არა, დახარჯული ენერგიის შედეგი ჰქვია. გამართლება სულ სხვა რაღაცაა. კარგი, ცოტა გავხალისდეთ. რა მოგიტანა შენ ამ სერიალმა „გოგონა გარეუბნიდან”, რამეში გამოგადგა?

– მომიტანა პოპულარობა. გამომადგა იმაში, რომ ცოტა ჩემი ჯიბის ფული გამიჩნდა. თან, სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებისგან დადებითი ემოციები მოდის. შეიძლება, ცუდსაც ფიქრობენ და პირში არ მეუბნებიან, მაგრამ ჩემამდე მხოლოდ დადებითი მოდის. სიმართლე გითხრა, ყოველთვის მინდოდა, ჯერ თეატრში გამეკეთებინა რაღაც. მაყურებელი რომ მოვიდოდა ჩემს სპექტაკლზე, თითი არ გამოეშვირა და არ ეთქვა – ვაიმე, ეს ციცინო არ არისო?! მინდოდა, სცენით გავმხდარიყავი პოპულარული და მერე მეთამაშა სერიალში.

– მაგრამ, ეს მაინც გარდაუვალი იყო. სცენით პოპულარული მაინც ვიწრო წრეში ხდები. მთელი საქართველო მაინც ტელევიზიით გაგიცნობდა. არ გეუბნებიან ხოლმე, გურული ანეკდოტი მოგვიყევიო?

– ეს ძალიან მაღიზიანებს, სიმართლე გითხრა. აბა, თქვი, ცა, რაფერ ხარ, ქათამი სად წაიღე... ქუჩაშიც კი უთქვამთ ასეთი რამ. მაგრამ ეს არაფერია ამასთან შედარებით – აუ, მსახიობი ხარ? აბა, იტირე.

– აბა, მითხრან, „რეალში“ ვატირებ ყველას.

– გაგვართე, გვაცინე... ბევრია ასეთი თხოვნა.

– ნატუკა, მე ვიცნობ შენს მეუღლეს. სანამ ერთმანეთს გაიცნობდით, შენც გიცნობდი და აკოსაც, რომელიც ძალიან კარგი ბიჭია, ოქროს ადამიანია და დიდ პატივს ვცემ. მოდი, სანამ მე ვიტყვი, მოგვიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ განვითარდა მერე მოვლენები?

– ჩემი ბავშვობის მეგობარი მისი ბავშვობის მეგობარია და ასე, ერთხელ, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. და ასე, თვალი გამიყარა, გავუყარე, ჩამიკრა, ჩამომიკრა... თან, ძალიან ლამაზი თვალები აქვს. რომ შემოგხედავს, რაღაც გემართება. ნელ-ნელა, ნელ-ნელა განვითარდა ყველაფერი. ერთი წელი ვიარეთ და მერე დავქორწინდით. მოვიდა სახლში, დედაჩემს, მამაჩემს დაელაპარაკა და ადამიანურად მოვაგვარეთ ეს ყველაფერი.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნატა ბერეჟიანი

– ახლა შენ მითხარი, რომ არა ეს პროფესია, რას გააკეთებდი?

– ვეცდებოდი, ჩემი საქმე ისევ ხელოვნებასთან ყოფილიყო ახლოს. მაგრამ, თუ ამას ვერ შევძლებდი, ვიქნებოდი კარგი ადვოკატი. მეზიზღება უსამართლობა, თუმცა არ ვიცი, დღეს საქართველოში, სასამართლო სტრუქტურაში ღირს თუ არა ადვოკატობა. ისე, ამ პროფესიის დაუფლება, გვიან არასდროს არის. უბრალოდ, ქვეყანა უნდა გიწყობდეს ხელს.

– აჩიკო, შენ მითხარი ახლა, როდის აპირებ ცოლის მოყვანას და როგორი წარმოგიდგენია შენი მომავალი მეუღლე?

