კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნასესხები

„პრეზიდენტი პრეზიდენტზე ნაკლები“

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ინტერვიუებსაც, სახელდობრ, ქართული პრესა დიდადაა დანატრული, არც აცია, არც აცხელა, დრო გამონახა და ინტერვიუ მეთერთმეტეკლასელს მისცა. მეტიც, გამოტყდა, რომ ასეთი სერიოზული ინტერვიუ არავისთვის მიუცია. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტს პრესის ქართველი ჟურნალისტებისთვის თვალი თვალში არც არასდროს გაუყრია, სავარაუდოდ, სრული სიმართლეც უთქვამს. მეორე მხრივ, ინტერვიუ საინტერესო იმითაც იქნებოდა, რომ ამ ჩვენს, საბჭოური იდეალებით გაჯერებულ ყოფაში, ადვილი წარმოსადგენია, რა რუდუნებით იქნებოდა შერჩეული მეთერთმეტეკლასელის მიერ მომზადებული შეკითხვები. რაკი ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, პრეზიდენტმა ნორჩ თანამემამულეებს (რომლებმაც ლენინის ამბავი გადმოცემითაც კი არ იციან) შეაგონა: „სწავლა, სწავლა და სწავლაო!“ მიუხედავად ამ ლენინური პათოსისა, პრეზიდენტის ეს ნოვაცია, უდავოდ, ოკეანის წყალშია განბანილი; განბანილია, ვინაიდან ზაფხულის მიწურულს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ზანგ ბიჭუნას მისცა ინტერვიუ, რაც გვაფიქრებინებს, რომ არა მხოლოდ თხების, უფრო მაღალ დონეზეცაა აქტუალური მეორე (ასევე, ძველი, ოღონდ ცუდად დავიწყებული) შეგონება: „პრეზიდენტი პრეზიდენტზე ნაკლები ოპოზიციამ შეჭამოსო“!


ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3