კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცისფერი ოცნება

„იგი წავა და სხვა მოვა“

რაკი „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო“, იმასაც მოვესწარით, რომ მრავლისმნახველ თბილისს მეთიუ ბრაიზას შემცვლელი ქეით ქეიდენაუ ეწვია, ჯერჯერობით მხოლოდ მოთელვის მიზნით: გაეცნო როგორც ხელისუფლების, ისე არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. ქ-ნი ქეიდენაუს ვიზიტი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ ქართულმა მედიამ, როგორც იქნა, უშეცდომოდ დაასახელა მისი თანამდებობა: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, მაშინ, როდესაც მის წინამორბედს (ასევე მოადგილის თანაშემწეს) ჯიუტად მოიხსენიებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ უნებლიე სიბრმავის მიზეზი სიყვარული იყო (სიყვარული, რადგან „რასაც მაგას ზურიკელას საქმეზე სკოლაში იბარებენ, ამდენ სიარულში შეაყვარა ადამიანს თავი“!). ქ-ნი ქეიდენაუს ვიზიტს ახალგაზრდა „ნაციონალებიც“ გამოეხმაურნენ, სახელდობრ, ბ-ნმა კანდელაკმა ბრძანა, „საქართველო აგრძელებს სვლასო“. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ნატო ცისფერ ოცნებად დარჩა (რომანტიკული ლოგიკით, ყველაზე მარილიანი სწორედ აუსრულებელი ოცნებაა), როგორც ჩანს, სვლა სინათლისკენ გრძელდება. მეტიც, ქართულ მედიას არც იმის გამო დაუფარავს სიხარული, რომ საქართველოს ახალი კურატორი კოსოვოში ელჩად იყო. ამ სიხარულის გათვალისწინებით კი, ლოგიკურად ჩნდება ეჭვი: ჩვენ ახლა უკვე კოსოვოს დამოუკიდებლობაც ხომ არ გვიხარია?!


ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3