– მთავარია, ჰქონდეს ძალიან კარგი ხასიათი და რას ვგულისხმობ, აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორი. იუმორის გარეშე არამცთუ ცოლქმრობა, არანაირი ურთიერთობა არ არსებობს. ელემენტარულად, ეს იქნება ადამიანი – მაღაზიაში, სამარშრუტო ტაქსიში, მეგობარი, დედა – იუმორის გარეშე არ არსებობს არანაირი ურთიერთობა. ნუ იქნება „კრასავიცა” და ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი. მაგრამ, შეეხედებოდეს, რაღაც ეშხი ჰქონდეს ისეთი, რომ შემოგხედავს, რაღაც უნდა გემართებოდეს. უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს არც მისმა გავლამ, არც შემოხედვამ. ყოველთვის გამიხარდება, როცა ჩემი პარტნიორი იქნება ყველასთვის სასურველი ქალბატონი და იტყვიან – აი, აჩიკოს როგორი ცოლი ჰყავსო. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. მას არც სახლში ჩავკეტავ, არც ბოქლომებს დავადებ. პირიქით, მესიამოვნება, თუ იმუშავებს, საზოგადოებასთან ექნება შეხება, დატვირთული და დაკავებული იქნება.

– ვიცი, რომ როგორც ჩემთვის, ისევე შენთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოწესრიგებულობას.

– ჩემზე სუფთა მაინც უნდა იყოს.

– სახლში სისუფთავე უნდა იყოს. ამ მხრივ საშინლად „წიკიანი“ ვარ და ზუსტად ვიცი, რომ შენ ჩემზე უარესი ხარ.

– სადილად რომ დავსხდებით მაგიდასთან, შაქარი თუ დამხვდა დაყრილი, ან პური მანამდე ნაჭამი და მაგიდა გადასაწმენდი, აუცილებლად მეწყინება და ვუსაყვედურებ. თუ გინდა, რომ ადამიანს ასიამოვნო, თან სადილს უმზადებ, ბარემ მაგიდაც გადააწკრიალე – მარილი მოაყარე, რომ ჭამა მესიამოვნოს. სანთელს თუ არ დამინთებს, არა უშავს, სხვაგან დავუნთებ მერე მე სანთელს, რა პრობლემაა.

– რამდენი შვილი გინდა, რომ გყავდეს?

– რამდენსაც ღმერთი მომცემს. ასე თამამად ამ თემაზე ვერ ვლაპარაკობ ხოლმე. რაც შვილს ეხება ეს ისეთი რამაა, რაც არ გამომიცდია, არ ვიცი. ძაღლი მყავს და შვილივით მიყვარს, წარმომიდგენია, შვილზე რა დამემართება. ჩემს მეგობრებს ყველას შვილები ჰყავთ და დაახლოებით წარმომიდგენია, რას ნიშნავს ეს გრძნობა.

– ერთადერთი, რითიც შვილის სიყვარული შემიძლია ავხსნა, ის არის ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც მაშინვე, დაფიქრების გარეშე, მოკვდები. სხვაზე მაინც შეიძლება, იფიქრო, როცა საქმე შენს სიცოცხლეს ეხება, შვილის გამო კი ამაზე ფიქრს არც დაიწყებ. თუმცა, როცა შვილი მეყოლა, ამაზე მაშინვე ვერ ვფიქრობდი. მეგონა, დამთავრდა ჩემი ცხოვრება და ახლა რაღა უნდა ვაკეთო-მეთქი. ეს განცდები უკვე მოგვიანებით გაჩნდა.

– მწამს და მჯერა, რომ ასე იქნება. ამას მივესალმები, გამოდით, დამენახვეთ, სად ხართ.

– ბანალურ შეკითხვას დაგისვამ. ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში გინდა, რომ წახვიდე საცხოვრებლად?

– ყველა ქვეყანაში ვისურვებდი წასვლას, მოგზაურობას და დასვენებას. მაგრამ რაც შეეხება ცხოვრებას, მინდა, თბილისში ისე ვიცხოვრო, რა სიამოვნებითაც ვიცხოვრებდი პარიზში. ანუ, რა სითბოც პარიზს აქვს, რა სიგიჟეც აქვს მადრიდს, რა ხიბლიც აქვს რომს... სხვა ქვეყნების სითბოთი და ენერგეტიკით სიამოვნებით ვიცხოვრებდი ჩემს ქალაქში, ჩემს თბილისში. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ვისურვებ, რომ იგივე შეგრძნებები გაჰყვეთ ჩემს იქაურ მეგობრებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ. რა სიყვარულითაც პარიზს შევიყვარებ, იმ სიყვარულით მინდა, თბილისი უყვარდეთ. რა ვქნა, ვერ წავალ ვერსად. ვერ შევძელი და ვერც შევძლებ. რაც შეეხება ჩვენი პროფესიის სირთულეებს ამ ქალაქში, ერთხელ მანანა ბერიკაშვილმა მითხრა და ეს სულ მახსოვს. არ ვიცი, შენ რამდენად გამოგადგება – ნუ ნერვიულობ, გივი ბერიკაშვილი ოცდაათი წლიდან შედგა არტისტადო.

– მეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე ასეთ რაღაცეებზე.

– ამიტომ, ვაცადოთ განგებას, იქნებ ღმერთი რას გიმზადებს?! წინასწარ ნუ დაბლოკავ შენს თავს. პირიქით. რამე გამოგიჩნდება, დათანხმდი. იქნებ, რა გელოდება წინ.

– ბედისწერის თუ გჯერა?

– ალბათ, რაღაც მაინც არსებობს, რაღაც უწერია ადამიანს, რასაც ვერ აცდება. ამის მწამს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაქანებულ მანქანას თავი შეუშვირო.

– მეც ასე მგონია. ცხოვრების გზას თავისი არჩევანით მაინც ადამიანი განაპირობებს. თუმცა, იმისიც მჯერა, რომ რაღაც გარდაუვალობა არსებობს. აჩიკო, როდისმე თუ ყოფილხარ შეყვარებული ისე, რომ უთავმოყვარეო რაღაცეები გიკეთებია. თუმცა, სხვაზე გითქვამს, ეს როგორ გააკეთაო?

– ვყოფილვარ ასე შეყვარებული და გამიკეთებია კიდეც. მაგრამ, ამას უთავმოყვარეო საქციელს მაინც ვერ დავარქმევ. სიყვარული ისეთი რამეა, თავისით გაკეთებინებს ასეთ სისულელეებს და თუ არ გაკეთებინებს, მაშინ ეს ის არ არის. ამიტომ, მეამაყება, როცა ყველაზე ცუდად მოვქცეულვარ, ყველაზე დიდი სისულელე ჩამიდენია...

– გითხოვია, გიტირია.

– კი და ბედნიერი ვარ ამის გამო და სიამოვნებით გავაკეთებდი ზუსტად იგივეს ისევ.

– აბსოლუტურად გეთანხმები. თუ მართლა შეყვარებული ხარ, ვეღარ აკონტროლებ შენს საქციელს. მართალია, ზღვარგადასული არაფერი ვარგა, მაგრამ მაინც. ბევრჯერ გამიკეთებია ისეთი რაღაც, რაც სხვაზე მითქვამს, როგორ არ შერცხვა ამას რომ შვრებოდა-მეთქი. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ უფრო ხშირად ეს მაშინ მომხდარა, როცა ცოტა ნასვამიც ვიყავი. ალკოჰოლი აღარ გაკავებინენს გრძნობებს და ყველაფერი გარეთ გამოდის.

– მე არა. როგორიც ამწუთას ვარ, ზუსტად იგივე ვარ ათი ჭიქის შემდეგაც. ჩემთვის სასმელი არაფერს ცვლის. რაც ვარ, ეს ვარ. ფხიზელი ხანდახან უფრო თამამი ვარ, ვიდრე მთვრალი. რომ დავლევ, მერე მეწყება, ვაიმე, ახლა რამე სისულელე არ გავაკეთო. ანუ, მეტი კომპლექსი მიჩნდება.


скачать dle 11.3